1.8.2. Уверовали со страхом Божим

Исх.4,31 ,14,[31],, 1цар.12,18 Пс.118,120 Ин.11,45

и поверил народ; и услышали, что Господь посетил сынов Израилевых и увидел страдание их, и преклонились они и поклонились. (Исх.4,31);

 И увидели Израильтяне руку великую, которую явил Господь над Египтянами, и убоялся народ Господа и поверил Господу и Моисею, рабу Его. Тогда Моисей и сыны Израилевы воспели Господу песнь сию и говорили: Исх.14,[31]

 И воззвал Самуил к Господу, и Господь послал гром и дождь в тот день; и пришел весь народ в большой страх от Господа и Самуила. (1цар.12,18);

Трепещет от страха Твоего плоть моя, и судов Твоих я боюсь. (Пс.118, 120);

 Тогда многие из Иудеев, пришедших к Марии и видевших, что сотворил Иисус, уверовали в Него. (Ин.11, 45).

 

 

1.8.2. ღვთის შიშის შედეგად მიღებული რწმენა

გამ. 4,31; 14,[31]; 1მფ. 12,18; ფს. 118,120; ინ. 11,45 

 

ბიბლიის მუხლები

 

გამოსვლა 4

31. დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. 

 

გამოსვლა 14

31. იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მორჩილი მოსე.

 

1მეფეთა 12

18. შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.

 

ფსალმუნი 118

120. თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.

 

იოანე 11

45. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.

 

__თემაზე წერდნენ__

***

პასკალმა მეგობრებთან ერთად ეტლით გაისეირნა. სენაზე გადებულ მაღალ ხიდზე ცხენები მოულოდნელად დაფრთხნენ. მოძველებულ ხიდს არემონტებდნენ. შუაში მოაჯირი უკვე მოეხსნათ. ცხენები სწორედ ამ ადგილს მიაწყდნენ. დაღუპვა გარდაუვალი ჩანდა, ცხენების მეწინავე წყვილი უკვე გადაეშვა წყალში, მაგრამ მგზავრების ბედად ხელნა გატყდა, მოსართავები დაწყდა და ეტლი ზედ ხიდის კიდეზე შეჩერდა. პასკალი სწორედ აქეთ მხარეს იჯდა და ყველაფერი დაინახა. შთაბეჭდილება ისე თავზარდამცემი იყო, რომ მან გონება დაკარგა... ნაწილობრივ

უთუოდ ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ცხრა დღის შემდეგ ეს ავადმყოფი კაცი მისტიურ ექსტაზში ჩავარდა... ამ ტრანსში დაწერა მან თავისი სახელგანთქმული "მემორიალი" [ტექსტის შემოკლებული ამონარიდები]:

"ღმერთის გულმოწყალების წელი 1654, ორშაბათი, 23 ნოემბერი...

"ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა, ღმერთი იაკობისა," არა ფილოსოფოსთა და სწავლულთა ღმერთი... რწმენა, გრძნობა, სიხარული, მშვიდობა... იესო ქრისტეს ღმერთი... უფალი ჩემი და უფალი თქვენი... "შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი"... დავიწყება ქვეყნის, დავიწყება ყველაფრისა, გარდა ღმერთისა... მას ეზიარები მხოლოდ სახარებაში ნაჩვენები გზით... სიდიადე ადამიანის სულისა... "მამაო წრფელო, ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი შენ"... სიხარული, სიხარული, სიხარული, ცრემლი სიხარულისა... დაე აღარასოდეს განვეშორო უკუნისამდე... სრული მორჩილება ქრისტესადმი... არ დავივიწყო სიტყვანი შენნი.

ამინ." 

__ პასკალი __