1.1.101 Кадес

(ивр. ‏קדש‏‎ Кадеш) — упоминаемый в Библии оазис в пустыне Негев

.

Быт.14,7; 16,14; 20,1 Чис.13,27; 20,1.14.16.22; 34,4 Иисн.10,41 Пс.28,8 Иез.47,19

1.1.101 კადეში

(ებრ. ‏קדש‏‎) — ოაზისი ნეგების უდაბნოში

.

- უდაბნო ფს.28,8

- ქალაქი რიცხ.20,16

- დაიპყრო ქედორლაღომერმა დაბ.14,7

- იყო ჭა ბერ-ლახაი-როი, სადაც მივიდა აგარი დაბ.16,14

- მირიამის დაკრძალვის ადგილი რიცხ.20,1

- ისრაელი იყო დაბანაკებული რიცხ.13,27; 20,14.22

- ისრაელის საზღვარი დაბ.20,1 რიცხ.34,4 ეზეკ.47,19

- იესო ნავეს ძის დაპყრობის საზღვარი იესნ.10,41

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 14

7. უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.

დაბადება 16

14. ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ-ლახაი-როი; კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს იგი.

დაბადება 20

1. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში.

რიცხვნი 13

27. წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელიანთა მთელს საზოგადოებასთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, და მოუტანეს ამბავი მთელს საზოგადოებას, აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.

რიცხვნი 20

1. მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ცინის უდაბნოში, პირველ თვეს, და დადგა ერი კადეშში. იქ მოკვდა მირიამი და იქვე დამარხეს.

14. გაუგზავნა მოსემ კადეშიდან მოციქულები ედომის მეფეს: ასე ამბობს შენი ძმა ისრაელი: შენ იცი ყველა უბედურება, რაც შემემთხვა.

16. შევღაღადეთ უფალს და მან ისმინა ჩვენი ხმა, გამოგვიგზავნა ანგელოზი და გამოგვიყვანეს ეგვიპტიდან და, აჰა, კადეშში ვართ შენს მოსაზღვრე ქალაქში.

22. დაიძრნენ კადეშიდან და მივიდნენ ისრაელიანები, მთელი საზოგადოება, ჰორის მთასთან.

რიცხვნი 34

4. გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე.

იესო ნავეს ძე 10

41. მუსრი გაავლო მათ იესომ კადეშ-ბარნეადან ღაზამდე, მთელს გოშენის მხარეს გაბაონამდე.

- ფსალმუნი 28

8. ხმა უფლისა შეარყევს უდაბნოს; კადეშის უდაბნოს შეარყევს უფალი.

ეზეკიელი 47

19. სამხრეთის მხარეს: სამხრეთისკენ თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, ხევის გაყოლებაზე დიდი ზღვისკენ; ეს არის სამხრეთის მხარე, სამხრეთის მიმართულებით.