1.8.34. Принятие веры после угрызений совести

В нашей северной столице Санкт-Петербурге жил-был уголовный Авторитет: вор в законе, а ныне - преуспевающий предприниматель.

Один взглядего приводил многих в трепет и ужас. Все знали характер сурового Авторитета, и наделенон был весьма говорившей за себя кличкой.

Но Господь милостив ко всем и всех желает спасти. Постучался Он и в сердце заблудшего, крещенного в детстве человека, и пробудил в нем совесть.

Зачастил сей Авторитет в одну из обителей, где со слезами неоднократно исповедовал свои мрачные деяния, и благодать коснулась его и начала видимо изменять: просветлело лицо, изменилосьего поведение, в обращении с окружающими и подчиненными он стал совсем другим. Наместник обители благословил его прислуживатьв алтаре во время богослужения.

Стал он подавать батюшке кадило, убирать алтарь, а свое благоговение к святому месту подчеркивал тем, что снимал обувь с ног своих, когда входил в алтарь.

По городу в определенных кругах поползли слухи:

«Правда ли это, — спрашивалибандюганы друг у друга, — чтонаш Авторитет прислуживает в храме?»

«Да, — отвечали знающие это священники, - и мы им очень довольны». Покачивала головами многозначительно братва и удивлялась.

Но прошло некоторое время, и Авторитет был расстрелян из автоматов в своей машине в Москве.

В газетах появились сообщения, что, мол, в переделе сферы влияний был убит такой-то и такой-то, но, мне кажется, это не так.

Не могли проститьВоры в законе духовного возрастания своего товарища и начальника. Видно, одно дело осыпать храм деньгами, жертвовать на строительство часовен и храмов, а расставаться с грехами и изменять свою жизнь — совсем другое. Деньги давать –это одно, а прислуживать в алтаре и убирать там — иное.

Этого ему не смогли простить.Верю, что Христос, воскресший и распахнувший врата рая, ввел туда и этого покаявшегося разбойника.

2004 год Игумен Пантелеимон (Ледин). Источник: книга "Се, даю вам власть"

1.8.34. რწმენა სინდისის ქენჯნის შემდეგ მოსმენით მიღებული

__თემაზე წერდნენ__

***

[ქრისტიანმა ექიმმა გლავკოსმა აპატია შეურაცხყოფა ურწმუნო ხილონს, მაგრამ მან ეს ვერ დაინახა და თავის მხრივ გასცა კეისართან ქრისტიანები. კეისრის ბრძანებით ათასობით ქრისტიანი მიაკრეს გაფისულ ბოძებზე და დაწვეს. მოსეირეთა შორის ხილონიც იყო. მან დაინახა ექიმი გლავკოსი. თავის მხრივ გლავკოსიც თვალს არ აშორებდა. ხანდახან თვალს ბოლი უბინდავდა, მაგრამ რამდენიც ქარი მობერავდა, ხილონი თვალგაშტერებულ გლავკოსს ხედავდა. ადგა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ფეხები თითქოს ტყვიისა გაუხდა, რაღაც უხილავმა ხელმა არაადამიანური ძალით ამ ბოძთან შეაყენა, ხილონი გაქვავდა, ხოლო გლავკოსი მაინც თვალს არ აშორებდა, თავი უფრო და უფრო ძირს დაუშვა. იქ მყოფნი მიხვდნენ, რომ ამ ორ კაცს შუა რაღაც ამბავია, მაგრამ სიცილი ბაგეზე გაეყინათ, რადგან ხილონს სახე საშინელი შეექმნა; სატანჯველმა ისე დამანჭა, თითქოს ის ალის ენები მის საკუთარ სხეულს სწვავდნენ. უცებ დაბარბაცდა, ხელები მაღლა აიშვირა და საშინელი, გულის მომწყლავი ხმით დაიძახა:

- გლავკოს, ქრისტეს გულისთვის შემინდე!

გარშემო ყველა დადუმდა, კეისრის ჯარისკაცთ ჟრუანტელმა დაუარა და ყველამ თვალი ზეაღაპყრო.

წამებულის თავი ოდნავ შეირხა, შემდეგ ანძის კენწეროდან კვნესის მსგავსი ხმა გაისმა:

- შემინდვია!

ხილონი მიწაზე დაეცა და ნადირივით აღრიალდა, მერე ორი მუჭა მიწა აიღო და თავზე დაიყარა. ამ დროს ალმა ძლიერ იფეთქა, გლავკოსს მკერდსა და სახეს მოედო, თავზე ტვიის გვირგვინი დაუშალა და მთელ ბოძს მცხუნვარე ალი წაეკიდა.

ხილონი წამოდგა, სახე ისე შეცვლოდა, რომ კეისრის მახლობელთ ეგონათ, სულ სხვა კაცს ვხედავთო. თვალები არაჩვეულებრივი ნათელით უბრწყინავდნენ, დაღარულ შუბლზე აღტაცება ემჩნეოდა.

- რა დაემათა, ჭკუიდან ხომ არ შეიშალა? - გაისმა აქა-იქ.

ხილონი ხალხს მიუბრუნდა, მარჯვენა ხელი მაღლა აიღო დადაილაპარაკა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისე ძლიერდაიყვირა, რომ შორს მდგომ ხალხსაც შეეძლო გაეგონა.

- რომის ხალხო! ჩემს სიკვდილს ვფიცავ, რომ ცეცხლში უმანკონი იღუპებიან. ცეცხლის წამკიდებელი კი აი ეს არის.

და ხელი ნერონისკენ გაიშვირა.

[რომი მართლაც ნერონმა დაწვა და ქრისტიანებს დააბრალა. ხილონის ამ აღიარებამ ხალხში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.] "რომი იმათ არ დაუწვიათ - მაშ, რა საჭირო იყო ამდენი სისხლის ღვრა, ამდენი ტანჯვა და უსამართლობა." [ხილონი დაუსხლტა კეისრის ხალხს და აბორგებული დაეხეტებოდა ბაღში. იგი ისევ] გლავკოსს ხედავდა და მისი თვალები ისევ იმას უცქეროდნენ. ამიტომაც სინათლეს ემალებოდა...

ამ დროს ვიღაცის ხელი შეეხო.

ბერიკაცმა მოიხედა, უცნობი კაცი დაინახა და შეშინებულმა დაიყვირა:

- შენ ვინა ხარ?

- მოციქული ვარ, პავლე ტარსელი.

- მე შეჩვენებული ვარ!..

- რა გინდა?

მოციქულმა უპასუხა:

- მინდა დაგიხსნა.

ხილონი ხეს მიეყრდნო. მუხლები ეკეცებოდა....

- ჩემთვის ხსნა არ არის! - ყრუდ უპასუხა მან.

- ხომ იცი, რომ ღმერთმა შეუნდო ავაზაკს, როდესაც ჯვარზე გაკრულმა მოინანია? - ჰკითხა პავლემ

- შენ იცი, მე რა ჩავიდინე?

- მე შენი მწუხარება ვნახე და შენგან სიმართლის დამოწმება გავიგონე.... და თუ ქრისტეს მსახურმა ტანჯვისა და სიკვდილის ჟამს შეგინდო, ქრისტე როგორღა არ შეგინდობს?

ხილონმა გიჟივით ხელები თავზე წაივლო.

- შენდობა!.. მე!.. შენდობა!..

- ჩვენი ღმერთი მოწყალების ღმერთია.... დამეყრდენი და წავიდეთ.... შენ რომ ზღვის პირას დადგე და შიგ ქვები ისროლო, განა ზღვის უფსკრულს ამოავსებ? ხოლო მე გეუბნები, წყალობა ქრისტესი - ზღვაა, ხალხის ცოდვა და ბრალი მასში ისე ინთქმება, ვითა ქვა მორევში. შენ გლაუკოსის ბოძის წინ იტანჯებოდი და ქრისტე შენს ტანჯას ხედავდა. შენ თქვი, აი, ცეცხლის წამკიდებელიო, თუმცა არ იცი, ხვალ რა მოგელის და ქრისტემ შენი სიტყვები დაიხსომა. მომყევი და რასაც გეტყვი, მოისმინე. მეც აგრეთვე მძულდა იგი და მის რჩეულთ ვდევნიდი, ახლა ღმერთმა სინანული მოგივლინა, შეშფოთება და ტანჯვა, რათა თავისთან მოგიწოდოს. შენ გძულდა იგი, იმას კი უყვარდი, - შენ გაეცი სასჯელად მისი მორწმუნენი, იმას კი სურს, შეგინდოს და გიხსნას.... წამომყევ და იმასთან მიგიყვან. სხვა რისთვის მოვიდოდი შენთან? იმან მიბრძანა, სიყვარულის სახელით შევკრიბო ხალხი. შენ გგონია, შეჩვენებული ხარ, მე კი გეუბნები, იწამე იგი და ხსნა მოგელის....

მოციქულმა ხილონი აუზთან მიიყვანა.... ხილონმა გმინვით მუხლი მოიდრიკა, სახეზე ხელები მიიფარა და უძრავად დარჩა. პავლემ თვალნი ზეცას აღახვნა. იგი ლოცულობდა....

უცებ მის ფერხთით გოდების მსგავსი ხმა გაისმა.

- ქრისტე! ქრისტე!.. შემინდე!..

მაშინ პავლე აუზს მიუახლოვდა, ხელით წყალი აუღო და მუხლმოდრეკილს მიუბრუნდა:

- ხილონ! ნათელს გცემ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ამინ.

[გამთენიისას ხილონმა ჰკითხა მოციქულს]

- ბატონო, სიკვდილის წინ რა უნდა ვქნა?

- გწამდეს და სიმართლეს ემოწმე. - უპასუხა პავლემ.

და ერთად გავიდნენ. ბაღის კართან ერთმანეთს განშორდნენ, ეს თვითონ ხილონმა მოითხოვა, რადგან წინასწარ გრძნობდა, მას შემდეგ რაც მოხდა, კეისარი და ტიგელინუსი დევნას დამიწყებენო.

არც შეცდა. თავისი სახლი იმას ტრეტორიელებით გარშემორტყმული დახვდა. იგი დაიჭირეს [და მოსთხოვეს ეღიარებინა საჯაროდ, რომ მთვრალი იყო და რაღაც მობოდა, თუ არა და სიკვდილი არ ასცდება, მაგრამ ხილონმა უპასუხა, რომ არ შეუძლია ამის გაკეთება]

- ხომ ნახე ქრისტიანების სიკვდილი.... შენც ისე გინდა მოკვდე?

მოხუცმა თავისი გაფითრებული სახე მაღლა აიღო და თქვა:

- მეც მწამს ქრისტე!

[ტიგელინუსის ბრძანებით მას ენა ამოგლიჯეს, ამფითეატრში ჯვარს მიაკრეს და დათვი მიუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ დათვმა არა ავნო], ხოლო ხილონმა თავი წყნარად ასწია, მაყურებელთ თვალი გადაავლო და უცებ სახე ღიმილმა გაუნათა, შუბლი გაუბრწყინდა, თითქოს სინათლის შუქი მიეფინა, თვალები ზე აღმართა და ორი დიდრონი ცრემლი ნელი-ნელ დაედინა თვალთაგან.

იგი მოკვდა.

ამ წამში ველარიუმის ქვემოდან ვიღაც კაცის ხმა გაისმა:

- საუკუნო განსვენება წამებულს!

__ჰ. სენკევიჩი "ვიდრე ჰხვალ"__

 

***

დოსტოევსკის მკითხველთაგან ვის არ ახსოვს, როგორ სტანჯავდა სინდისი როდიონ რასკოლნიკოვს, რომელმაც მოკლა მევახშე ქალი და მისი და ლიზავეტა? ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერება არ აძლევდა მას მოსვენებას.

გაღვიძებული სინდისი თან დაჰყვებოდა მას ყოველ ნაბიჯზე. სასოწარკვეთილებამდე მისული თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. მაგრამ ღმერთს უნდოდა, რომ უბედურ სტუდენტს მოესმინა იესო ქრისტეს მიერ ლაზარეს სასწაულებრივი აღდგინება და ვინმე სხვა კი არა, "ქუჩის ქალიშვილი" სონია მარმელადოვა უკითხავს რასკოლნიკოვს იოანეს სახარების მე-11 თავს:

"უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც სწამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. და ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და ვისაც სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს? უთხრა მას: ( და თითქოს ტკივილით გადაჰქონდა თავისი სული, სონიამ დამარცვლითა და ხმამაღლა უქადაგა) დიახ, უფალო, შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, მომავალი ქვეყნად".

შემდეგ სონია უკითხავს ბრწყინვალე სასწაულებრივ აღდგომას, ახალი ცხოვრების შესახებ, რომელიც მიიღო ლაზარემ იესო ქრისტესგან.

"მაშინ მრავალმა იუდეველმა, რომლებიც მივიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი".

"აი ახლა ესეც, დაბრმავებული და ურწმუნო, ესეც ეხლავე მოისმენს და ირწმუნებს, კი, ახლავე, ახლავე", - ოცნებობდა სონია და თვითონაც თრთოდა სასიხარულო მოლოდინისგან. არ შემცდარა სონია მარმელადოვა, ღვთის სიტყვას აქვს დიდი ძალა, რასკოლნიკოვმა ირწმუნა, იგი ინანიებდა გულში, უმალ იგრძნო შვება და წამოსცვივდა ცრემლები. როგორც კი ადგა, ისევე დაეცა მიწაზე, დაეცა მუხლებზე მოედანზე, დაიხარა მიწაზე და ეამბორა მტვერს ბედნიერმა. წამოდგა და ისევ დაიჩოქა... რასკოლნიკოვი ინანიებდა თავის ცოდვას არა მხოლოდ ღმერთის წინაშე, ხელისუფლებისა და სამყაროს წინაშე. ვისაც არ ეშინოდა ჩაედინა ცოდვა, არ უნდა რცხვენოდეს მონანიებისა. მხოლოდ ამ გზით ეშველებოდა და ახლა ცხოვრების გზაზე შეიძლებოდა შემდგარიყო რასკოლნიკოვი. და თუმცა ქვეყნიერება მოითხოვდა გადასახლებას ციმბირში, მაგრამ ეს იყო უკვე უფალთან ცხოვრება, ახალი, განთავისუფლებული. "ძველი წავიდა, ახლა ყოველივე ახალია" - აი განახლებული სულის საგალობელი.

__იაკობ ლევენი__