3.48.37 Верующий - отрасль плодоносного дерева

Иосиф - отрасль плодоносного дерева.... над источником; ветви его простираятся над стеною /быт.49,22/

корень мой открыт

для воды, и роса

ночует на ветвях моих (Иов 29, 19).

И будет он как

дерево, посаженное

при потоках вод,

которое приносит плод

свой во время свое, и

лист которого не

вянет; и во всем, что он

ни делает, успеет.(Пс. 1,3).

Ибо он будет как

дерево, посаженное

при водах и

пускающее корни свои

у потока; не знает оно,

когда приходит зной;

лист его зелен, и во

время засухи оно не

боится и не перестает

приносить плод. (Иeр. 17,8).

3.48.37 მორწმუნე – ნაყოფიერი ნერგი

დაბ.49,22 ფს.1,3 იერ.17,8 მათ.13,23 ლუკ.8,15 იოან.12,24; 15,2.5 იაკ.3,17; 2პეტ.1,8 გალ.5,22.23 ტიტ.3,14

ბიბლიის მუხლები

ნაყოფიერი ყლორტია იოსები, ნაყოფიერი ყლორტია წყაროს თავზე, გალავანზეა მისი ტოტები!

დაბ. 49,22

და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

ფს.1,3

და იქნება, როგორც ხე დარგული წყალთან, და ნაკადულთან გაუშვებს თავის ფესვებს, და არ შეშინდება, როცა პაპანება დადგება, და იქნება მისი ფოთლები ამწვანებული, და გვალვიან წელიწადში არ შეწუხდება და არ შეწყვეტს ნაყოფის გამოღებას.

იერ. 17,8

ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.

მათ.13,23

კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.

ლუკ.8,15

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

იოან.12,24

ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.

მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.

იოან.15,2.5

ხოლო მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, პირველ რიგში, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თავმდაბალი, მორჩილი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.

იაკ.3,17

ვინაიდან თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში.

2პეტ.1,8

ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

გალ.5,22.23

ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.

ტიტ.3,14