2.6.7. Не произносят пред Господом укоризненного

2Пет. 2:[11] Иуд. 9

-

тогда как и Ангелы, превосходя их крепостью и силою, не произносят на них пред Господом укоризненного суда. ( 2Пет. 2:[11])

Михаил Архангел, когда говорил с диаволом, споря о Моисеевом теле, не смел произнести укоризненного суда, но сказал: "да запретит тебе Господь ". (Иуд. 9).

2.6.7. ანგელოზები არ განსჯიან უფლის წინაშე მკრეხელურად

2პეტ. 2:[11] იუდ.1,9

ბიბლიის მუხლები

2პეტრე 2

11. მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე.

იუდა 1

9. მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!

__თემაზე წერდნენ__

***

პეტრეც და იუდაც ლაპარაკობენ ერთსა და იმავეზე; ორივე ანგელოზების მაგალითზე აკავებს მათ თავშეუკავებელ თავხედ და კადნიერ ენას, რომლებიც ბოროტსიტყვაობენ.

__თეოფილაქტე ბულგარელი__

------------------------------------

ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგახაროთ!

ერთი წლისა და ოთხი თვის რუდუნების შემდეგ ჩემი საიტი BIBLIA.ge გახდა სრულფასოვანი წმიდა წერილის - ბიბლიის სრულად კოპირებით. ეს სამუშაო ჩემთვის ფაქტიურად ბიბლიის მთელი ტექსტის გადაწერის ტოლფასი იყო. პარალელურად საიტზე ვაქვეყნებდი და თქვენს წინაშე სამსჯავროდ ჩემს ფეიბუკ გვერდზე გამომქონდა ბიბლიური თემები.

ეს თემები ფაქტიურად ბიბლიის მუხლობრივი განმარტებებია.

საიტზე BIBLIA.ge შემოსვლისა და გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით, რომ აქ დადებული ბიბლია გამორჩეულია იმით, რასაც ვერცერთ სხვა გამოცემაში ვერ ნახავთ. - ესაა მისი შეიარაღება თემატურად და კონტექსტურად გამართული პარალელებით, რომელთაც ერთვის სხვადასხვა ავტორების, თეოლოგებისა და ღვთისმეტყველების მიერ გაკეთებული კომენტარები, ამ თემებზე რომ წერდნენ.

ბიბლიას BIBLIA.ge-ზე აქვს საძებნი ფანჯარა რომლითაც 2-3 ასოს ჩაწერის შემდეგ ავტომატურად მოგიძებნით სიტყვას ბიბლიის ტექსტებში.

აქვე ბიბლიის სიმფონიაში გვაქვს მეორე საძებნი სიტყვის სრულად ჩაწერის შემდეგ იპოვით თქვენთვის სასურველ თემებს საიტზე.

ვმადლობ ღმერთს, რომ მისი მადლით ყველაფერს ვაკეთებ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.

საქმიანი წინადადებები და შენიშვნები შეგიძლიათ მომწეროთ როგორც ფეისბუკზე ასევე თემების ქვეშ განთავსებულ კომენტარებში.