3.3.2. Робость при молитве

Ездр.9,5.6 Матф.6,5-8 Лук.18,13

3.3.2. ლოცვისას კრძალვა გვმართებს

2ნეშ.33,12 ეზრ.9,5.6 იობ.42,6 მათ.6,5-8 ლუკ.7,6.7; 15,18-21; 17,12.13; 18,[13]

ბიბლიის მუხლები

2ნეშტთა 33

12. შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე.

ეზრა 9

5. ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,

6. ვთქვი: ღმერთო ჩემო! მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენს მიმართ, რადგან ჩვენი უზნეობანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას მიწვდა.

იობი 42

6. ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.

მათე 6

5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. =3.7.1.

7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.

8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.

ლუკა 7

6. წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.

7. ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.

ლუკა 15

18. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე.

19. და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.

20. ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო.

21. შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.

ლუკა 17

12. ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ

13. და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!

ლუკა 18

13. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.

თემაზე წერდნენ

***

აბა, წარმოიდგინე, რა საქციელი იქნება, მავანი ხელმწიფეს ესაუბრებოდეს, ამ დროს ვიღაც მონამ დაუძახოს, მან კი მეფეს ზურგი შეაქციოს და იმ მონასთან დაიწყოს ლაპარაკი! აი, ზუსტად ამგვარად იქცევა ის ადამიანიც, ვინც ღვთისმსახურების აღსრულებისას მავანთან საუბრობს, სხვა რაიმეზე ფიქრობს და, საერთოდ, გონებადაფანტულია.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი, რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

თუკი თავმდაბლობა, სიყვარული, გულწრფელობა და სიკეთე არ შეამკობს ჩვენს ლოცვა-ვედრებებს ღმერთის წინაშე, მაშინ ვერანაირ სარგებლობას ვერ მივიღებთ. და ეს ეხება არა მხოლოდ ლოცვას, არამედ ყველა საქმესა და ღვაწლს – უქორწინებლობა იქნება ეს თუ მარხვა, მღვიძარება თუ დიდებისმეტყველება, ანდა სხვა რამ საქმე, რომელთაც ღმერთის სათნო-საყოფად მოვიმოქმედებთ.

__ წმ. მაკარი დიდი __

***

 მლოცველი ადამიანი ანგელოზებს მიემსგავსება: ანგელოზი ღმერთს ხედავს, ასევე მლოცველი გონებით ღმერთთან ამაღლდება და მას ხედავს. და რადგან მლოცველი ანგელოზებს მიემსგავსება, დიდი კრძალვა მართებს.

__ ანტონ ჭყონდიდელი __

პირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ყვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი!

ბესიკი