4.5.2.Церковь - единое тело, будьте достойными ее

Рим.12,5,, 1Кор.6,15,, 11,3,, 12,12-27 Еф.1,22.23,, 4,12.15.16,, 5,23.30 Кол.2,19

**

** так мы, многие, составляем одно тело во Христе, а порознь один для другого члены.(Рим.12,5). ** Разве не знаете, что тела ваши суть члены Христовы? Итак отниму ли члены у Христа, чтобы сделать их членами блудницы? Да не будет!(1Кор.6,15). **Хочу также, чтобы вы знали, что всякому мужу глава Христос, жене глава - муж, а Христу глава - Бог.(1Кор. 11,3). ** Ибо, как тело одно, но имеет многие члены, и все члены одного тела, хотя их и много, составляют одно тело, - так и Христос.

13 Ибо все мы одним Духом крестились в одно тело, Иудеи или Еллины, рабы или свободные, и все напоены одним Духом.

14 Тело же не из одного члена, но из многих.

15 Если нога скажет: я не принадлежу к телу, потому что я не рука, то неужели она потому не принадлежит к телу?

16 И если ухо скажет: я не принадлежу к телу, потому что я не глаз, то неужели оно потому не принадлежит к телу?

17 Если все тело глаз, то где слух? Если все слух, то где обоняние?

18 Но Бог расположил члены, каждый в составе тела, как Ему было угодно.

19 А если бы все были один член, то где было бы тело?

20 Но теперь членов много, а тело одно.

21 Не может глаз сказать руке: ты мне не надобна; или также голова ногам: вы мне не нужны.

22 Напротив, члены тела, которые кажутся слабейшими, гораздо нужнее,

23 и которые нам кажутся менее благородными в теле, о тех более прилагаем попечения;

24 и неблагообразные наши более благовидно покрываются, а благообразные наши не имеют в том нужды. Но Бог соразмерил тело, внушив о менее совершенном большее попечение,

25 дабы не было разделения в теле, а все члены одинаково заботились друг о друге.

26 Посему, страдает ли один член, страдают с ним все члены; славится ли один член, с ним радуются все члены.

27 И вы - тело Христово, а порознь - члены.(1Кор.12,12-27). ** и все покорил под ноги Его, и поставил Его выше всего, главою Церкви,

23 которая есть Тело Его, полнота Наполняющего все во всем.( Еф.1,22.23) к совершению святых, на дело служения, для созидания Тела Христова (Еф.4,12). ** Но истинною любовью все возращали в Того, Который есть глава Христос,

из Которого все тело, составляемое и совокупляемое посредством всяких взаимно скрепляющих связей, при действии в свою меру каждого члена, получает приращение для созидания самого себя в любви.(Еф. 4,15.16) потому что муж есть глава жены, как и Христос глава Церкви, и Он же Спаситель тела.(Еф.5,23). потому что мы члены тела Его, от плоти Его и от костей Его. (Еф.5,30). ** и не держась главы, от которой все тело, составами и связями будучи соединяемо и скрепляемо, растет возрастом Божиим.(Кол.2,19)

4.5.2 ეკლესია ქრისტეს სხეულია და ჩვენ - მისი ასოები

რომ.12,5,, 1კორ.12,12-27 ეფ.1,22.23,, 4,12.15.16,, 5,23.30 კოლ.1,24

ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12

5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.

1კორინთელთა 12

12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.

13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.

14. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი.

15. და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?

16. ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?

17. მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა?

18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.

19. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული?

20. ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი.

21. ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო.

22. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან.

23. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ.

24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო,

25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.

26. ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.

27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,

ეფესელთა 1

22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,

23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.

ეფესელთა 4

12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,

15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,

16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.

ეფესელთა 5

23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.

კოლასელთა 1

24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.

__თემაზე წერდნენ__

***

ქრისტეს მთელი ეკლესია არის მონანულთა ეკლესია, იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

იყო ასო, ნიშნავს გქონდეს სიცოცხლე, არსებობა, მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ სულის მიერ, რომელიც არის სხეულში და სხეულისათვის.

ცალკე ასო, რომელიც ვეღარ ხედავს სხეულს, უნდა დაჭკნეს და დაიღუპოს. მას კი – ნაწილს – თავისი თავი მთელი ჰგონია და, რაკი ვეღარ ხედავს სხეულს, რომელზედაც დამოკიდებულია, თვლის, თითქოს მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული და სურს თვითონვე იქცეს ცენტრად და სხეულად. მაგრამ რადგან სასიცოცხლო საწყისი არ გააჩნია, მხოლოდ ცდება და გაოგნებული აღიქვამს საკუთარი არსებობის ბუნდოვანებას, ვინაიდან აშკარად გრძნობს, რომ სხეული არ არის, მაგრამ მაინც ვერ ხედავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ასოა. და ბოლოს, თვითშემეცნების ზღვარს მიღწეული, თითქოს უბრუნდება საკუთარ თავს, და თუ თავისი თავი უყვარს, უყვარს მხოლოდ სხეულის გულისთვის. ის სინანულით იგონებს გარდასულ ცდომას.

ბუნებით, მას არ შეუძლია სხვაგვარად უყვარდეს რამე, თუ არა თავისთვის, რათა დაიმონოს და დაეუფლოს, რადგან ყველაფერს თავისი თავი უყვარს ყველაზე მეტად. მაგრამ სხეული რომ უყვარს, ამით საკუთარი თავი უყვარს, რადგან მხოლოდ სხეულში, მხოლოდ სხეულით და სხეულისთვის არსებობს: ერთ სულ არს უფლის თანა.

სხეულს უყვარს ხელი; და ხელსაც, საკუთარი ნება რომ ჰქონდეს, ისევე უნდა უყვარდეს თავისი თავი, როგორც სულს უყვარს ის. ყოველგვარი სიყვარული, რომელიც ამ ზღვარს სცილდება, უსამართლოა.

მას თავისი თავი უყვარს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაცხოვრის ასოა, მხოლოდ იმიტომ, რომ მაცხოვარი – სხეულია, თვითონ კი – ასო. ყველაფერი ერთია, ერთი და იგივეა, ერთი იგივეა, რაც მეორე, როგორც სამი სახე, როგორც სამება.

__ ბლეზ პასკალი __