1.2.56. Об Исмаилитянах

Быт.16,10.11,, 25,13-18,, 37,25.28 Суд.8,[24]

И сказал ей Ангел Господень: умножая умножу потомство твое, так что нельзя будет и счесть его от множества.

11 И еще сказал ей Ангел Господень: вот, ты беременна, и родишь сына, и наречешь ему имя Измаил, ибо услышал Господь страдание твое;

(Быт.16,10.11),

 и вот имена сынов Измаиловых, имена их по родословию их: первенец Измаилов Наваиоф, за ним Кедар, Адбеел, Мивсам,

14 Мишма, Дума, Масса,

15 Хадад, Фема, Иетур, Нафиш и Кедма.

16 Сии суть сыны Измаиловы, и сии имена их, в селениях их, в кочевьях их. Этодвенадцать князей племен их.

17 Лет же жизни Измаиловой было сто тридцать семь лет; и скончался он, и умер, и приложился к народу своему.

18 Они жили от Хавилы до Сура, что пред Египтом, как идешь к Ассирии. Они поселились пред лицем всех братьев своих. (Быт. 25,13-18);

 И сели они есть хлеб, и, взглянув, увидели, вот, идет из Галаада караван Измаильтян, и верблюды их несут стираксу, бальзам и ладан: идут они отвезти это в Египет. (Быт. 37,25)

 и, когда проходили купцы Мадиамские, вытащили Иосифа изо рва и продали Иосифа Измаильтянам за двадцать сребренников; а они отвели Иосифа в Египет.(Быт. 37,28);

 И сказал им Гедеон: прошу у вас одного, дайте мне каждый по серьге из добычи своей. (Ибо у неприятелей много было золотых серег, потому что они были Измаильтяне.) (Суд. 8,24);

 

1.2.56. ისმაელიანთა შესახებ

დაბ. 16,10.11.15.16; 17,18.20.23.25.26; 25,9.12-18; 28,9; 36,3; 37,25.27.28; 39,1 მსაჯ. 8,[24]; 1ნეშ.1,28-31; 2,17; 27,30 ფს.82,7 

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 16

10. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.

11. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.

15. უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი.

16. ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს. 

დაბადება 17

18. უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.

20. ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.

23. ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.

25. მისი ვაჟი ისმაელი ცამეტი წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა.

26. ერთ დღეს დაიცვითეს აბრაამმა და მისმა ვაჟმა ისმაელმა.

 

დაბადება 25

9. დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწვრივ,

12. ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა.

13. ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,

14. მიშმაყი, დუმა და მასსა,

15. ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა.

16. ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა.

17. ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.

18. სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.

 

დაბადება 28

9. წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.

 

დაბადება 36

3. და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.

 

დაბადება 37

25. დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს: ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.

28. ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.

 

დაბადება 39

1. ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა, ისმაელიანთაგან, რომელთაც ჩაიყვანეს.

 

მსაჯულთა 8

24. უთხრა მათ გედეონმა: ოღონდ ერთსა გთხოვთ, ყველამ თითო საყურე მომეცით თქვენი დავლიდან. რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.

 

1ნეშტთა 1

28. აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი.

29. ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი, მიბსამი,

30. მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა,

31. იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი.

 

1ნეშტთა 2

17. აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო.

 

1ნეშტთა 27

30. აქლემებზე - ობილ ისმაელიანი. სახედრებზე - იეხდიაჰუ მერონოთელი.

 

ფსალმუნი 82

7. ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;