4.21.30 Благовествование везде, где не знают Христа по Евангелии

4.21.30 ვახაროთ ყველგან, სადაც არ იცნობენ ქრისტეს სახარებისეულად

რომ.15,20; 2კორ.10,16

.

სასუფევლის სახარებას ახარებდნენ ყველგან:

- იესო ქრისტე მათ.4,23; 9,35 ლუკ.8,1; 20,1

- მოციქულები და მოწაფეები მათ.10,12 ლუკ.8,1; 9,6 საქ.5,42; 15,35 გალ.1,21-24; 2,1.2.7-9 ეფ.3,8

.

შთაგონებულნი

- ქრისტეს მითითებით მათ.10,12-14

- სული წმიდით საქ.8,29.35.39.40 რომ.15,19

- ღვთის მიერ საქ.16,10; 2კორ.2,12

.

სად ახარებდნენ:

- მთელ მხარეში მათ.4,23 საქ.11,19.20; 13,14; 14,1.21; 16,10

- დასახლებულ პუნქტებში მათ.9,35 ლუკ.8,1; 9,6 საქ.8,40; 14,21; 15,35; 17,1

- სახლებში მათ.10,12-14 საქ.5,42; 8,25; 20,20

- ტრადიციულ რელიგიურ ადგილებში მათ.4,23; 9,35 ლუკ.20,1 საქ.5,42; 13,14-16.42-44; 14,1; 16,13.14; 17,1-4.10.13.16.17; 18,4.5.19.26.28

- დევნილობაში, განსაცდელებში საქ.8,4; 11,19.20; 14,6.7; 2კორ.11,26 ფლპ.1,12-14; 1თეს.2,2

- ღია სივრცეში საქ.16,13

- პატიმრობაში საქ.16,25.30-32

- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯაროდ საქ.17,18-22.32-34; 20,20

.

ბიბლიის მუხლები

მათე 4

23. მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

მათე 9

35. და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

მათე 10

12. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.

13. და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა.

14. ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.

ლუკა 8

1. ამის შემდეგ ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში დადიოდა; ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სამეფოს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ.

ლუკა 9

6. გამოვიდნენ და სოფელსოფელ სიარული იწყეს; ყველგან ახარებდნენ და კურნავდნენ.

ლუკა 20

1. ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად.

საქმეები 5

42. ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს.

საქმეები 8

4. მიმოფანტულნი კი მიმოდიოდნენ და სიტყვას ახარებდნენ.

25. უფლის სიტყვა რომ დაამოწმეს და იქადაგეს, გამობრუნდნენ იერუსალიმს და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.

29. მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: "მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”.

35. გახსნა ფილიპემ ბაგეები, ამ წერილით დაიწყო და იესოს შესახებ ახარა.

39. როგორც კი წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა წარიტაცა ფილიპე, ისე რომ, ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა და გახარებულმა გააგრძელა გზა.

40. ფილიპე კი აშდოდში აღმოჩნდა, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა.

საქმეები 11

19. სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა.

20. თუმცა ზოგიერთი კვიპროსელთაგან და კვირინელთაგან, ანტიოქიაში მისვლისას გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ახარებდა უფალ იესოს.

საქმეები 13

14. ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.

15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.

16. პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!

42. იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.

43. როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.

44. მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.

საქმეები 14

1. იკონიაში ერთად მივიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ მრავალმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა.

6. შეიტყვეს მათი განზრახვა და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს შეაფარეს თავი.

7. და იქ ახარებდნენ.

21. სახარება უქადაგეს იმ ქალაქს, მრავალი დაიმოწაფეს და ისევ ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ.

საქმეები 15

35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში დარჩნენ ბევრ სხვასთან ერთად, ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.

საქმეები 16

10. ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.

13. შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით, იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ.

14. გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.

25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.

30. გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: "ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?”

31. მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

32. უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს.

საქმეები 17

1. გაიარეს ამფიპოლი და აპოლონია და თესალონიკეს მიადგნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.

2. პავლე, როგორც სჩვეოდა, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან;

3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეს ქრისტე სწორედ იესოა, მე რომ გახარებთო.

4. ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი.

10. ძმებმა იმავე ღამით გაისტუმრეს პავლე და სილა ბერეაში, სადაც ჩავიდნენ თუ არა, იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ.

13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდევლებმა შეიტყვეს, პავლე ბერეაშიც ქადაგებსო ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ და ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.

16. სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.

17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდევლებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.

18. ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.

19. მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: "შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?

20. რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?”

21. ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.

22. პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა: "კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ;

32. მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.

33. ასე გამოვიდა პავლე მათგან.

34. ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.

საქმეები 18

4. ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.

5. ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.

19. ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ესაუბრა იუდევლებს.

26. მან გაბედულად იწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.

28. რადგან მოურიდებლად საჯაროდ ამხელდა იუდევლებს და წერილების მიხედვით ამტკიცებდა, რომ იესოა ქრისტე.

საქმეები 20

20. სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯაროდ თუ სახლებში;

რომაელთა 15

19. ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.

20. თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,

2კორინთელთა 2

12. ქრისტეს სახარებლად მივედი ტროადაში და კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,

2კორინთელთა 10

16. რათა თქვენს მიღმაც ვახაროთ, არა სხვათა ნაშრომში, რომ სხვების გამზადებულით არ ვიკვეხნიდეთ.

2კორინთელთა 11

26. გამუდმებით გზაზე მდგომი, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის;

გალატელთა 1

21. ამის შემდეგ წავედი სირიისა და კილიკიის ქვეყნებში.

22. მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისთვის პირადად არ ვიყავი ცნობილი.

23. მხოლოდ ის სმენოდათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა იმ რწმენას ახარებს, რომელსაც ადრე ებრძოდაო,

24. და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.

გალატელთა 2

1. მერე, თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში ბა­რ­ნაბასთან ერთად. ტიტეც თან წავიყვანე.

2. ავედი გამოცხადებით და წარვუდგინე მათ სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებს შორის; განსაკუთრებით წარვუდგინე იგი წარმოჩენილთ, ამაოდ ხომ არ დავრბივარ ან ვშრომობ-მეთქი;

7. პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე წინადაუცვეთელებისთვის მაქვს მონდობილი ხარება, ისევე, როგორც პეტრეს _ წინადაცვეთილებისთვის -

8. რადგან ის, ვინც პეტრესთან იღწვოდა წინადაცვეთილებისთვის მოციქულობაში, ჩემთანაც იღწვოდა წარმართებისთვის -

9. და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, ბურჯებად რომ ითვლებოდნენ, მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.

ეფესელთა 3

8. მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი, რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე

ფილიპელთა 1

12. ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ ჩემს თავს გადამხდარი სახარების დიდ წარმატებას ემსახურებოდა.

13. ისე, რომ ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვისაც.

14. და ძმათა უმრავლესობა უფალში გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო თამამად და უშიშრად ელაპარაკა ღმერთის სიტყვა.

1თესალონიკელთა 2

2. ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გაბედულება მოვიკრიბეთ ჩვენს ღმერთში, რომ გვექადაგა თქვენთვის სახარება, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა.

__თემაზე წერდნენ__

***

ქვეყნიერება უფრო მეტადაა განწყობილი სახარების მისაღებად, ვიდრე ქრისტიანები ავრცელებენ მას.

__ გ. პიტერსი __