3.48.26 Изгнание бесов власть верующего от Бога

3.48.26 უწმიდური სულების განდევნის ხელმწიფება უფლისგანაა ნაბოძები

მათ.9,8.34; 10,1.8; 12,26-29; 17,14-21 მარ.3,14.15.26; 9,19-24 ლუკ.9,40; 17,5.6

ბიბლიის მუხლები

ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.

მათ. 9,8

მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.

მათ. 10,1

როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს?

მათ. 12,29

ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო. (მათ. 9,34) [იესომ უთხრა] თუ სატანა სატანას დევნის, თავისივე წინააღმდეგ გაიყოფა; როგორღა გაძლებს მისი სამეფო? [აღსასრული დაუდგა. მარ. 3,26] თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულია თქვენთან ღვთის სასუფეველი.

მათ. 12,26-28

ეშმაკები განდევნეთ.

მათ. 10,8

ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: უფალო, შეიწყალე ჩემი ძე. იგი მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება. მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შესძლეს მისი განკურნება [რომ განედევნათ – ლუკ. 9,40] [მიუგო მათ და უთხრა: ჰოი, ურწმუნო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი. და მიუყვანეს . . . ჰკითხა მის მამას: რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა? უთხრა: პატარაობიდან . . . თუკი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე. ხოლო იესომ უთხრა: თუკი რამე შეგიძლიაო? – მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას. მარ. 9,19-24] შერისხა . . . და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: ჩვენ რაღატომ ვერ შევძელით მისი განდევნა? ხოლო მან უთხრა მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო. [უთხრეს მოციქულებმა უფალს: მოგვიმატე რწმენა. უთხრა მათ უფალმა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: - აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ – ლუკ. 17,5.6] და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.

მათ. 17,14-21

თორმეტი ამოირჩია . . . რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება.

მარ. 3,14.15