1.1.75 Вифлеем (Бефиль)

Быт.12,8.9; 13,3; 28,19; 31,13; 35,1.3.7.8.15.16.19; 48,7 Иисн.7,2; 8,9.12.17; 12,9.16; 16,1.2; 18,13.22; 19,15 Суд.1,22.23; 4,5; 12,8.10; 17,7-9; 19,1.2.18; 20,26.31; 21,2.19 Руф.1,1.2.19.22; 2,4; 4,11; 1цар.7,16; 10,3; 13,2; 16,1.4.18; 17,12.15.58; 2цар.2,32; 21,19; 23,14-16.24; 3цар.12,29.32.33; 13,1.4.10.11.32; 4цар.2,2.3.23; 10,29; 17,28; 23,4.15.17.19; 1Пар.11,16-18.26; 2Пар.11,6; 13,19 Езд.2,21.28 Неем.7,26.32; 11,31 Иер.41,17; 48,13 Ос.10,15; 12,4 Ам.3,14; 4,4; 7,10.13 Мих.5,2 Зах.7,2 Матф.2,1.5.6.8.16 Лук.2,4.15 Ин.7,42

1.1.75 ბეთლემი (ბეთელი, ბეთილი)

მდებარეობა:

- მის სამხრეთითაა ნეგები დაბ.12,[9]; 13,3

- ბეთლემთან ახლოსაა ჰაღაი იესნ.12,9

- ჩრდილოეთით სილოამი მსაჯ.21,19

-

სახელწოდება:

- იაკობმა უწოდა ბეთელი - სახლი ღვთისა, ადრე ლუზი ერქვა დაბ.28,19; 35,15

- მე ვარ ღმერთი ბეთელისა - თქვა ღმერთმა დაბ.31,13

- უწოდა იაკობმა სამსხვერპლოს აგების შემდეგ ელ-ბეთელი დაბ.35,7

-

მნიშვნელოვანი მოვლენები:

- აბრაამმა აუგო სამსხვერპლო ღმერთს დაბ.12,8.8; 13,3

- იაკობი დამკვიდრდა დაბ.35,1.3

- ბეთელიდან გასვლის შემდეგ იმშობიარა რახელმა ბენიამინი დაბ.35,16

- მზვერავები შეგზავნა ბეთლემში იესო ნავეს ძემ იესნ.7,2; 8,9

- 5 000 კაცი ჩაასაფრა იესო ნავეს ძემ ბეთელთან იესნ.8,12

- ბეთლემელები დაედევნენ ისრაელს იესნ.8,17

- ბეთელის მეფე იესნ.12,16

- იოსების შთამომავლების სამკვიდროს საზღვარი ბეთილის მთაზე იესნ.16,1.2; 18,13

- ბენიამინელების ქალაქი იესნ.18,22

- ზებულონის ძეთა ქალაქი იესნ.19,15

- იოსების სახლმა გაათავისუფლა იებუსეველებისგან მსაჯ.1,22.23

- რამასა და ბეთელს შორის ცხოვრობდა მსაჯული ქალი დებორა მსაჯ.4,5

- ისრაელის მსაჯული იყო იბცან ბეთლემელი მსაჯ.12,8

- ეფრემის მთაში ასული ორი მდგმური ბეთლემელი ლევიანი მსაჯ.17,7-9; 19,1.2.18

- ისრაელიანები ბენიამინელებზე გალაშქრების შემდეგ მარხულობენ ბეთლემში მსაჯ.20,26

- ბენიამინელები თავს ესხმიან ისრაელიანებს მსაჯ.20,31; 21,2

- ნაყომის სამშობლო რუთ.1,1.2.19.22

- ბოყაზის მშობლიური ქალაქი რუთ.2,4; 4,11

- მსაჯულობდა სამუელი 1მფ.7,16

- მისკენ სალოცავად მიმავლები 1მფ.10,3

- საულის რჩეული ხალხი ბეთლემის მთაში 1მფ.13,2

- დავითის სამშობლო 1მფ.16,1.4.18; 17,12.15.58; 20,6.28 ლუკ.2,4

- ელხანანის, გოლიათის გამგმირავის სამშობლო 2მფ.21,19

- ისურვა დავითმა ბეთლემის კარიბჭის ჭის წყალი 2მფ.23.14-16; 1ნეშ.11,16-18

- ყასაელი იყო ბეთლემელი 2მფ.23,24; 1ნეშ.11,26

- კერპთაყვანისმცემლობა ბეთლემში 3მფ.12,29.32.33; 13,1.4.10.11.32; 4მფ.10,29; 23,4.15.17.19

- ელია ამაღლების წინ ეწვია 4მფ.2,2.3

- ბეთლემელი ყმაწვილები დასცინიან ელისეს 4მფ.2,23

- სამარიელი მღვდელი ბეთელში ასწავლის ღვთის მოწიწებას 4მფ.17,28

- ეფრემიანთა სამკვიდრო 1ნეშ.7,28

- რეხაბყამ სოლომონის ძემ გაამაგრა 2ნეშ.11,6

- აბიამ იერობყამს და წაართვა 2ნეშ.13,19

- ტყვეობიდან ამოსულნი ეზრ.2,21.28 ნეემ.7,26.32

- მკვლების თავშესაფარი იერ.41,17

- წინასწარმეტყველება იერ.48,13 ოს.10,15; 12,4 ამ.3,14; 4,4; 5,5; 7,10.13

- ქრისტეს შობის წინასწარმეტყველება მიქ.5,2

- ბეთლემელების ლოცვა ღვთის წინაშე ზაქ.7,2

- იესო ქრისტე იშვა ბეთლემში მათ.2,1.5.6.8 ლუკ.2,15 ინ.7,42

- ყრმების დახოცვა მათ.2,16

-

დაიკრძალნენ:

- რებეკას ძიძა დებორა დაბ.35,8

- რახელი დაბ.35,19; 48,7

- ისრაელის მსაჯული იბცან ბეთლემელი მსაჯ.12,10

- ყასაელი 2მფ.2,32

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 12

8. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.

9. დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა.

დაბადება 13

3. გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის,

დაბადება 28

19. უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.

დაბადება 31

13. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას.

დაბადება 35

1. უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე; აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი.

3. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.

7. ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.

8. მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).

15. უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.

16. დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.

19. მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.

დაბადება 48

7. ფადანიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად, გზაში, ეფრათამდე არც ვიყავი მისული, და დავმარხე იქ, ეფრათის გზაზე, სადაც ახლა ბეთლემია.

იესო ნავეს ძე 7

2. გაგზავნა იესომ კაცები იერიხონიდან ჰაღაიში, ბეთავენთან რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და დააბარა: ადით და დაზვერეთ ქვეყანა. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.

იესო ნავეს ძე 8

9. გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე.

12. გამოარჩია ხუთიათასამდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით.

17. კაციშვილი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გაჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს.

იესო ნავეს ძე 12

9. იერიხონის მეფე - ერთი; მეფე ჰაღაისა ბეთილის გვერდით რომ არის - ერთი;

16. მაკედას მეფე - ერთი; ბეთელის მეფე - ერთი;

იესო ნავეს ძე 16

1. ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.

2. ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან.

იესო ნავეს ძე 18

13.აქედან ლუზისკენ, ლუზის ანუ ბეთელის, სამხრეთით გადის საზღვარი და ეშვება საზღვარი ყატაროთადარისკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით არის.

22. ბეთ-ჰაყარაბა, ცემარაიმი და ბეთელი;

იესო ნავეს ძე 19

15. კატათი, ნახალალი, შიმრონი, იდეალა და ბეთლემი - თორმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

მსაჯულნი 1

22. იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.

23. შეჩერდა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (უწინ ამ ქალაქს ლუზი ერქვა).

მსაჯულნი 4

5. დებორა ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე.

მსაჯულნი 12

8. მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი.

10. მერე მოკვდა იბცანი და დამარხეს ბეთლემში.

მსაჯულნი 17

7. ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემში, იუდას ტომში, ლევიანი იყო და იქ მდგმურობდა.

8. წავიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რომ სადმე მდგმურად დამდგარიყო, სადაც მოუხვდებოდა და, თავის გზით მიმავალი, ეფრემის მთაში მიქას სახლს მოადგა.

9. უთხრა მიქამ: საიდან მოდიხარ? მან მიუგო: ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, დავდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე, სადაც მომიხდება.

მსაჯულნი 19

1. იმ ხანებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი მდგმურობდა ეფრემის მთის კალთაზე. ხარჭა მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.

2. გაშორდა მას ხარჭა, მამის სახლში წაუვიდა, იუდას ბეთლემში, და ოთხი თვე იქ იყო.

18. მან მიუგო: იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. სტუმრად ვიყავი იუდას ბეთლემში, ახლა კი უფლის სახლისაკენ მიდევს გზა, მაგრამ არავინ შემიპატიჟა შინ.

მსაჯულნი 20

26. გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს.

31. გამოვიდნენ ბენიამინიანები ერის წინააღმდეგ და შორს გასცდნენ ქალაქს; იწყეს უწინდებურად ხალხის ხოცვა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელში მიდის, მეორე კი - გიბყაში ყანებზე, და ოცდაათამდე ისრაელიანი დახოცეს.

მსაჯულნი 21

2. მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ.

19. თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით. და ლებონის სამხრეთით მდებარეობს.

რუთი 1

1. ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დროს, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ.

2. კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნაყომი; ვაჟებს მახლონი და ქილიონი. ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის ველზე და იყვნენ იქ.

19. იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო. ამბობდნენ, ნაყომი ხომ არ არისო ეს დედაკაცი?

22. დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველიდან წამოჰყვა მას. მკათათვის დასაწყისი იყო, როცა ბეთლემში მოვიდნენ ისინი.

რუთი 2

4. ამ დროს ბოყაზიც მოვიდა ბეთლემიდან და უთხრა მომკელებს: უფალი იყოს თქვენთან! მიუგეს: უფალმა გაკურთხოს!

რუთი 4

11. უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში.

1მეფეთა 7

16. დადიოდა იგი წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალს და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყეელა ამ ადგილში.

1მეფეთა 10

3. გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო.

1მეფეთა 13

2. გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი; ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთილის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაისტუმრა.

1მეფეთა 16

1. უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.

4. ყველაფერი გააკეთა სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა და წავიდა ბეთლემს. პატივით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: მშვიდობით მოგვიხვედი.

18. მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: ბეთლემელი იესეს შვილი მეგულება, იცის ქნარზე დაკვრა, ქველი და მამაცი კაცია, სიტყვაგონიერი და ლამაზი; უფალია მასთან.

1მეფეთა 17

12. დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დროს მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული.

15. ხოლო დავითი მოდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა ემწყესა მამამისის ფარა ბეთლემში.

58. უთხრა საულმა: ვისი შვილი ხარ, ყმაწვილო? მიუგო დავითმა: შენი მორჩილის, იესეს შვილი ვაბ, ბეთლემელის.

1მეფეთა 20

6. თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში მეჩქარება, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელს საგვარეულოს.

28. მიუგო იონათანმა საულს: ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.

2მეფეთა 2

32. წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში; იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და ხებრონში გაუთენდათ.

2მეფეთა 21

19. კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან; ელხანან იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გეთელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.

2მეფეთა 23

14. მაშინ დავითი ამ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა.

15. ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?

16. გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.

24. ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი,

3მეფეთა 12

29. ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა

32. დააწესა იერობოამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ ხბოებისთვის, რომლებიც გააკეთა; დაუდგინა ბეთელში მღვდლები გორაკებს, რომლებიც აღმართა.

33. ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია; დაუწესა დღესასწაული ისრაელიანებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.

3მეფეთა 13

1. აჰა, მოვიდა ღვთისკაცი იუდადან ბეთელს უფლის შეგონებით, როცა იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად.

4. და როცა მოისმინა მეფემ ღვთისკაცის ნათქვამი, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, გაიწოდა სამსხვერპლოდან ხელი და თქვა: "შეიპყარით!” მყისვე გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება.

10. სხვა გზით წავიდა იგი, იმ გზით არ გაბრუნებულა, რომლითაც მოვიდა ბეთელს.

11. ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდა მისი შვილი და უამბო ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში; მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას.

32. რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.

4მეფეთა 2

2. უთხრა ელიამ ელისეს: აქ დარჩი, რადგან ბეთელში მაგზავნის უფალი. მიუგო ელისემ: უფალს და შენს თავს გეფიცები, არ მიგატოვებ. და წავიდნენ ბეთელს.

3. გამოვიდა ბეთელის წინასწარმეტყველთა გუნდი ელისესაკენ და უთხრეს: ხომ იცი, რომ დღეს წაიყვანს უფალი შენს ბატონს შენს თავს ზემოთ? მიუგო: მეც ვიცი. იდუმეთ.

23. იქიდან ბეთელისკენ დაიძრა. აღმართს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ: წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!

4მეფეთა 10

29. ოღონდ იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებისთვის, რითაც მან აცთუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბოებისთვის, ბეთელსა და დანში რომ იყო.

4მეფეთა 17

28. წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ უფლის მოწიწებას.

4მეფეთა 23

4. გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაალისთვის, ამ აშერასათვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.

15. ბეთელის სამსხვერპლოც და ისრაელის შემაცდენელის, იერობოამ ნაბატის ძის გამართული გორაკი, ეს სამსხვერპლოც და გორაკი დაანგრია; გადაწვა გორაკი და გააცამტვერა, გადაწვა აშერაც.

17. თქვა: ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ? მიუგეს ქალაქის მცხოვრებლებმა: იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეგყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.

19. ასევე გორაკთა ყველა სახლი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში.

1ნეშტთა 7

28. მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო: ბეთ-ელი და მისი დაბა-სოფლები; აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით, ღაზამდე და მის დაბა-სოფლებამდე.

1ნეშტთა 11

16. მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა.

17. ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?

18. გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მოუტანეს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.

26. მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანან დოდოს ძე, ბეთლემელი,

2ნეშტთა 11

6. მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი,

2ნეშტთა 13

19. გაედევნა აბია იერობოამს და წაართვა ქალაქები: ბეთ-ელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრაინი თავისი დაბებით.

ეზრა 2

21 ბეთლემიანები ასოცდასამი,

28 ბეთელისა და ჰაღაის ხალხი ორას ოცდასამი,

ნეემია 7

26. ბეთლემელი და ნეტოფელი კაცები - ასოთხმოცდარვა,

32 ბეთ-ელელი და ჰაღაიელი კაცები - ასოცდასამი,

ნეემია 11

31. ბენიამინიანები დასახლდნენ გაბაყიდან მოკიდებული მიქმაშში ყაიაში, ბეთელში და მის დაბა-სოფლებში,

იერემია 41

17. წავიდნენ და გიმჰამის დაბაში გაჩერდნენ, ბეთლემთან, რათა ეგვიპტეში გადასულიყვნენ.

იერემია 48

13. გაწბილდება მოაბი ქამოშის გამო, როგორც გაწბილდა ისრაელის სახლი ბეთელის გამო, რომელსაც ესავდა.

ოსია 10

15. ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისთვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.

ოსია 12

4. შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება.

ამოსი 3

14. რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწას დაემხობა.

ამოსი 4

4. წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი მეათედები.

ამოსი 5

5. ნუ ეძებთ ბეთელს, ნუ წახვალთ გილგალში და ნუ გადახვალთ ბეერ-შებაყში. გილგალი ტყვეობაში წავა და ბეთელი აღმოიფხვრება.

ამოსი 7

10. ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, შეუთვალა იერობყამს, ისრაელის მეფეს. აუწყა: შეთქმულებას გიწყობს ამოსი ისრაელის სახლის შუაგულში; მიწა ვერ აიტანს მის ყველა სიტყვას.

13. ნუღარ იწინასწარმეტყველებ ბეთელში, რადგან, აჰა, მეფის საწმიდარი და სამეფო სახლია ის.

მიქა 5

2. შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ჩემთვის ხელმწიფე ისრაელში; დასაბამიდან არის მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.

ზაქარია 7

2. გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ უფლის წინაშე სალოცად.

მათე 2

1. დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს:

5. უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:

6. და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.

8. გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”.

16. როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.

ლუკა 2

4. იოსებიც ავიდა გალილეიდან, ნაზარეთის ქალაქიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ბეთლემი ეწოდება, რადგან დავითის სახლისა და ტომისა იყო იგი.

15. ანგელოზები ზეცად რომ ამაღლდნენ, უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: "წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რაც მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა”.

იოანე 7

42. განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”