4.7.4 Не многие делайтесь учителями

4.7.4 ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები

იაკ.3,[1]

- რადგან ბევრი არღვევს მცნებებს მათ.5,19 რომ.2,18-22; 1ტიმ.1,6.7

- კრავენ მძიმე ტვირთს მათ.23,4

- სულს აფორიაქებენ საქ.15,24

- ბევრი ცდება იაკ.3,2

- ლაპარაკობენ უფრო ყურის მაამებელს, ვიდრე სულის სარგოს 2ტიმ.4,3.4 ტიტ.1,10.11

.

- ეკრძალებათ ქალებს 1ტიმ.2,12; 5,13

.

ბიბლიის მუხლები

მათე 5

19. მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.

მათე 23

4. კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.

საქმეები 15

24. რაკი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აგაფორიაქეს თავიანთი სიტყვებით და სული აგიშფოთეს, – რადგან გითხრეს, რაც ჩვენ არ დაგვივალებია,

იაკობი 3

1. ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ,

2. რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია; მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.

რომაელთა 2

18. იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.

19. და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,

20. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში.

21. როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი?

22. ჰქადაგებ - არ მოიპაროო, - და იპარავ! ამბობ - არ იმრუშოო, - და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!

1ტიმოთე 1

6. რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ამაო ლაყბობისკენ.

7. რჯულის მოძღვრობა სწადიათ, თუმცა არ გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.

1ტიმოთე 2

12. დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის ნებას, არამედ იყოს მდუმარედ.

1ტიმოთე 5

13. და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.

2ტიმოთე 4

3. ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს.

4. ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.

ტიტე 1

10. ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,

11. რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.

__თემაზე წერდნენ__

***

თუ ბევრი მწყემსი გაჰყვება, ნახე ნახირის გაწყვეტა!

__ ადიღეური ანდაზა __