3.48.28 Верующий получает прощение грехов от Господа

3.48.28 მორწმუნე იღებს ცოდვათა მიტევებას უფლისგან

იგავ.28,13 ეს.38,16; 41,25 საქ.2,38; 10,43; 26,18; 1იოან.1,9 რომ.3,23-26; 10,9-13 ეფ.1,7 ებრ.8,12

ბიბლიის მუხლები

ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.

იგავ.28,13

უფალო, ამით ცოცხლობს კაცი და ამ ყველაფერშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ აღმადგინე და გამაცოცხლე.

ეს. 38,16

მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.

ეს.41,25

ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

საქ.2,38

ვისაც სწამს [იესო ქრისტე], მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.

საქ. 10,43

ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვათა მიტევება.

საქ. 26,18

თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

1იოან.1,9

ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით, რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.

რომ.3,23-26

იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან ამბობს წერილი: „ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”. და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას. არადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.

რომ.10,9-13

რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

ეფ.1,7

ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.

ებრ.8,12

__თემაზე წერდნენ__

***

- რა გიხარია? მე გავიგე შენზე, რომ ამნისტია არ შეგეხო!

- უკვე შემეხო! გუშინ მე ქრისტემ ყველა სტატიით გამომიცხადა ამნისტია, მე მოვინანიე.

__ციხეში ნაუბარი__