3.24.8 Господь исполнит просьбу по сердцу твоему

3.24.8 უფალი სათხოვარს აგისრულებს შენი გულის მიხედვით

ფს.19,[4]; 20,[2]; 36,4; 144,19 იგავ.11,23 რომ.8,27

- თუ სათხოვარი სასურველია მისთვის ფს.18,14;

- თუ მის ნებას ხარ მინდობილი36,5; 1იოან.5,14.15

- თუ ჭეშმარიტებით მოუხმობ ფს.144,18

- თუ რწმენით ითხოვ მათ.21,22

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 18

14. დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.

ფსალმუნი 19

4. შენი გულის სურვილისამებრ მოგცეს და აგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.

ფსალმუნი 20

2. შენ შეუსრულე მას სასურველი მისი გულისა და სათხოვარი მისი ბაგეებისა არ უკუაგდე.

ფსალმუნი 36

4. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის საწადელს.

5. ღმერთს მიანდე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.

ფსალმუნი 144

18. ახლოსაა უფალი ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყოველთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.

19. მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადისს ისმენს და იხსნის მათ.

იგავნი 11

23. მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, ბოროტეულთა მოლოდინი კი რისხვა.

მათე 21

22. და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ”.

1იოანე 5

14. და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.

15. და როცა ვიცით, რომ გვისმენს იგი, რასაც კი ვთხოვთ, ვიცით, რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან.

რომაელთა 8

27. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.

__თემაზე წერდნენ__

***

როდესაც უფლის წინაშე ლოცულობ, გახსოვდეს, რომ უფალი ყოველივეს შენი გულის მიხედვით გაძლევს. “ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ, აღგისრულენ, უფალმან ყოველი თხოვაი შენი” (ფსალმუნნი 19,4); როგორიცაა გული, ისეთია ჯილდოც; თუ რწმენით, მხურვალედ და გულწრფელად ილოცებ, მაშინ სამაგიერო უფლისაგან შენი რწმენის, გულის სიმხურვალის შესაბამისად მოგეცემა. თუ შენი გული ცივი, მცირედმორწმუნე და ფარისეველია, შენი ლოცვა ნაყოფს ვერ გამოიღებს. მეტიც: იგი განარისხებს უფალს, რომელიც არის სული და ეძიებს იმას, ვინც მას თაყვანს სცემს სულითა და ჭეშმარიტებით.

__ წმ. იოანე კრონშტადტელი __

***

ლოცვის სიტყვებს – ”უფალო შემიწყალე”- შეისმენს ღმერთი და შეასრულებს კიდეც, თუკი მას მთელი გულით წარმოვთქვამთ. ასეთივე ძალა აქვს ლოცვის სხვა სიტყვებსაც, ჩვენი სიტყვებით წარმოთქმული, გულწრფელი ლოცვაც შეისმინება, თუ მას უბრალო გულითა და დაეჭვების გარეშე ვიტყვით.

__ წმ. იოანე კრონშტადტელი __