3.35.1. Пост,  изнурение души учит нас смирению

Лев.16,29 Чис.29,7 Втор.32,36; Пс.34,13 Дан.10,[12] Мал.3,14 Деян.10,30.31

Но Господь будет судить народ Свой и над рабами Своими умилосердится, когда  Он увидит, что рука их ослабела, и не стало ни заключенных, ни оставшихся вне.(Втор. 32,36).

Выслушав все слова сии, Ахав разодрал одежды свои, и возложил на тело свое вретище, и постился, и спал во вретище, и ходил печально.(3 Царств. 21, 27).

Выслушав все слова сии, Ахав разодрал одежды свои, и возложил на тело свое вретище, и постился, и спал во вретище, и ходил печально.(Псал.37,4).

И поверили Ниневитяне Богу, и  объявили пост, и оделись во вретища, от большого из них до малого.

10 И увидел Бог дела их, что они обратились от злого пути своего, и пожалел Бог о бедствии, о котором сказал, что наведет на них, и не навел.(Иона 3, 5.10).

8 и приведу их, и будут они жить в Иерусалиме, и будут Моим народом, и Я буду их Богом, в истине и правде.(3ах. 8,19).

Вы говорите: "тщетно служение Богу, и что пользы, что мы соблюдали постановления Его и ходили в печальной одежде пред лицем  Господа Саваофа? (Мал. 3,14).

3.35.1. მორჩილება სულის დამდაბლებით, დაძაბუნებით, მარხვით ისწავლება

ლევ.16,29 რიცხ.29,7 რჯ.32,36; 3მფ.21,27 ფს.34,13; 37,6 დან.10,[12] იონ.3,5.10 ზაქ.8,19 მალ.3,14 მათ.4,2 საქ.10,30.31

ბიბლიის მუხლები

ლევიტელთა 16

29. იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს.

რიცხვთა 29

7. ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ.

მეორე რჯული 32

36. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.

3მეფეთა 21

27. როცა მოისმინა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიხია სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.

ფსალმუნი 34

13. ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.

ფსალმუნი 37

6. მოვიდრიკე და დავმდაბლდი, მთელ დღეს მგლოვიარე დავიარები.

დანიელი 10

12. მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი.

იონა 3

5. იწამეს ღმერთი ნინეველებმა, მარხვა გამოაცხადეს და დიდიდან პატარამდე ჯვალოთი შეიმოსნენ.

10. იხილა ღმერთმა მათი საქმენი, რომ მოექცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, გული მოუბრუნდა და აღარ მოუვლინა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე.

ზაქარია 8

19. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მარხვა მეოთხე თვისა და მარხვა მეხუთესი, მარხვა მეშვიდესი და მარხვა მეათე თვისა სიხარულად, ლხინად და საამურ ზეიმად იქცევა იუდას სახლისთვის, ოღონდ შეიყვარეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა.

მალაქია 3

14. თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?

მათე 4

2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა

საქმე 10

30 კორნელიოსმა თქვა: “ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.

31 თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე.