1.8.29. Аполос

Деян.18,24-28; 1Кор.1,12; 3,4.22; 4,6; 16,12 Тит.3,13

1.8.29. აპოლოსი

(იგივე აპელისი, აპოლონი)

 

- ალექსანდრიელი ებრაელი საქ.18,24.25

 

- აკვილამ და პრისკილამ აუხსნეს უფლის გზა საქ.18,26

 

- გაიგზავნა საქადაგებლად აქაიაში საქ.18,27.28

 

- კორინთოს ეკლესიის ერთერთი ხელმძღვანელი 1კორ.1,12; 3,4.22

 

- ახსენებს პავლე 1კორ.4,6

 

- სთხოვა კორინთოში ჩასვლა 1კორ.16,12

 

- პავლე ახსენებს მის გამგზავრებას ტიტ.3,13

 

ბიბლიის მუხლები

 

საქმენი მოციქულთა 18

24. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი,

25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.

26. თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.

27. აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით.

28. რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.

 

1კორინთელთა 1

12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.

 

1კორინთელთა 3

4. მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ?

22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.

 

1კორინთელთა 4

6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.

 

1კორინთელთა 16

12. ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდადებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის.

 

ტიტე 3

13. ხელი შეუწყვე რჯულის მოძღვარ ძენასისა და აპოლოსის გამომგზავრებას, რომ არაფერი მოაკლდეთ.