3.48.30 Мир и покой от Господа

3.48.30 ვიღებთ მშვიდობას და შერიგებას ღმერთთან

ლუკ. 7,50 რომ. 5,1.10.11; 11,15; 2კორ.5,18-20 ეფ.2,14.16 კოლ.1,20.22

ბიბლიის მუხლები

შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი მშვიდობით.

ლუკ. 7,50

რწმენით გამართლებულთ გვაქვს მშვიდობა ღმერთთან უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მეოხებით.

რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.

და არა მარტო ამით, ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.

რომ. 5,1.10.11

რადგან, თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდართაგან სიცოცხლე?

რომ.11,15

ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვირიგა და მოგვცა შერიგების მსახურება.

იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა.

ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.

2კორ.5,18-20

ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.

და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.

ეფ.2,14.16

რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.

ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;

კოლ.1,20.22

__თემაზე წერდნენ__

***

ადამიანის საბოლოო მიზანი და უმაღლესი სიკეთე ღმერთთან ერთობაში, თანაზიარობაში მდგომარეობს. ღმერთმა ინება, რომ ადამიანი მასში ჰპოვებდეს მოსვენებას, და ადამიანიც სხვაგან ვერსად ნახავს სიმშვიდეს, თვინიერ ღმერთისა. შესაქმის თავდაპირველი დანიშნულებითაც სწორედ ამდაგვარ ერთობაშია პირველი ადამიანი შემოქმედ ღმერთთან.

__ წმ. მაკარი დიდი __

***

სიყვარულია ჩვენი ღმერთი, არსი, შეგნება;

სულ რომ გვიყვარდეს – აი, ბედიც მაშინ გვექნება.

__ ანგელუს სილეზიუსი __

***

არს უკეთესი, რაცაღა სწადს გონებასა ზენასა.

__ რუსთაველი __

***

ბედნიერება არც ჩვენშია და არც გარეთაა; ის ღმერთშია; ჩვენშია და ჩვენს გარეთაა.

__ ბლეზ პასკალი __

ის, რაც ადრე შეუძლებლად მეჩვენებოდა, მადლობა უფალს, თანდათანობით შესაძლო ხდება.

__ ვან გოგი __

***

ქრისტეს გარეშე ცხოვრება სავსე იყო შიშითა და განგაშით. ქვეყნიერება გვეჩვენებოდა ქაოტურად, საკუთარ ცხოვრებაში ვერ ვხედავდით აზრსა და მიზანს. გვეჩვენებოდა, რომ მიტოვებულნი და მარტონი ვართ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ყოველივეს ხელისუფლობს უმაღლესი ძალა და ვუგალობთ არა საკუთარ ძალას, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელსაც ვეკუთვნით და გვმართავს ჩვენ, ხოლო როცა მთელი იმედი გადაგვაქვს მასზე, ჩვენი ცხოვრება ივსება სიმშვიდით.

__ . . . . . . __

***

ეჭვიც არ მეპარება, რომ ჭეშმარიტი ღვთისმორწმუნეობა წყაროა სულიერი სიმშვიდისა. იგი გვეხმარება მოთმინებით შევეგუოთ სიცოცხლეს და სიკვდილსაც თვინიერად შევხვდეთ, რასაც ვერ ვიტყვით ფარისევლურ ღვთისმოსაობაზე.

__ ლაბრუიერი __

***

დიდი ხნის განშორების შემდეგ უკანასკნელი მსოფლიო ომის დროს, ერთი კაცი დაუბრუნდა ცოლს, რომელიც მისი არყოფნისას მრუშობდა. სახლში შესული შეჩერდა ზღურბლთან ცოლის ცივი გამოხედვის გამო. კარგა ხანს ორმხრივი სიჩუმის შემდეგ მოსიყვარულე ქმარმა ამოთქვა: “ნუთუ შენ ჩემთვის არა გაქვს სათქმელი ერთი სიტყვა მაინც?”

ცოლო მწარედ ატირდა. მშვიდობა ისევ აღდგა.

__ იაკობ ლევენი __

***

შვება უფლის წინაშე მონანიებით იშვება. სხვა ბედნიერება არ არსებობს ამ ქვეყანაზე. შეხედეთ მონანიებულ ცოდვილებს, რომლებიც ეკლესიიდან გამოდიან და ნახავთ მათ სახეზე იმ სხივებს, რომელზეც გელაპარაკებით.

__ მ.ბ. __