2.10.11. Оболщающий всю вселенную

Быт. 3,13.14; 1Пар. 21,1 Матф. 4,1.3; 2Кор. 11,3.14 Отк. 12,[9]; 20,3.8

2.10.11 მთელი საწუთროს მაცდური

დაბ. 3,13.14; 1ნეშ. 21,1 მათ. 4,1.3; 2კორ. 11,3.14 გმცხ. 12,[9]; 20,3.8

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

13. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.

14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.

 

1ნეშტთა 21

1 სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს.

 

მათე 4

1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად.

3. მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.

 

2კორინთელთა 11

3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.

14. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.

 

გამოცხადება 12

9. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.

 

გამოცხადება 20

3. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს.

8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.3:14.15 - წყეულიმც იყავ ღვთაებრივი სამსჯავროს დაქვემდებარების იდეას ატარებს. მიუხედავად ამისა, გაურკვეველია სხვა ცხოველებზე მეტად გველის დაწყევლის ზუსტი მნიშვნელობა. პავლე მოციქული მოგვიანებით გამოთქვამს იდეას, რომლის თანახმადაც დაცემამ გავლენა მოახდინა მთელ ქმნილებაზე

(რომ. 8:20-22). მუცლით იხოხებ არ გულისხმობს, რომ გველს მანამდე ფეხები უნდა ჰქონოდა. შეიძლება ეს ფრაზა გავიგოთ, როგორც მეტაფორა იმ ფაქტზე მისანიშნებლად, რომ ცხოველთა სამყარო დაცემამდელ მდგომარეობას თავისით ვერ დაიბრუნებდა. მტვერს შეჭამ ასევე უკიდურესი დამდაბლების მიმანიშნებელი მეტაფორული გამოთქმაა.

3:14.15 ახალი აღთქმა ახსენებს 3:15 მუხლს (რომ. 16:20; ებრ.2:14; გამოცხ. 12). უნდა ვიფიქროთ, რომ გველის დაწყევლა გაცილებით მეტის მომცველია და მესიანური დატვირთვა აქვს.

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.3,14 - წყევლა მხოლოდ გველს შეეხება, ადამიანები ღმერთს არ დაუწყევლია, პირიქით, თავისი კურთხევით ღმერთმა ადამიანები ჯერ კიდევ მათი შექმნის დროს დაიცვა.

"მუცლით იხოხე... მთელი სიცოცხლე". ხატოვანი გამოთქმაა, რომელიც შეიძლება ასე გავიგოთ: "შორს ვერ წახვალ შენი ცბიერებით".

"მტვერი ჭამე". უკიდურეს დამცირებას გულისხმობს - მუდმივი მარცხის შეგრძნებაა.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__