2.1.31 Бездна

***

Быт.1,2 тьма над бездною. Тьма образно-символическое обозначение первичного хаоса. "Над бездною" и "над водою" (1,2) в еврейском тексте стоят два близких по значению слова, которые обозначают массу воды, образующую целую "бездну" (т.е. массу чего-то расплавленно-бесформенного).

Лук.8:31 в бездну. Под бездной в Библии подразумевается первозданный хаос, граничащий с небытием (см. Быт. 1,2 и ком.). Такое толкование этого слова возможно и в данном контексте.

– Женевская Библия__

2.1.31 უფსკრულის შესახებ ბიბლიაში

- შესაქმისას დაბ.1,2 ფს.32,7

- სიბრძნე თავდაპირველ უფსკრულამდე იგავ,8,24.28

- მისი წყლების გამოსვლა სასჯელად დაბ.7,11; 8,2

- გამოედინებიან მდინარეები, წყაროები და ჭები კურთხევად დაბ.49,25 რჯ.33,13 ეზეკ.31,4

- სიბრძნეს ვერ შეიძენ ვერსად ქვეყანაზე და ვერც იქ იობ.28,14

- მხოლოდ ღმერთმა უწყის მისი სიღრმეები იობ.38,16

- უფსკრულის ზედაპირის გაყინვა იობ.38,30

- ლევიათანის სიღრმეებში ყოფნას შეეხება იობ.41,31.32

- ღვთის სიმართლის სიღრმის შედარება ფს.35,6

- შედარება განსაცდელების ფს.41,7; 70,20 ეზეკ.26,19; 31,15 ამ.7,4 იონ.2,3.5

- ეშინიათ უფლის ფს.76,16 აბაკ.3,10

- შტორმის აღწერილობაში ფს.106,26

- კიროსზე წინასწარმეტყველებაში (ახდა ეს.45,2) ეს.44,27

- ღვთის ხალხის გამოხსნაში ეს.51,10

- დაღუპვა, არარსებობა ლუკ.8,31

- ღმერთისგან დაშორების უკვე გადაუხედავი სიშორე ლუკ.16,26

- მართლის რწმენა არ საჭიროებს ქრისტეს განსაკუთრებულ ძიებას (მაკარტურის კომ.) რომ.10,7

- უფსკრულის გასაღები გმცხ.9,1.2; 20,1

- უფსკრულის ანგელოზი მეფე აბადონი (დამღუპველი) გმცხ.9,11

- მხეცის ამოსვლა გმცხ.11,7; 17,8

- ჩაგდებულ იქნება სატანა გმცხ.20,7

 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

დაბადება 7

11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.

დაბადება 8

2. დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.

დაბადება 49

25. მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.

მეორე რჯული 33

13. იოსებზე თქვა: უფლის კურთხევით იყოს მისი მიწა, ცის მადლით - ნამით, და უფსკრულებით, ქვეშ რომ განრთხმულან;

იობი 28

14. უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო.

იობი 38

16. თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?

30. როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი?

იობი 41

31. ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს;

32. ბილიკს ასხივებს თავის უკან, კაცი იფიქრებს, უფსკრულნი გაჭაღარავდნენო.

ფსალმუნი 32

7. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

ფსალმუნი 35

6. სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.

ფსალმუნი 41

7. უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.

ფსალმუნი 70

20. შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.

ფსალმუნი 76

16. გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.

ფსალმუნი 106

26. ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება.

იგავნი 8

24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო;

28. როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,

ესაია 44

27. ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.

ესაია 51

10. განა შენ არ ამოაშრე ზღვა, დიდი უფსკრულის წყლები? და ზღვის სიღრმეები გზად გადააქციე თავდახსნილთა გადასავლელად?

ეზეკიელი 26

19. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა უკაცრიელ ქალაქად გაქცევ იმ ქალაქებივით, სადაც არასოდეს უცხოვრიათ, როცა დაგაღირებ უფსკრულს და დაგფარავენ დიდი წყლები,

ეზეკიელი 31

4. წყლებმა გაზარდეს ის, უფსკრულმა აღამაღლა, მისი მდინარეები გარს უვლიდნენ მის ნერგს და გზავნიდნენ თავის ნაკადებს მინდვრის ყოველი ხისკენ.

15. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს გავუმართავ გლოვას, დავუგმანავ უფსკრულს და შევაკავებ მის მდინარეებს და დაწდება დიდი წყლები; დავამწუხრებ მასზე ლიბანს და მინდვრის ყოველი ხე დაღონდება მის გამო.

ამოსი 7

4. ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები.

იონა 2

3. როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,

5. სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,

აბაკუმი 3

10. დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.

ლუკა 8

31. ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.

ლუკა 16

26. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ.

რომაელთა 10

7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.

გამოცხადება 9

1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;

2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.

11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.

გამოცხადება 11

7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.

გამოცხადება 17

8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

გამოცხადება 20

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.

3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.1,2 "უფსკრულზე" და "წყლებს ზემოთ" (tehom и maim). ებრაული ტექსტის ეს სიტყვები ორი მნიშვნელობით გვხვდება: ერთი მხრივ, წყლის მასები, რომელსაც უფსკრულის სახე აქვს (რაღაც უფორმო და გამდნარი მასა. ზოგ თარგმანში არის კიდეც სიტყვა "უფორმო"); მეორე მხრივ ეკლესიის ზოგი მოძღვარი მასში ანგელოზურ ძალებს მოიაზრებს.

დაბ.7,11 "დიდი უფსკრულის წყაროები". ეს ხატი გვაგონებს პირვანდელ ქაოსს, მაგრამ საფუძველშივე განსხვავდება: აქ არ არის "ბნელი... უფსკრულზე", და წარღვნის წყლები, რომელთა სათავეც "დიდი უფსკრულია", მიწას პირველქმნილ ქაოსად არ გადააქცევენ - მათ მოქმედებას შეზღუდული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს.

დაბ.49,25 "უფსკრულის კურთხევით". მდინარეები და წყაროები...

ლუკ.8:31 უფსკრული ბიბლიაში იგულისხმება პირველყოფილი ქაოსი, არარსებობობა (დაბ.1,2). ამ კონტექსტში შეიძლება განიმარტოს აქ ეს სიტყვა.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

-----------------------

სურათზე

სანდრო ბოტიჩელის "ჯოჯოხეთის უფსკრული"