1.8.37. Ванея

2цар.8,18; 15,18; 20,23: 23,20.21.30; 3цар.1,38; 2,25.29-35.46; 1Пар.4,36; 15,18.24; 16,6; 27,14; 2Пар.20,14 Езд.10,25 Иез.11,1.13

1.8.37. ბენაიაჰუ (ბენაია, ბანეა)

(იაჰვემ ააშენა)

 

ერთი ბენაიაუ იყო ძე იეჰოიადაყისა 2მფ.23,20

- დავითის მცველი 2მფ.15,18

- დაეხმარა სოლომონს ტახტზე ასვლაში 3მფ.1,38

- მოკლა ადონია 3მფ.2,25

- მოკლა იოაბი და ყამასა 3მფ.2,29-34

- ჯარის სარდალი 3მფ.2,35

- ქერეთელებისა და ფელეთელების განმგებელი 2მფ.8,18; 20,23

- ვაჟკაცური 2მფ.23,20.21

 

მეორე ბენაიაჰუ იყო ფირყათონელი 2მფ.23,30

- დავითის ერთერთი დასის სარდალი 1ნეშ.27,14

 

მესამე ბენაიაჰუ იყო ლევიანი მუსიკოსი 1ნეშ.15,18

 

მეოთხე ბენაიაჰუ იყო მღვდელი-მესაყვირე 1ნეშ.15,24; 16,6

 

მეხუთე ბენაია იყო სიმონის შტოდან 1ნეშ.4,36

 

მეექვსე ბენაია იყო ასაფიანი 2ნეშ.20,14

 

მეშვიდე ბენიაჰუ იყო ლევიანი მეთვალყურე 2ნეშ.31,13

 

მერვე ბენაია იყო ერისმთავარ ფელეტიას მამა ეზეკ.11,1.13

 

მეცხრე ბენაია იყო ტყვეობიდან დაბრუნებულთაგან, რომელმაც მიატოვა უცხოელი ცოლი ეზრ.10,26

 

ბიბლიის მუხლები

 

2მეფეთა 8

18. ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.

 

2მეფეთა 15

18. მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მორჩილნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს.

 

2მეფეთა 20

23. იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელს ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე - ქერეთელებსა და ფელეთელებს.

 

2მეფეთა 23

20. ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.

21. მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.

30. ბენაიაჰუ ფირყათონელი, ჰიდაი ნახლე-გაყაშიდან,

 

3მეფეთა 1

38. ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.

 

3მეფეთა 2

25. დაავალა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძეს და მანაც განგმირა იგი და მოკვდა ადონია.

29. შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკნ გაიქცაო იოაბი და, აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დააბარა: მიდი, მოკალი!

30. მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: გამოდი, ასე ბრძანა მეფემ. მიუგო: არა, აქ მოვკვდები. მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი, ასე თქვაო იოაბმა.

31. უთხრა მეფემ: ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა; მოკალი და დამარხე. ამით მომრეცხავ მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლს, იოაბმა რომ დაღვარა.

32. უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისივის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის უჩუმრდ აბნერ ნერის ძე, ისრაელის ჯარის სარდალი, და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი.

33. მიექცეს მათი სისხლი იოაბის თავს და მისი შთამომავლების თავს უკუნისამდე, ხოლო დავითს, მის მთამომავლობას, მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა სთნდეს უფლისგან უკუნისამდე.

34. წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა მას და მოკლა, და მის სახლში, უდაბნოში დამარხა.

35. დანიშნა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ადგილზე ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ადგილზე ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ.

46. უბრძანა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისიც წავიდა და დაჰკრა შიმყის, და მოკვდა იგი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.

 

1ნეშტთა 4

36. ელიოყენაი, იაკობ, იშოხაია, ყასაია, ყადიელი, იშიმიელი, ბენაია,

 

1ნეშტთა 15

18. მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორეხარისხისანი: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუზი, ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარისმცველნი.

24. მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა, ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.

 

1ნეშტთა 16

6. მღვდლები: ბენიაჰუ და იახაზიელი საყვირებით მუდამ უფლის აღთქმის კიდობნის წინ იდგნენ.

 

1ნეშტთა 27

14. მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.

 

2ნეშტთა 20

14. მაშინ გადმოვიდა უფლის სული შუაგულ კრებულში იახაზიელ ზაქარიაჰუს ძეზე, რომელიც ბენაიას, იეყიელის და ლევიანი მათანიას შთამომავალი იყო, ასაფიანთაგან.

 

2ნეშტთა 31

13. იეხიელი, ყაზაზიაჰუ, ნახათი, ყასაელი, იერიმოთი, იოზაბადი, ელიელი, ისმახიაჰუ, მახათი და ბენაიაჰუ მეთვალყურეები იყვნენ ქანანიასა და შიმყის, მისი ძმის ხელქვეით, მეფე ხიზკიაჰუსა და ყაზარიას, უფლის სახლის განმგებლის, ბრძანებით.

 

ეზრა 10

25. ისრაელიდან - ფარყოშის ძეთაგან: რამია, იეზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია, ბენაია;

 

ეზეკიელი 11

1. ამიყვანა სულმა და უფლის ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭესთან მიმიყვანა, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიმართული; აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცი დგას; მათ შორის იაზანია, ყაზურის ძე და ფელატია, ბენაიას ძე, - ერის მთავარნი.

13. როცა ვწინასწარმეტყველებდი, მოკვდა ფელატია, ბენაიას ძე. პირქვე დავემხე, ხმამაღლა შევღაღადე და ვთქვი: "ო, უფალო ღმერთო, ნუთუ ბოლოს მოუღებ ისრაელის ნატამალს?”

----------------------------

ბენაიაჰუ - უილიამ ეტის ნახატი