3.41.31 Не кради

Не кради.

И как Лаван пошел стричь скот свой, то Рахиль похитила идолов, которые были у осца её (Бытие31,19).

Но пусть бы ты ушел, потому что ты нетерпеливо захотел быть в доме отца твпего: зачем ты украл Богов моих? (Быт.31,30).

У кого найдешь богов твоих, тот не будет жив. При родственниках наших узнаваи, что у меня, и возьми себе. Иаков не знал, что Рахиль украла их.

И ходл Лаван в шатер Иакова, и в шатер Лии, и в шатер двух рабынь, но не нашёл. И вышёши из шатра Лии, вошел в шатер Рахили.

Рахиль же взяла идолов, и положила их под верблюжье седло, и села на них. И обыскал Лаван весь шатер; но не нашел.

Она же сказала отцу своему: да не прогневается господин мой, что я не могу встать пред тобою; ибо у меня обыкновенное женское. И он искал, но не нашёл идолов. (Быт.31,32-35).

(Исход20,15).

если кто украдет вола, или овцу, и заколет, или продаст, то пять волов заплатит за вола, и четыре овцы за овцу.

Если кто застанет вора подкапывающего, и ударит его, так что он умрет, то кровь не вменится ему.

Но если взошло над ним солнце, то вменится ему кровь. укравший должен заплатить; а если нечем, то пусть продадут его для уплаты за украденное им.(Исход22, 1-3)

Если украденное найдётся у него в руках живым, вол ли то, или осел, или овца, пусть заплатит вдвое (Исх.22,4)

Если кто отдаст ближнему на сохранение серебро или вещи, и они украдены будут из дома его, то, если найдётся вор, пусть он заплатит вдвое;

А если не найдётся вор, пусть хозяин дома придёт пред судей и поклянется, что не простер руки своей на собственность ближнего своего.

О всякой вещи спорной, [о скотине] об одежде, о всякой вещи потерянной, о которой кто-нибудь скажет, что она его, дело обоих должно быть доведено до судей. Кого обвинят судьи, тот заплатит ближнему своему вдвое.

(Исх.23, 7-9 ).

Если кто отдаст ближнему своему осла или вола, или овцу, или какой другой скот на сбережение, а он умрет, или будет повреждён, или уведён, так что никто сего не увидит;

Клятва пред Господом да будет между обоими в том, что взявший не простер руки своей на собственность ближнего своего; и хозяин должен принять, а тот не будет платить. (Исход23,10.11)

Не крадите.... Не грабительствуй /лев.19,11.13

3.41.31 არ იპარო

- პარვა გავრცელებულია ქვეყნიერებაზე დაბ.31,19.31-35 მათ.6,19

- აკრძალულია რჯულით გამ.20,15; 22,1-4.7-12 ლევ.19,11.13

- ახალი აღთქმით რომ.13,9 ტიტ.2,10

- დაუშვებელია მორწმუნეთა შორის ეფ.4,28

- კეტავს ღვთის სამეფოს შესასვლელს 1კორ.6,9.10

- ზეცაში არ იქნება პარვა მათ.6,20

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31

19. ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.

ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”

31. მიუგო იაკობმა: "მეშინოდა, შენი ასულები არ წაგერთმია.

32. და ვისაც უპოვი შენს ღმერთებს, ცოცხალი აღარ დარჩეს! ჩვენი ძმების თვალწინ ამოიცანი, რაც შენია და წაიღე, რაც გეკუთვნის”. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა კერპები.

33. შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში და ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.

34. აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.

35. და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.

გამოსვლა 20

15. არ იქურდო.

გამოსვლა 22

1. თუ ვინმე ხარს ან კრავს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, მაშინ ხუთი ხარი გადაიხადოს ხარის წილ და ოთხი კრავი - კრავის წილ.

2. თუ ქურდს ხვრელის თხრისას დაიჭერენ და ისე სცემენ, რომ მოკვდება, მისი სისხლი ბრალად არავის დაედება.

3. მაგრამ თუ მზისით მოხდება ეს ამბავი, მაშინ მისი სისხლი ბრალად დაედება; ქურდმა უნდა ზღოს. თუ არაფერი გააჩნია, მაშინ ქურდობის გამო გაყიდონ.

4. თუ ნაქურდალი ცოცხლად აღმოაჩნდება ხელში: ხარი იქნება ეს, სახედარი თუ კრავი, ორმაგად ზღოს.

7. თუ კაცი მოყვასს ფულს ან ჭურჭელს მიაბარებს შესანახად და იმ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.

8. ხოლო თუ ვერ იპოვეს ქურდი, სახლის პატრონი ღვთის მსაჯულს ეახლოს, რათა გაირკვეს, ხელი ხომ არ გაიწოდა მოყვასის ქონებაზე.

9. ყოველგვარ ზიანზე, ხარის საქმე იქნება ეს თუ სახედრისა, კრავისა თუ სამოსლისა, ყოველ დაკარგულ ნივთზე, თუ ვინმე იდავებს - ჩემიაო, ორივე მხარე ღვთის სამსჯავროზე უნდა წარსდგეს; ვისაც სამსჯავრო გაამტყუნებს, ორმაგად გადაუხდის მოყვასს.

10. თუ კაცი მოყვასს სახედარს, ხარს, კრავს ან სხვა საქონელს შესანახად მიაბარებს და მოუკვდება მიბარებული, დაუშავდება ან დაეკარგება და არავინაა ამის მოწმე,

11. დაიფიცოს უფლის წინაშე, რომ ხელი არ გაუწვდია მოყვასის საკუთრებაზე; მიიღებს ფიცს პატრონი და არაფერს ზღავს.

12. თუ მოპარეს, მაშინ გადაუხადოს მის პატრონს.

ლევიანნი 19

11. არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.

13. არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.

მათე 6

19. ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

20. დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

რომაელთა 13

9. რადგან მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო და სხვა ამგვარნი შედის ამ სიტყვაში: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.

1კორინთელთა 6

9. განა არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს? თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

10. ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.

ეფესელთა 4

28. მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.

ტიტე 2

10. არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.