4.15.47 Семья, семейство

4.15.47 სახლეულნი, შინაურები

- ოჯახის რამდენიმე თაობა, ნათესავები, მდგმურ-ხიზნები, მსახურები დაბ.14,14 რომ.16,12

.

- შენი რწმენით გადარჩება მთელი შენი სახლეული დაბ.7,1 გამ.1,21; 2მფ.6,11; 3მფ.17,15 იოან.4,52 საქ.11,14; 16,15.31.34

- სახლეულიდან ერთადერთი სათნო ღმერთის თვალში 3მფ.14,13

- ღვთის სახლეულნი ეფ.2,19

.

- მნიშვნელოვანი საქმეების ერთად აღსრულება დაბ.17,27 გამ.12,4.21 რჯ.12,7; 15,20; 1მფ.1,21 საქ.10,2; 1კორ.16,15

- ინფორმირება დაბ.24,28

- მოწოდება რწმენით სიარულის დაბ.18,19

- ზრუნვა მათზე დაბ.47,12 ლევ.16,11 იესნ.2,12; 3მფ.4,7 იობ.21,21 იგავ.27,27; 31,15.21.27 იერ.38,17 მათ.8,6; 1ტიმ.5,4

- თავისი სახლეულის შემაჭირვებელი იგავ.11,29

- მონანიება სახლეულის სახელით ნეემ.1,6 ზაქ.12,12.14

- აღწერა რიცხ.1,2

.

- სასჯელი სახლეულზე ლევ.20,5; რიცხ.16,32; 3მფ.16,7

- უბედურება იობ.16,7

.

- უთანხმოება დაბ.13,5.6

- აშლილობა სახლეულში რწმენის გამო მათ.10,35 ლუკ12,52

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 7

1. უთხრა უფალმა ნოეს: "შედი კიდობანში მთელი შენი სახლეულით, რადგან მართალ კაცად გიხილე ჩემს წინაშე მთელ ამ თაობაში.

დაბადება 13

5. ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.

6. და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება.

დაბადება 14

14. როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.

დაბადება 17

27. მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელებისგან ფულით ნაყიდმა, მასთან ერთად დაიცვითა.

დაბადება 18

19. რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.

დაბადება 24

28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.

დაბადება 47

12. ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.

გამოსვლა 1

21. და რაკი ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები, ღმერთმაც ააშენა მათი სახლეული.

გამოსვლა 12

4. და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს.

21. მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: "წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.

ლევიანნი 16

11. წარადგინოს აჰარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად და გამოისყიდოს თავის თავი და თავისი სახლეული და დაკლას მისთვის განკუთვნილი მოზვერი ცოდვის მსხვერპლად.

ლევიანნი 20

5. ჩემს სახეს მოვმართავ იმ კაცისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ და მოვკვეთ მას და ყოველს, მისი და მოლოქის კვალდაკვალ მემრუშეს, მათი ხალხიდან.

რიცხვნი 1

2. "მთლიანად აღრიცხეთ ისრაელის ძენი, ოჯახების, მამის სახლეულისა და სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამაკაცი, მათი სულადობით.

რიცხვნი 16

32. გააღო მიწამ პირი, შთანთქა ისინი და მათი სახლეული, ყოველი ადამიანი, რომელიც კორახთან იყო და მთელი მათი ქონება.

მეორე რჯული 12

7. და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლეულმა თქვენი ნაშრომით, რითაც გაკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.

მეორე რჯული 15

20. ჭამეთ იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველწლიურად შენ და შენმა სახლეულმა, იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.

იესო ნავეს ძე 2

12. ახლა გევედრებით, დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე მოგექეცით სიკეთით, მამაჩემის სახლეულსაც ისე მოექცევით სიკეთით და მომცემთ სარწმუნო ნიშანს.

1მეფეთა 1

21. წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.

2მეფეთა 6

11. სამ თვეს დარჩა უფლის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლეული.

3მეფეთა 4

7. თორმეტი გამგებელი ჰყავდა სოლომონს მთელ ისრაელში, რომლებიც მეფესა და მის სახლეულს სარჩოთი ამარაგებდნენ; თითოეულს წელიწადში ერთი თვე უნდა მოემარაგებინა სარჩოთი მეფე.

3მეფეთა 14

13. მთელი ისრაელი იგლოვებს და დაკრძალავენ; მხოლოდ ის დაიკრძალება იერობყამისგან, რადგან მისი სახლეულიდან მხოლოდ ის ერთადერთი აღმოჩნდა სათნო უფლის, ისრაელის ღმერთის თვალში.

3მეფეთა 16

7. წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის მეშვეობით ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას და მის სახლეულს, ყველა იმ ბოროტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა უფლის თვალში, რათა განერისხებინა ღმერთი თავისი ქცევით, გამხდარიყო იერობყამის სახლივით და განადგურებულიყო.

3მეფეთა 17

15. წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.

ნეემია 1

6. მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.

იობი 16

7. მაგრამ ახლა მომქანცა, მთელი ჩემი სახლეული გაუდაბურდა.

იობი 21

21. რადგან რაღაზე ენაღვლება თავისი სახლეული სიკვდილის შემდეგ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება?

იგავნი 11

29. თავისი სახლეულის შემაჭირვებელი ქარს დაიმკვიდრებს; სულელი გულბრძენის მსახური იქნება.

იგავნი 27

27. საკმარისი იქნება თხის რძე შენთვის, შენი სახლეულისა და შენი მოახლეების გამოსაკვებად.

იგავნი 31

15. ღამიანად დგება, საკვებს აძლევს სახლეულს და საქმეზე აყენებს მხევალთ.

21. არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული.

27. თვალყურს ადევნებს თავისი სახლეულის სვლას და სიზარმაცის პურს არ ჭამს.

იერემია 38

17. უთხრა იერემიამ ციდკიაჰუს, "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, მაშინ იცოცხლებ და არც ეს ქალაქი გადაიბუგება ცეცხლში. შენც იცოცხლებ და შენი სახლეულიც.

ზაქარია 12

12. და იგლოვებს ქვეყანა, თითოეული სახლეული თავისთვის, დავითის მოდგმის სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის. ნათანის მოდგმის სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის.

14. ყველა დანარჩენი სახლეული, თითოეული სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის.

მათე 8

6. უთხრა: "უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”.

მათე 10

35. რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული - თავის დედისგან და რძალი - თავის დედამთილისგან.

ლუკა 12

52. რადგან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში, სამნი ორის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ.

იოანე 4

52. მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.

საქმეები 10

2. მთელი თავისი სახლეულით მართალი და ღვთისმოშიში, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისთვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის მიმართ.

საქმეები 11

14. ის გეტყვის სიტყვას, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლეულიც.

საქმეები 16

15. ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: "თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.

31. მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

34. სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.

რომაელთა 16

11. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი; მოიკითხეთ ნარკისუსის სახლეულნი, უფალში მყოფნი.

1კორინთელთა 16

15. ჰოდა შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლეულობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი წმიდანთა მსახურებას მიუძღვნეს.

ეფესელთა 2

19. მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,

1ტიმოთე 5

4. ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.

------------------

სურათზე: აბრამის და ლოტის განცალკევება