4.21.26 Совместить работу с благовествованием

4.21.26 საქმიანობასთან მახარებლობის შეთავსება

საქ.18,2.[3]-5; 20,32-34; 1კორ.9,12; 2კორ.11,7; 1თეს.2,9

ბიბლიის მუხლები

საქმეები 18

2. ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან.

3. და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.

4. ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.

5. ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.

საქმეები 20

32. ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და ყველა განწმედილს შორის მოგცეთ სამკვიდრებელი.

33. არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.

34. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდნენ ჩემი და ჩემთან მყოფების საჭიროებებს.

1კორინთელთა 9

12. თუ სხვებს ძალაუფლება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.

2კორინთელთა 11

7. ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?

1თესალონიკელთა 2

9. ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის ღვთის სახარებას.

__თემაზე წერდნენ__

***

დოქტორმა კორეიმ ბევრი რამ გააკეთა ინდოეთში სახარების გავრცელებისთვის. იგი იყო ხარაზი და ჰქონდა ჩვეულებად ევლო სოფლიდან სოფელში და ექადაგა სახარება, მისი გული აღსავსე იყო ცოდვილთა სიყვარულით.

ერთხელ კორეისთან მივიდა ერთი მეგობარი და უთხრა: “შენ მიგიტოვებია შენი საქმე, გაგიჩანაგებია მეურნეობა და არ ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე.”

კორეიმ უთხრა: “ჩემი საქმეა ღვთის სიტყვის გავრცელება, თავისუფალ დროს კი ხარაზობას ვეწევი.”

არც ისე ბევრია ჩვენს დროში ასეთი მსახური.

__ იაკობ ლევენი __