2.14.37 Дающий бескорыстно блажен будет

2.14.37 გაიღეთ უშურველად წარმავალი საუნჯე წარუვალისთვის

ფს.111,9 იგავ.14,21; 19,17 ზირ.3,29 ეს.58,10.11 მათ. 5,[7]; 6,19-21; 25,40 ლუკ.6,35 იაკ.2,13.14; 2ტიმ.1,16-18

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 111

9. გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.

იგავნი 14

21. თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია.

იგავნი 19

17. ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს.

ზირაქი 3

29. წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის.

ესაია 58

10. თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება.

11. უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება.

მათე 5

7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.

მათე 6

19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.

20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.

21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.

მათე 25

40. მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.

ლუკა 6

35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.

იაკობი 2

13. რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.

14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?

2ტიმოთე 1

16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.

17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.

18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.

__თემაზე წერდნენ__

***

ამათ დიდებულთა . . . უშურველ ყვნეს საფასენი წარმავალნი წარუვალისა მისთვის.

__ ოშკის ტაძრის წარწერა __

***

მივეცი ფული, დავიხსენ სული.

__ ქართული ხალხური __

***

იმ კაცისთვის, ვინც გულკეთილი და გულგახსნილია და შეუძლია ჭირშიც ისევე, როგორც დალხინებაში, უშურველად გასცეს რაც აბადია, - სამოთხის კარი არასდროს დაიხურება.

. . . . .