1.2.102 Вызывать

Исх.35,21.26 3цар.11,14.23 2Пар.36,22 Езд.1,1 Пр.10,12; 15,1.18 Ис.13,17; 64,7 Дан.11,2.25 Агг.1,14 Деян.6,12; 13,50; 2Пет.1,13; 2Тим.1,6

1.2.102 აღძვრა, გამოწვევა, გაღვივება

საწინააღმდეგოდ:

- შუღლი იგავ.10,12

- ცილობის ჩამოგდება იგავ.15,18

- საწყენი სიტყვა იგავ.15,1

- მეფეების დან.11,2.25

- ხალხის საქ.6,12

- წაქეზება საქ.13,50

.

კეთილი საქმეები:

- მოწადინება გამ.35,21.26

- მონანიება ეს.64,7

- შეხსენება 2პეტ.1,13

- ნიჭი მსახურებისთვის 2ტიმ.1,6

.

ღმერთი აღძრავს:

- სასჯელს 3მფ.11,14.23

- სიტყვის აღსასრულებლად 2ნეშ.36,22 ეზრ.1,1

- აღვიძებს მისი საქმეების აღსასრულებლად ეს.13,17 ანგ.1,14

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 35

21. მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად, მისი ყოველი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისთვის.

26. ყველა დედაკაცი, ვისაც კი გული უწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს.

3მეფეთა 11

14. გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს: ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა შთამომავალი.

23. კიდევ გაუჩინა მას ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადადყეზერს, ცობის მეფეს, თავის პატრონს,

2ნეშტთა 36

22. კიროსის, სპარსეთის მეფის პირველ წელს, როცა იერემიას პირით ნათქვამი უფლის სიტყვა აღსრულდა, უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული და მან საქვეყნოდ გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით, რომ

ეზრა 1

1. სპარსეთის მეფის, კიროსის, პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, გააღვიძა უფალმა სპარსეთის მეფის, კიროსის, სული და გამოაცხადა მან მთელს თავის სამეფოში ზეპირ და წერილობითაც, რომ:

იგავნი 10

12. სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.

იგავნი 15

1. მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.

18. ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.

ესაია 13

17. აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ.

ესაია 64

7. არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე ცოდვების ხელით.

დანიელი 11

2. ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.

25. აღაგზნებს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით; სამხრეთის მეფეც დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მგრამ მას ვერ გაუმკლავდება, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებები იქნება.

ანგია 1

14. გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,

საქმეები 6

12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.

საქმეები 13

50. მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი.

2პეტრე 1

13. მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.

2ტიმოთე 1

6. ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.

-----------------

სურათზე: უფალმა აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული 2ნეშ.36,22