1.9.69 Демагог - возмутитель народа

1.9.69 დემაგოგი - ხალხის ამაღელვებელი

(ცრუ დაპირებით, ფარისევლობით გავლენის მოხდენა პოლიტიკურად შეუგნებელ მასებზე (მათი ნდობის მოსაპოვებლად)

.

- აბესალომი 2მფ.15,2-5

- ჰამანი ესთ.3,1-11

- თევდა საქ.5,36

- იუდა გალილეველი საქ.5,[37]

.

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 15

2. ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.

3. ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”

4. ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.

5. წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.

ესთერი 3

1. ამ ამბების შემდეგ განადიდა მეფე ახაშვეროშმა ჰამანი, აგაგელი ჰამედათას ძე, აღამაღლა იგი და მისი ტახტი ყველა იმ მთავარზე მაღლა დაადგმევინა, მასთან რომ იყვნენ.

2. მეფის ყველა მსახური, რომელიც სამეფო კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასეთი ბრძანება გასცა მეფემ. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა.

3. ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომლებიც სამეფო კარიბჭესთან იყვნენ, "რატომ არღვევ მეფის ბრძანებას?”

4. ყოველდღე ეუბნებოდნენ, ის კი ყურს არ უგდებდა მათ; მაშინ უთხრეს ეს ჰამანს, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა მორდექაი თავის სიტყვაზე, რადგან ნათქვამი ჰქონდა, ებრაელი ვარო.

5. იხილა ჰამანმა, რომ არ უჩოქებს და არც თაყვანს სცემს მას მორდექაი და აღივსო რისხვით ჰამანი.

6. ითაკილა მხოლოდ მორდექაის ხელყოფა; რაკი იცოდა მისი წარმომავლობის შესახებ, ამიტომ ახაშვეროშის მთელ სამეფოში მცხოვრები ყველა ებრაელის, მორდექაის ხალხის მთლიანად განადგურება განიზრახა ჰამანმა.

7. პირველი თვიდან, რომელიც ნისანის თვეა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ყრიდნენ ფურს, ანუ წილს, რათა განესაზღვრათ დღე და თვე, და ხვდა წილი მეთორმეტე თვეს, რომელიც ადარის თვეა.

8. უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: "არის ერთი ხალხი, მიმოფანტული ხალხთა შორის, შენი სამეფოს ყოველ მხარეში. მათი რჯული ყველა ხალხის რჯულისგან განსხვავდება, არ ასრულებენ ისინი მეფის კანონებს; არ შეშვენის მეფეს ამ ქვეყნად მათი დატოვება.

9. თუ ინებებს მეფე, დაიწეროს ბრძანება მათი მოსპობის შესახებ და ათი ათას ტალანტ ვერცხლსაც მივუწონი მეფის მოხელეებს, რომ შეიტანონ მეფის საგანძურში”.

10. გაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ჰამანს, აგაგელი ჰამედათას ძეს, ებრაელთა მტერს.

11. მიუგო მეფემ ჰამანს: "ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, რათა ისე მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი”.

საქმეები 5

36. რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა.

37. ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა.

-----------------------------

სურათზე: აბესალომი აჩერებს მეფესთან მიმავალს