4.20.17 Ущерб и его возмещение

4.20.17 ზიანის საზღაური

კანონები... შესახებ:

- სხეულის დაზიანების გამ.21,18.19

- მუცლის მოწყვეტის გამ.21,22

- პირუტყვის გამ.21,33-36

- პარვის და დაკარგვის გამ.22,1-15

- პარვის ლევ.6,2-6

- ცოლის შეურაცხყოფის რჯ.22,13-19

.

მაგალითები:

- მორალური ზიანის ანაზღაურება სარასთვის აბიმელექისგან დაბ.20,16

- იაკობის დაბ.31,38-42

- სამსონის მსაჯ.16,28-30

- თამარის 2მფ.13,22-29

- ზაქეს ლუკ.19,8

- პავლეს საქ.16,35-39

- ფილიმონს ფლმ.1,18

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 20

16 . სარას კი უთხრა: "აი, ათასი შეკელი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. იმის დასტურია ეს შენი თანმხლებისა და ყველას წინაშე, რომ უდანაშაულო ხარ”.

დაბადება 31

38. აჰა, ოცი წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.

39. ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალობდი; მე მაზღვევინებდი დღისით ნაქურდალს და ღამით ნაქურდალს.

40. დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა.

41. ასე გავატარე ოცი წელიწადი შენს სახლში; თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, კიდევ ექვსი წელი შენი ფარისთვის. შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო.

42. ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.

გამოსვლა 21

18. თუ კაცები ერთმანეთს წაეკიდნენ, ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი დაჰკრა, კაცი გადარჩა, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,

19. მერე თუ ფეხზე წამოდგა და ჯოხით გარეთ სიარული შეძლო, მისი მცემელი არ დაისჯება; მხოლოდ გაცდენილ დროს აუნაზღაურებს და უმკურნალებს.

22. თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ.

33. თუ კაცი ვინმე თავს ახდის ორმოს ან თუ ამოიღებს ორმოს და არ გადახურავს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდება,

34. ორმოს პატრონმა ვერცხლით უნდა აუნაზღაუროს საქონლის პატრონს; მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩება.

35. თუ ვინმეს ხარი მეზობლის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და მისი ფასი თანასწორად გაინაწილონ; მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ.

36. თუ ხარი ადრეც მორქენალი იყო და პატრონს დაბმული არ ჰყავდა, ხარის წილ ხარი უნდა უზღოს; მევდარი კი მას დარჩეს.

გამოსვლა 22

1. თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ ხუთი ხარი და ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს.

2. თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება.

3. თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.

4. თუ ხელზე ცოცხლად უპოვნიან ნაქურდალს, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.

5. თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს.

6. თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენელმა უნდა ზღოს.

7. თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთს შესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.

8. თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის სამსჯავროზე უნდა წარდგეს და დაიფიცოს რომ ხელი არ უხლია თავისი თვისტომის ქონებისთვის.

9. ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, სახედრის, ცხვრის თუ ტანისამოსის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელზეც ითქმის ვინმეს მიერ, ჩემი არისო, ამ ორის საქმე ღვთის სამსჯავრომდე უნდა მივიდეს და ვისაც ღვთის სამსჯავრო გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თვისტომს.

10. თუ ვინმე თვისტომს შესანახად მიაბარებს ვირს, ხარს, ცხვარს ან სხვა პირუტყვს, სიკვდილის ან დამტვრევის შემთხვევაში, თუ მოწმე არ არის,

11. უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს.

12. თუ მოჰპარეს, უნდა უზღოს მის პატრონს.

13. თუ მხეცმა დაგლიჯა, უნდა დაამტკიცოს და ნამხეცავ პირუტყვს არ ზღავს.

14. თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახიჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს.

15. თუ პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს; თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება.

ლევიანნი 6

2. თუ ვინმე შესცოდავს და უპატიოსნოდ მოიქცევა უფლის მიმართ - უარს ეტყვის თავის მახლობელს შესანახად მიბარებულზე და მითვისებულზე, ან წართმეულზე, ან რამეს გამოსტყუებს თავის მახლობელს,

3. ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ცრუდ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სცოდავს,

4. და როცა შესცოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა ან გამოტყუებული, რაც გამოსტყუა, ან მიბარებული, რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა,

5. ან რაზეც ცრუდ დაიფიცა, სრულად უნდა ზღოს ყველაფერი და მისი მეხუთედიც დაუმატოს. უნდა დაუბრუნოს პატრონს ბრალდების დღესვე.

6. დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მიუყვანოს მღვდელს უფლისათვის საღი ვერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს.

მეორე რჯული 22

13. თუ ვინმე ცოლს ითხოვს, შევა მასთან და მერე შეიძულებს მას,

14. ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის: მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო,

15. ადგეს ამ ყმაწვილი ქალის დედ-მამა და გამოუტანოს მისი სიქალწულე ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან.

16. უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: ეს ჩემი ასული ამ კაცს მივათხოვე ცოლად, მან კი შეიძულა.

17. აჰა, ცილს სწამებს მას, ამბობს: ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ქალიშვილი. აჰა, ჩემი ასულის სიქალწულე. და გაუშლიან სამოსელს ქალაქის უხუცესების წინ.

18. ადგნენ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი.

19. ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.

მსაჯულნი 16

28. შეჰღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო!

29. მოსინჯა სამსონმა ორივე შუათანა სვეტი, რომლებზედაც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.

30. თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი.

2მეფეთა 13

22. ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი.

28. ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.

29. ისე მოექცნენ აბესალომის მსახურნი ამნონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის აბესალომს. წამოიშალნენ უფლისწულები, შესხდნენ თავ-თავიანთ ჯორებზე და გაიქცნენ.

ლუკა 19

8. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: "უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ, ხოლო თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ”.

საქმეები 16

35. გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო.

36. დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით.

37. მაგრამ პავლემ შეუთვალა მათ: ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, მთელი ხალხის თვალწინ გაუსამართლებლად გაგვჯოხეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი მალულად სურთ ჩვენი გაშვება? ეგრე კი არა, არამედ მოვიდნენ და თვითონვე გამოგვიყვანონ.

38. მსახურებმა ეს სიტყვები მთავრებს გადასცეს, მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელები ყოფილანო.

39. მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, საპყრობილედან გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.

ფილიმონი 1

18. ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.20,16 მივეცი შენს ძმას. საზოგადოებრივი წეს-ჩვეულების მიხედვით სარას საჩუქარი უნდა მიეღო ოჯახის მეთაურის მეშვეობით.

აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას... ყველასთან გამართლებული ხარ! ნიშნავს: ეს იყოს შენთვის კოპენსაცია და მოყენებული მორალური ზიანის საზღაური, ანუ - ნუ გაიხსენებ ჩემს დანაშაულს და მაპატიე.

სხვაგვარად, აბიმელექი ეუბნება სარას, მე დანაშაული არ ჩამიდენია, შენ ჩემი სახლიდან ხელშეუხებელი გამოხვედი, დაარწმუნე შენი ქმარი, რომ არ შემიცოდავს, დაე, შენგან გაიგოს, რომ შენთვის არაფერი დამიშავებია.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

------------------------

სურათზე: ზაქემ უთხრა უფალს: ...თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ