4.13.13 Приношение по вере

***

«взял нож, чтобы заколоть сына своего»! Теперь Бог знал, что Авраам ничего не стремится «удержать для себя», и что он на самом деле боится Бога. То есть благоговеет перед Ним как перед державным Владыкой, доверяет Ему беззаветно и готов беспрекословно слушаться Его.

Бытие 22 глава — Библия — Комментарии Далласской семинарии

***

После этого он решительно забывает о чувствах отца и принимает серьезный и пугающий вид человека, совершающего жертвоприношение. С твердым сердцем и возведенными к небу глазами он берет нож и протягивает руку, чтобы смертельным ударом перерезать Исааку горло. Изумляйтесь, небеса; удивляйся, земля, при виде этого! Это проявление веры и послушания заслуживает внимания Бога, ангелов и людей. Возлюбленный сын Авраама, радость Сарры, надежда Церкви, наследник обетования лежит на жертвеннике, готовый истечь кровью и умереть от руки собственного отца, который никогда не уклонялся от исполнения своего долга. Послушание Авраама при принесении Исаака в жертву является действенной демонстрацией (1) любви Бога к нам, когда Он отдал Своего единородного Сына, чтобы Он пострадал и умер за нас как жертва. Господу угодно было поразить Его (см. Ис 53:10; Зах 13:7). Авраам был вынужден из чувства долга и в знак благодарности расстаться с Исааком и отдать его другу, но у Бога перед нами не было никаких обязанностей, ибо мы были врагами.

(2) Нашего долга перед Богом воздать Ему за эту любовь. Мы должны идти по следам веры Авраама. Бог в Своем слове призывает нас расстаться со всем ради Христа — со всеми нашими грехами, хотя они были дороги нам, как правая рука или правый глаз, — со всем тем, что конкурирует и соперничает со Христом за владычество над сердцем (Лк 14:26); и мы должны с радостью отпустить их. Бог Своим провидением, которое воистину является голосом Божьим, иногда призывает нас расстаться с Исааком, и мы должны делать это с радостным смирением и покорностью Его святой воле (1Цар 3:18).

Бытие 22 глава — Библия — Комментарии Мэтью Генри

4.13.13 შეწირვა რწმენით

- ღმერთმა გამოსცადა აბრაამის რწმენა, შეეწირა აღთქმის ძე მისთვის და რომ არ შეეჩერებინა, ის ამას აღასრულებდა დაბ.22,10 იაკ.2,21.22 ებრ.11,17-19

- ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად ღმერთმა გაიღო მხოლოდშობილი ძე ეს.53,10 ზაქ.13,6

.

- ჩვენი რწმენის გამოსაცდელად ღმერთი ითხოვს მსხვერპლად გავიღოთ ის, რაც ამქვეყნად გვეძვირფასება მათ.5,29 ლუკ.14,26

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

10. გაიწოდა აბრაამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად.

ესაია 53

10. უფალმა ისურვა მისი შემუსვრა, მისი დასნეულება; თუ გაიღებს საკუთარ თავს დანაშაულისთვის, შთამომავლობას იხილავს, გაიხანგრძლივებს დღეებს და უფლის ნება მისი ხელით აღსრულდება.

ზაქარია 13

6. ეტყვიან: ეგ რა ჭრილობები გაქვს ხელზე? უპასუხებს: ჩემი მეგობრების სახლში ვარ ნაგვემი.

მათე 5

29. თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.

ლუკა 14

26. "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

იაკობი 2

21. განა მამაჩვენი აბრაამი, საქმით არ გამართლდა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა?

22. ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრული შეიქმნა რწმენა;

ებრაელთა 11

17. რწმენით მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.

18. რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.

19. ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.22,10 «აიღო დანა შვილის დასაკლავად»! ღმერთმა დაინახა, რომ აბრაამს არაფრის «დაკავება არ სურს თავისთვის», და რომ იგი ნამდვილადაა ღვთისმოშიში ანუ მოკრძალებულია მის მიმართ, როგორც უზენაესი მპყრობელის წინაშე, ენდობა და მზადაა მორჩილებდეს.

__დალასის სემინარიის კომენტარები __

***

დაბ.22,10 ღმერთმა ეს ქმედება შეწირვად ჩაუთვალა.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

დაბ.22,10 აბრაამი ივიწყებს მამობრივ გრძნობებს და მტკიცედ იღებს სერიოზული მსხვერპლშემწირველი კაცის საშინელ სახეს. იღებს დანას და აპირებს მოიქნიოს ისააკისთვის ყელის გამოსაჭრელად. განცვიფრებულია ცა და მიწა ამის შემხედვარე! რწმენისა და მორჩილების ეს გამოვლინება იმსახურებს ღმერთის, ანგელოზებისა და ადამიანების ყურადღებას. საყვარელი ძე აბრაამისა, სიხარული სარასი, იმედი ეკლესიისა, მემკვიდრე აღთქმისა წევს სამსხვერპლოზე, მზადმყოფი დაიცალოს სისხლისგან და მოკვდეს საკუთარი მამის ხელით, რომელიც არასოდეს არ გადაუხვევს თავისი მოვალეობისგან. აბრაამის მორჩილება ისააკის მსხვერპლად შეწირვაში არის ნამდვილი დემონსტრირება (1) ღმერთის ჩვენდამი სიყვარულისა, როდესაც მან გაიღო თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ის მომკვდარიყო ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად. უფალმა ისურვა მისი შემუსვრა (ეს.53:10 ზაქ.13:6). აბრაამი იძულებული იყო მოვალეობის გრძნობით დაეთმო ისააკი და მადლიერებით გადაეცა მეგობრისთვის, მაგრამ ღმერთს ჩვენს წინაშე არ ჰქონია არავითარი მოვალეობანი, რადგანაც ჩვენ მტრები ვიყავით.

(2) ჩვენი ვალია ღმერთის წინაშე განვადიდებდეთ ამ სიყვარულისთვის. ჩვენ უნდა ვიაროთ აბრაამის რწმენის კვალზე. ღმერთი თავის სიტყვაში მოგვიწოდებს გამოვემშვიდობოთ ყველაფერს ქრისტეს გულისთვის — ყველა ჩვენს ცოდვას, თუმცა ისინი გვეძვირფასებოდა, როგორც მარჯვენა ხელი ან თვალი, — ყველას, ვინც კონკურენტია და მეტოქეა ქრისტესი ჩვენს გულში (ლუკ.14:26); ღმერთი თავისი წინასწარჭვრეტით ხშირად გვეუბნება გავშორდეთ ჩვენს ისააკს და მოვალე ვხდებით სიხარულით გავშორდეთ მას.

__ მეთიუ ჰენრი __

----------------------

კარავაჯოს ნახატის ფრაგმენტი