3.6.8. Поднимаю руку мою к Господу

3.6.8. აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი

დაბ.14,[22] გამ.9,29.33; 17,11 რჯ.32,8; 3მფ.8,22.54; 2ნეშ.6,12.13 ეზრ.9,5 ნეემ.8,6 ფს.27,2; 62,4; 118,48; 133,2 დან.4,34; 12,7 გმცხ.10,5.6

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

22. უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: "აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი,

გამოსვლა 9

29. მიუგო მოსემ: "როგორც კი გავალ ქალაქიდან აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, დაცხრება გრგვინვა და სეტყვაც შეწყდება, რათა მიხვდე, რომ უფლისაა დედამიწა.

33. გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, აღაპყრო ხელები უფლისადმი და აღარ იღვრებოდა წვიმა დედამიწაზე.

გამოსვლა 17

11. როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა.

მეორე რჯული 32

40. ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!

3მეფეთა 8

22. დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოსა და უფლის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები

54. და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წა­მო­იმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.

2ნეშტთა 6

12. უფლის სამსხვერპლოს წინ დადგა სოლომონი ისრაელის მთელი კრებულის თანდასწრებით და აღაპყრო ხელები.

13. სოლომონის მიერ გაკეთებული სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძითა და სიგანით ხუთი წყრთა, სიმაღლით კი სამი წყრთა იყო და შუა ეზოში იდგა; დადგა მასზე, დაიჩოქა ისრაელის მთელი კრებულის წინ და ზეცისკენ აღაპყრო ხელები.

ეზრა 9

5. საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.

ნეემია 8

6. და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა "ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.

ფსალმუნი 27

2. ისმინე ჩემი ვედრების ხმა, როცა მოგიხმობ და შენი საწმიდრისკენ აღვაპყრობ ხელებს.

ფსალმუნი 62

4. ამიტომ გადიდებ, სანამ ვიცოცხლებ, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.

ფსალმუნი 118

48. ხელებს აღვაპყრობ შენი მცნებებისკენ, რომლებიც მიყვარს და შენს დადგენილებებზე ვიფიქრებ.

ფსალმუნი 133

2. აღაპყარით თქვენი ხელები საწმიდარში და აკურთხეთ უფალი.

დანიელი 4

34. იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა - თაობიდან თაობებში.

დანიელი 12

7. სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა ხელი და გავიგონე, როგორ დაიფიცა საუკუნოდ ცოცხალი, რომ ეს იქნებოდა დადგენილ დროს, დროებსა და დროის ნახევარში; როცა სრულად შეიმუსრება წმიდა ერის ძალა, მაშინ აღსრულდება ეს ყველაფერიც.

გამოცხადება 10

5. ანგელოზმა კი, რომელიც ზღვასა და მიწაზე მდგომი ვიხილე, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა ხელი;

6. და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ აღარ იქნება დრო.