3.50.31 Добро, нечестно приобретенное

3.50.31 უპატიოსნობით მოპოვებული სიკეთენი

საშუალებით:

- სულის წაძლევით რიცხ.11,34 იესნ.7,21; 2კორ.1,17; 1ტიმ.6,9

- მტაცებლობით ფს.61,10 იგავ.15,27

- მომხვეჭელობით, ანგარებით იგავ.1,19 იერ.6,13

- ღარიბის შევიწროებით იგავ.22,16 ამ.4,1

- ამაოსადმი სწრაფვით ეკლ.2.19

- ძარცვით ამ.3,10

- მისნობით საქ.16,16-19

- საფასურის დაკავებით იაკ.5,4.5

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 11

34. (სბს 2001)

და უწოდეს სახელი იმ ადგილს კიბროთ-ჰათაავა, რადგან იქ დაასაფლავეს სულწასული ხალხი.

იესო ნავეს ძე 7

21. დავინახე ნადავლში შინყარის ერთი მშვენიერი მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ოქროს ზოდი, მომინდა და ავიღე; აჰა, ჩემს კარავში, მიწაშია ჩამარხული, ვერცხლი კი მის ქვეშაა”.

ფსალმუნი 61

10. ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ.

იგავნი 1

19. ასეთია გზა ყველა ძალადობით მომხვეჭელისა, სიცოცხლეს ართმევს მის პატრონს.

იგავნი 15

27. მტაცებლობით მომხვეჭელი თავის სახლს აპარტახებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.

იგავნი 22

16. ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.

ეკლესიასტე 2

19. და ვინ იცის, ბრძენი იქნება იგი თუ ბრიყვი; ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით მოპოვებულს მზისქვეშეთში. ესეც ამაოებაა!

იერემია 6

13. "რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ანგარება შეჰყრია და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია.

ამოსი 3

10. მაგრამ სიმართლის ქმნა არ იციან, - ამბობს უფალი - ძალადობითა და ძარცვითაა მოპოვებული სიმდიდრე მათ ციხე-დარბაზებში.

ამოსი 4

1. ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებივით ნასუქალო სამარიელო ქალბატონებო, ბეჩავთა და ღარიბ-ღატაკთა შემვიწროებელნო, რომ ეუბნებით თქვენს ქმრებს: მოგვიტანეთ, რომ დავლიოთო!

საქმეები 16

16. ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.

17. იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.

18. ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.

19. დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან.

იაკობი 5

4. აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.

5. განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.

2კორინთელთა 1

17. ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“?

1ტიმოთე 6

9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.

----------------------

სურათზე: დავით მარტინის (მე-17 ს.) ნახატი - გოგონა პითონის სულით