3.8.4. Сила совместной молитвы

3.8.4. ერთობლივი ლოცვა

საქ.1,14

- ხალხის ლოცვა ეზრ.10,1 ლუკ.1,10

- ლოცვისას მთავარი დამწყები ნეემ.11,17

- მეფის ბრძანება - მოწოდება საყოველთაო მონანიებითი ლოცვისკენ იონ.3,8

- ერთობლივი ლოცვის ძალა მათ. 18,19

- ერთობლივი ლოცვა განსაცდელში ჩავარდნილისთვის საქ.12,5

- ერთად ილოცეს გამგზავრების წინ წამსვლელმა და დამრჩენმა საქ.20,36

- ენებით მლოცველმა ერთობლივი ლოცვის დროს თავი შეიკავოს, რათა არ დააბრკოლოს შემოსწრენულნი. ამიტომ ილოცოს გონებით 1კორ.14,2.16-19

ბიბლიის მუხლები

ეზრა 10

1. როცა ლოცულობდა ეზრა, როცა მტირალი და მონანული განრთხმული იყო ღვთის სახლის წინ, თავი მოეყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალ კრებულს, კაცსა და ქალს, დიდსა და პატარას, და ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი.

ნეემია 11

17. მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე.

იონა 3

8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.

მათე 18

19. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.

ლუკა 1

10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას.

საქმენი მოციქულთა 1

14. გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.

საქმენი მოციქულთა 12

5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ.

საქმენი მოციქულთა 20

36. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა.

1კორინთელთა 14

2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.

16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?

17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ.

18. ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.

19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.