3.47.2 Смерть и ожидание Господу

3.47.2 სიკვდილი და უფლის მოლოდინი

სამწუხაროდ მრავალი არასწორი წარმოდგენაა გავრცელებული ხალხში სიკვდილისა და უფლის მოლოდინის შესახებ წარმართული თუ ცრურწმენების ზეგავლენით და უმრავლესობის ღვთის სიტყვაში ჩაუხედაობის გამოისობით. ამიტომაა, რომ ბევრმა ქრისტეს მოსვლის მომლოდინემ არ იცის რა ხდება სიკვდილის შემდეგ, ხოლო ვინც არ არიან ქრისტესნი სიკვდილის ორმოში არიან დაბორკილნი და ბნელში მყოფთ გაუცნობიერებლობის ბურუსი აკრავთ...

.

იმისათვის, რომ ეს ბურუსი გაიფანტოს მათ თვალში, გადავწყვიტე ამ თემის დასაწყისში ჯერ მხოლოდ მათ მივმართო:

.

ტანჯულო ადამიანო, ნუ სწყევლი შენს სიცოცხლეს, ნაპოვნია შენი გამოსასყიდი, საფლავად ჩასვლისთვის არ ხარ განწირული იობ.33,24-[28]-[30]

- შეუდექ ქრისტეს, ილოცე, ესავდე, იმედი იქონიე მისი, ვინც სიცოცხლის ნათელს შეგახედებს ფს.39,1.2; 48,16; 54,24; 55,13; 68,15.16; 117,17-21

- დაეშურე, რადგან მხოლოდ ცოცხლებს შეუძლიათ ღვთის განდიდება და მასთან საუბარი ეს.38,17-19

- ნუ დაემსგავსები მათ, რომელნიც ვერასოდეს იხილავენ ნათელს ფს.48,20

.

ახლა კი ქრისტეს მომლოდინეებს:

.

1) გასათვალისწინებელია დრო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიკვდილის შემდეგ შევალთ შუალედურ მდგომარეობაში - მიძინებაში (შესუენებაში) 3მფ.14,20 იობ.14,12 დან.12,2 მათ.27,52 ლუკ.2,29

- მტვრისგან ვართ აღებული და მტვერს დავუბრუნდებით დაბ.3,[19] იობ.34,15 ფს.89,3; 145,4 იგავ.3,20 სიბრძ.15,8 ზირაქ.40,11

- ხორცი მოისვენებს იმედნეულად, რადგან არ დაუტოვებს ჩვენს სულს ჯოჯოხეთს ფს.15,9.10

- შემდეგ გამოვიღვიძებთ ფს.16,15; 72,24; 1თეს.4,13-17

- დაუბრუნდება სული ღმერთს ეკლ.12,7

- შევალთ მის სიხარულში მათ.25,21.23

- ზეციერ იერუსალიმში ებრ.12,22.23

- ვიხილავთ ღმერთს იობ.19,[26] მათ.5,8; 1კორ.13,12

- სიმართლის გვირგვინი მიგველის იმ დღეს 2ტიმ.4,8

- ავაზაკმა ჯვარცმის დღეს მიიძინა, გამოიღვიძებს უფლის დღეს და ქრისტესთან იქნება (თითქოს არც ყოფილა ძილი) ლუკ.23,[43] ინ.19,31-33

(ზოგს ლაფსუსად მიაჩნია სიტყვა "დღესვე", თუმცა თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ არც ამაღლების დღესვე მომხდარა ატაცება - ინ.12,32)

- უფალთან დასახლებაც, რომელზეც პავლე წერს, სწორედ იმ დღის შემდეგ მოხდება 2კორ.5,[8]-10 ფლპ.1,20-24

- ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, როგორც პირველნაყოფი, მაგრამ სხვა არავინ აღმდგარა 1კორ.15,20-23

.

2) გასათვალისწინებელია ასევე ჩვენი ფიზიკური სხეული. მოველით ჩვენი სხეულების გამოსყიდვას რომ.8,23

- აღდგომისას მივიღებთ აბსოლუტურად ახალ სულიერ სხეულს, მის მსგავსს, ზეციერის ხატს, უხრწნელს, შეცვლილს, უკვდავს 1ინ.3,2; 1კორ.15,35-44.49-54 ფლპ.3,21

.

3) და ასევე გასათვალისწინებელია ადგილი. ახალ აღთქმაში არანაირად არ არის ნათქვამი, რომ ჩვენ ყველანი წავალთ ზეცაში, არამედ ნათქვამია, რომ ქრისტე მოვა აქ ჩვენს წასაყვანად ინ.14,3; 17,24

- ღრუბლებზე მომავალს იხილავს ყოველი თვალი, ისინიც, ვინც განგმირეს იგი გმცხ.1,7

- ვინც ცოცხლებსაც განიკითხავს და მკვდრებსაც 1პეტ.4,5

- ქრისტეს მეორედ მოსვლისას აღდგებიან განსვენებულნი ქრისტეში და ცოცხლად დაშთენილ წმიდებთან ერთად ატაცებულ იქნებიან, რათა იმეფონ ათასი წელი ინ.5,28.29; 12,32; 1კორ.15,22.23; 1თეს.4,16.17 გმცხ.20,4.6

- ატაცებისას ცოცხალ და გარდაცვლილ წმიდებს შორის ერთი (ანუ პიროვნება) იქნება ძალისმხმეველი მათ.12,[11]

- იქნება ბაგაზე დაბმული ან ტვირთის ქვეშ მოყოლილი ხარი, რომელსაც გამოხსნაში დაეხმარება უფალი და დასარწყულებლად წაიყვანს გამ.23,5 მათ.24,22 ლუკ.13,15

- იქნება ვინც თავისი სული სიცოცხლეშივე აკურთხა ფს.48,19

- იქნება ღვთისმოსავი და მოშიში ლუკ.23,42 2პეტ.2,9

- იქნება საწოლში თუ ველად მლოცველი, წისქვილში წმინდა ხორბლის მიმტანი მათ.24,[40.41] ლუკ.17,34-36

.

ხოლო მეორენი დარჩებიან მიწაზე

- უკეთური 2პეტ.2,9

- ღვთის მგმობი ლუკ.23,39

- ათასწლოვანი მეფობის შემდეგ, როდესაც წმიდები ქრისტესთან ერთად დაბრუნდებიან მიწაზე. ცოტა ხნით თავს დაიხსნის დაბორკილი სატანა, რათა აცდუნოს დანარჩენი მკვდრები, რომლებიც არ აღმდგარან პირველი აღდგომის დროს, მათთვის ეს იქნება განკითხვის აღდგომა, მეორე სიკვდილი. ისინი სატანასთან ერთად გაილაშქრებენ იერუსალიმის წინააღმდეგ და განადგურებულ იქნებიან ცეცხლით უფლის მიერ ფს.72,20 ზაქ.14,1-5 ინ.5,29; 2პეტ.3,7; 2თეს.1,7-9 გმცხ.20,5-15

.

__თემაზე წერდნენ__

***

დასაწყისში მცდარი წარმოდგენები დაკავშირებული იყო იუდეური გაგების თარგმნასთან ბერძნულ ენაზე. ახალი აღთქმა თავისი არსით ღრმად იუდეურია და რაღაც დროის განმავლობაში იუდეველები ინტუიციურად მოელოდნენ საბოლოო (ფიზიკურ) აღდგომას. მათთვის სივრცე, დრო და არსი აირია, მაგრამ ამ დროს დარჩნენ კეთილი მომლოდინენი, რომ ღმერთი ყველაფერს დაალაგებს. ასეთი სიკეთე დამახასიათებელია ქრისტიანობისთვის როგორც თეოლოგიური ისე მორალური თვალსაზრისით, მაგრამ ბერძნულენოვანი ქრისტიანებისთვის, რომლებიც იყვნენ პლატონის ზეგავლენის ქვეშ, ქვეყნიერების აგებულება გამოიყურებოდა საცოდავად და დამახინჯებულად. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა მიმხრობოდა იუდეურ თვალსაზრისს ამ პრობლემაში, მაგრამ ბერძნული თვალთახედვა ახდენდა ძლიერ ზეგავლენას.

დანტე თავის თხზულებაში ზეცას, განსაწმედელს და ჯოჯოხეთს განათავსებს სიკვდილის დადგომის მომენტშივე...

ასევე მიქელანჯელოს საშინელი სამსჯავრო სიქსტის კაპელაში ზეცას და ჯოჯოხეთს გამოსახავს როგორც თანაბარ და ურთიერთსაწინააღმდეგო უკანასკნელ პუნქტებს.

ორივე ამ ნაწარმოებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა დასავლეთის კულტურაზე და მრავალი ქრისტიანი ფიქრობს, რომ სწორედ ესაა ქრისტიანობა.

__ეპისკოპოსი ტ. რაიტი __