1.9.49 Валаам

1.9.49 ბალაამი (ბილყამი)

(ხალხის დამღუპველი)

.

მის შესახებ:

- ბეყორის ძე რიცხ.22,5

- მესოპოტამიელი, შუამდინარეთის ფეთორიდან რჯ.23,4

- ჯადოქარი იესნ.13,22

- წინასწარმეტყველი 2პეტ.2,16

- იქნა მოკლული მიდიელებთან ერთად ცოდვისთვის რიცხ.31,8

.

მისი დანიშნულება:

- მოწვეულ იქნა ისრაელის დასაწყევლად რიცხ.22,5.6

- შეჩერებულ იქნა ანგელოზის მიერ ალაპარაკებული ვირის მეშვეობით რიცხ.22,22-35; 2პეტ.2,16

- დაწყევლის მაგიერ დალოცა რჯ.23,4.5

.

მისი წინასწარმეტყველება:

- გამომდინარეობდა ღმერთისგან რიცხ.22,18.38; 23,16-26

- ღვთის სული გადმოდიოდა მასზე რიცხ.24,2

- სამჯერ აკურთხა ისრაელი რიცხ.24,10

- ბოლო სიტყვაში ილაპარაკა მესიის შესახებ რიცხ.24,14-19

.

მისი ხასიათი:

- უსამართლობის საზღაურის მოყვარე 2პეტ.2,15

- უკეთური გმცხ.2,14

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 22

5. გაუგზავნა მოციქულები ბალაამ ბეყორის ძეს ფეთორში, რომელიც მდინარის პირას მდებარეობს, მისი ხალხის ქვეყანაში, და დააბარა, რომ ეთქვათ: აჰა, ერთი ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან. აჰა, დაფარა მან მიწის პირი და ჩემს ახლოს დასახლდა.

6. ახლა, მოდი და დამიწყევლე ეს ხალხი, რადგან ჩემზე ძლიერია იგი. იქნებ მაშინ შევძლო მისი დამარცხება და ქვეყნიდან განდევნა, რადგან ვიცი, ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც სწყევლი, დაწყევლილია.

18. მიუგო ბალაამმა ბალაკის მსახურებს: თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის ბრძანებას, ვერც მცირეს რასმე გავაკეთებ, ვერც დიდს.

22. აინთო ღვთის რისხვა მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ის კი შემჯდარიყო თავის სახედარზე და მიდიოდა ორი მსახური ბიჭის თანხლებით.

38. უთხრა ბალაამმა ბალაკს: აჰა, მოვედი შენთან. განა შემიძლია ახლა რაიმეს თქმა? რასაც ღმერთი ჩამიდებს ბაგეებში, იმას ვიტყვი.

რიცხვნი 23

16. შეხვდა უფალი ბალაამს და ჩაუდო სიტყვა ბაგეებში და უთხრა: აბრუნდი ბალაკთან და ასე და ასე ელაპრაკე.

რიცხვნი 24

2. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.

10. რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა ბალაკმა ბალაამს: ჩემი მტრების შესაჩვენებლად დაგიძახე, შენ კი უკვე მესამეჯერ ლოცავ მათ.

14. ახლა მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგიცხადებ, რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში.

15. და წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა;

16. ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგებისა, უზენაესის ზრახვათა შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.

17. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას.

18. საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას.

19. დაეპატრონება იაკობისაგანი და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ.

რიცხვნი 31

8. დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება - ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე.

მეორე რჯული 23

4. ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.

5. არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.

იესო ნავეს ძე 13

22. ასევე ბალაამ ბეყორის ძეც, ჯადოქარი, მოკლეს მახვილით ისრაელიანებმა და მიათვალეს თავიანთ მიერ დახოცილებს.

2პეტრე 2

15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.

16. მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.

გამოცხადება 2

14. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ.