1.6.32 Веселье

Быт.31,27 Суд.9,27; 3цар.21,7 Неем.8,10-12 Пс.50,12 Пр.14,13; 15,13.15; 24,17 Екк.2,1.2 Ис.51,3.11 Иер.25,10.11; 30,19 Ос.2,11; 7,3 Лук.15,32 Ин.8,56; 20,20 Деян.14,17 Иак.5,13; 1Пет.4,13 Отк.11,10

1.6.32 მხიარულება, ლხინება, დღესასწაულობა

- განწყობა დაბ.31,27 ნეემ.8,10-12

- მხიარული განწყობის არქონა იერ.25,10.11 ოს.2,11

- განწყობის უმაქნისობა იგავ.14,13 ეკლ.2,1.2

.

მიზეზები:

- ხსნა ფს.50,12

- გამოსყიდვა ეს.51,3.11

- უძღები ძის დაბრუნება ლუკ.15,32

- უფლის დღის ხილვა იოან.8,56

- იმედის მოცემა იოან.20,20

- დროებითი კურთხევა საქ.14,17

- ქრისტეს მოსვლა 1პეტ.4,13

.

სიკეთე მისგან:

- მხიარული გული იგავ.15,13.15

- აღორძინება დაცემის შემდეგ იერ.30,19

- ქრისტეს მორწმუნეების სიხარული იაკ.5,13

.

უკეთური მიზეზები:

- უზრუნველობით მსაჯ.9,27

- ცრუ ოპტიმიზმით 3მფ.21,7

- ბოროტი სიხარული მტრის დაცემის გამო იგავ.24,17

- ბოროტებით ვინმეს გამხიარულება ოს.7,3

- ცოდვილთა გმცხ.11,10

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31

27. ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.

მსაჯულნი 9

27. გადიოდნენ ვენახში, კრეფდნენ ყურძენს, წურავდნენ საწნახელში, დღესასწაულობდნენ, თავიანთი ღმერთის სახლში დადიოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.

3მეფეთა 21

7. უთხრა მას იეზებელმა, მისმა ცოლმა: "განა ისრაელის მეფე არა ხარ? ადექი, პური ჭამე და იმხიარულე; მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს”.

ნეემია 8

10. უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.

11. ლევიანები ამშვიდებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: გაჩერდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხართო!

12. წავიდა მთელი ხალხი საჭმელად, სასმელად, წილობების დასაგზავნად და დიდი სიხარულის საყოფად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომელნიც მათ ამცნეს.

ფსალმუნი 50

12. დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.

იგავნი 14

13. სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.

იგავნი 15

13. მხიარული გული სახესაც ამხიარულებს, გულის წუხილისას კი სული შემუსრულია.

15. ავია ჩაგრულის ყოველი დღე, მხიარულ გულს კი მუდამ ლხინი აქვს.

იგავნი 24

17. ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,

ეკლესიასტე 2

1. ვუთხარი ჩემს თავს: "მოდი ახლა, მხიარულებას გამოვცდი, რომ ვნახო, რა არის კარგი!” და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა.

2. სიცილზე ვთქვი: "სისულელეა!” - მხიარულებაზე: "რის მაქნისია?”

ესაია 51

3. რადგან ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს, სიხარული და შვება გაჩნდება იქ, სამადლობელი და გალობის ხმები.

11. უფლის გამოსყიდულნი მობრუნდებიან და გახარებულნი მოვლენ სიონზე; მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე, ლხენას და სიხარულს ეწევიან, ვაება და კვნესა კი უკუიქცევა.

იერემია 25

10. აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს.

11. გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები.

იერემია 30

19. მადლიერებისა და მოდღესასწაულეთა ხმა გამოვა მათგან; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; პატივს მივაგებ და არად ჩასაგდებნი აღარ იქნებიან.

ოსია 2

11. გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს და ყველა დღესასწაულს;

ოსია 7

3. თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით - მთავრებს.

ლუკა 15

32. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.

იოანე 8

56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.

იოანე 20

20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით.

საქმეები 14

17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.

იაკობი 5

13. იტანჯება რომელიმე თქვენგანი? ილოცოს. ხარობს? იგალობოს.

1პეტრე 4

13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.

გამოცხადება 11

10. გაიხარებენ და იმხიარულებენ დედამიწაზე მცხოვრებნი მათ გამო, და საჩუქრებს გაუგზავნიან ერთმანეთს, ვინაიდან აწამებდა დედამიწის მკვიდრთ ეს ორი წინასწარმეტყველი.