4.15.66 Домохозяйка - жена и мать

4.15.66 დიასახლისი - ოჯახის ქალის ავკარგი

- სარა - ამზადებს კერძებს დაბ.18,6

- რებეკა - ქმარს ატყუებს დაბ.27,9

- აბიგაილი - ქმრის მორჩილი 1მფ.25,40

- კურთხეული უშვილო ფს.112,9

- მეძავი იგავ.7,5-27

- გონიერი იგავ.14,1

- იდეალური იგავ.31,10-31

- მართა - ქვეყნიურ საზრუნავს გამოკიდებული ლუკ.10,40-42

- კარგი დიასახლისობის სწავლება ტიტ.2,4.5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

6. აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.

დაბადება 27

9. წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.

1მეფეთა 25

40. ადგა აბიგაილი, მიწამდე მოიდრიკა და თქვა: "აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ჩემი ბატონის მსახურებს დაბანოს ფეხი”.

ფსალმუნი 112

9. უშვილო ქალს სახლში დაამკვიდრებს, შვილებით გახარებულ დედად აქცევს. ადიდეთ უფალი!

იგავნი 7

19. რადგან სახლში არ არის ჩემი ქმარი, შორ გზაზე წავიდა.

იგავნი 14

1. ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით.

იგავნი 31

10. გამრჯე ცოლს ვინ იპოვის? მარგალიტზე ძვირფასია იგი.

11. დანდობილია მასზე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება.

12. სიკეთეს მიაგებს მას და არა ბოროტს, მთელი მისი ცხოვრების დღეებში.

13. მატყლს და სელს მოიძევს და სიხარულით შრომობს თავისი ხელებით.

14. სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი საზრდო.

15. ღამიანად დგება, საკვებს აძლევს სახლეულს და საქმეზე აყენებს მხევალთ.

16. იფიქრებს მინდორზე და შეიძენს მას, საკუთარ ხელთა მტევნით რგავს ვენახს.

17. ძალას ისარტყლავს წელზე და მკლავებს იმაგრებს.

18. ხვდება, რომ კარგია მისი მონაგები; ღამითაც არ ქრება მისი ლამპარი.

19. იწვდენს ხელს სართავი ჯარასკენ და თითისტარს დაიჭერს.

20. ხელს უმართავს ღარიბს და ხელს უწვდის გაჭირვებულს.

21. არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული.

22. ფარდაგებს იმზადებს, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი.

23. ცნობილია მისი ქმარი კარიბჭეებთან და ქვეყნის უხუცესთა შორის ზის იგი.

24. სელის ტანსაცმელს კერავს და ყიდის, სარტყლებით ამარაგებს ვაჭარს.

25. ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.

26. სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგებაა მის ენაზე.

27. თვალყურს ადევნებს თავისი სახლეულის სვლას და სიზარმაცის პურს არ ჭამს.

28. დგებიან მისი შვილები და ლოცავენ მას, ქმარიც აქებს და ეუბნება:

29. მრავალი ასული მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!

30. მაცდურია მომხიბვლელობა და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება!

31. მიეცით საკუთარ ხელთა ნაყოფისაგან და საქმენი მისნი განადიდებენ მას კარიბჭეებთან”.

ლუკა 10

40. მართა კი გულუხვად გამასპინძლებაზე ზრუნავდა. მივიდა და უთხრა: "უფალო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს”.

41. მიუგო უფალმა და უთხრა: "მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ;

42. საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა”.

ტიტე 2

4. რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,

5. გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

----------------------------

სურათზე: მართა შესანიშნავად დიასახლისობდა, მაგრამ მარიამმა უკეთესი წილი აირჩია - კაროლსფელდის გრავიურა