1.2.96 Война - вооруженная борьба между народами

Быт.14,2 Исх.17,16 Чис.10,9; 13,17 Вт.20,5-10 Иисн.6,20.21; 8,3-7 Суд.3,27; 7,16-22; 1цар.4,5.6; 7,10; 17,1.2; 28,5; 30,6.7; 2цар.8,2; 10,9-11; 12,10; 3цар.22,11-14.31; 4цар.17,6; 2Пар.20,20.21 Иер.4,19 Иак.4,1.2

1.2.96 ომი - შეიარაღებული ბრძოლა ხალხებს შორის

არის შედეგი:

- ცოდვის იაკ.4,1.2

- ღვთის ნების გამ.17,16

- ღვთის მსჯავრის 2მფ.12,10

.

მითითებები ომის წარმოებისთვის:

ა) რჩევები:

- ურიმით 1მფ.28,5

- ეფოდით დაკითხება უფლისადმი 1მფ.30,6.7

- წინასწარმეტყველებისადმი დაკითხებით 3მფ.22,11-28

.

ბ) სხვა ასპექტები:

- საგანგაშო საყვირი რიცხ.10,9

- მზვერავების გაგზავნა რიცხ.13,17

- განთავისუფლება ომში წასვლისგან რჯ.20,5-8

- ლაშქრის მოხმობა მსაჯ.3,27

- უფლის კიდობნის მოტანა 1მფ.4,5.6

- მსხვერპლის შეწირვა 1მფ.7,10

- სიტყვით მიმართვა 2ნეშ.20,20

.

მეთოდები:

- დაწყება, თავდასხმა დაბ.14,2

- მშვიდობიანი დანებების მოთხოვნა რჯ.20,10

- ჩასაფრება იესნ.8,3-26

- უეცარი თავდასხმა მსაჯ.7,16-22

- პირისპირ განლაგება 1მფ.17,1-51

- ამოცანების განაწილება 2მფ.10,9-11

- მიზანზე მითითება 3მფ.22,31

- მგალობლების დაყენება მეომრების გასამხნევებლად 2ნეშ.20,21

- ყიჟინა იერ.4,19

.

ტყვეებისადმი მოპყრობა:

- ზოგჯერ კლავდნენ იესნ.6,20.21

- მონად ქცევა 2მფ.8,2

- დეპორტირება 4მფ.17,6

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

2. ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.

გამოსვლა 17

16. და თქვა: რადგან დაიფიცა უფალმა, ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.

რიცხვნი 10

9. როცა თქვენსავე ქვეყანაში გახვალთ საბრძოლველად მტრის წინააღმდეგ, რომელიც გავიწროებთ, მაშინ ჩაჰბერეთ ბუკებს საგანგაშო; რათა იყოთ გახსენებულნი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და დახსნილნი თქვენი მტრებისგან.

რიცხვნი 13

17. ესენია მოსეს მიერ ქვეყნის დასაზვერად წარგზავნილი კაცების სახელები; ჰოსია ნავეს ძეს კი იეშუა უწოდა მოსემ.

მეორე რჯული 20

5. უთხრან ზემდეგებმა ხალხს: თუ ვინმემ სახლი აიშენა და ჯერ არ უზეიმია ახალსახლობა, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ იზეიმოს მის ნაცვლად ახალსახლობა.

6. თუ ვინმემ ვენახი დარგო და ჯერ არ უგემია, დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ მიითვისოს იგი.

7. თუ ვინმემ ქალი დანიშნა და ჯერ არ შეურთავს იგი, დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ წაიყვანოს იგი.

8. ელაპარაკონ ზემდეგნი ხალხს და ესეც უთხრან: თუ ვინმე მშიშარაა და გულით მხდალი, დაუბრუნდეს სახლს, რათა თავის მოძმეთაც არ დაუდნოს გული.

10. როცა საომრად მიუახლოვდებით ქალაქს, ჯერ მშვიდობა გამოუცხადე მას.

იესო ნავეს ძე 6

20. ახმაურდა ხალხი და ბუკებსაც ჩაჰბერეს. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და იქვე ჩაიქცა კედელი; ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი.

21. მახვილის პირით მოსრეს ქალაქში ყოველივე, რაც დარისხებული იყო: მამაკაცი და დედაკაცი, ჭაბუკი და მოხუცებული, ხარი, ცხვარი და სახედარი.

იესო ნავეს ძე 8

3. ადგა იეშუა და მთელი მებრძოლი ხალხი ჰაღაიზე დასაცემად; ამოარჩია იეშუამ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და ღამით გაგზავნა.

4. უბრძანა: "აჰა, საფარი უნდა მოაწყოთ ქალაქის წინააღმდეგ, ქალაქის უკან; შორს ნუ გასცდებით ქალაქს; ყველანი მზად იყავით;

5. მე და ჩემთან მყოფი ხალხი, ქალაქს მივადგებით; როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, გავექცევით.

6. დაგვედევნებიან, ქალაქიდან გამოვიყვანთ, რადგან იტყვიან, მაშინდელივით გარბიანო და ჩვენც გავიქცევით.

7. მაშინ ადგებით საფარიდან და დაეუფლებით ქალაქს; ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.

მსაჯულნი 3

27. მისვლისას ჩაჰბერა რქის საყვირში ეფრემის მთაზე, ჩამოვიდნენ მთიდან ისრაელის ძენი და წინ წაუძღვა მათ.

მსაჯულნი 7

16. სამ რაზმად დაჰყო სამასი კაცი, ხელში ყველას რქის საყვირები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში კი - ჩირაღდნები.

17. უთხრა მათ: "მიყურეთ და იგივე გააკეთეთ; აჰა, მივდივარ ბანაკის კიდისკენ და ისე მოიქეცით, როგორც მე მოვიქცევი!

18. ჩავბერავ საყვირში და ვინც ჩემთანაა, ყველამ ჩაბეროს მთელი ბანაკის ირგვლივ, თან იყვირეთ: უფლისა და გედეონისთვის!”

19. ას კაცთან ერთად მივიდა ბანაკის კიდესთან გედეონი, შუა გუშაგობა იწყებოდა და გუშაგები ახლად გამოცვლილნი იყვნენ; ჩაბერეს საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები, რომლებიც ხელში ეჭირათ.

20. ჩაბერა სამივე რაზმმა საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები; მარცხენა ხელში ჩირაღდნები ეკავათ, მარჯვენაში - საყვირები, ახმიანებდნენ და თან ყვიროდნენ: "მახვილი უფლისთვის და გედეონისთვის!”

21. თითოეული თავის ადგილზე იდგა ბანაკის ირგვლივ; გაიქცა მთელი ლაშქარი - ღრიალებდნენ და მირბოდნენ.

22. როცა რქის სამასი საყვირი დააყვირეს, მთელ ბანაკს ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი უფალმა და გარბოდა ლაშქარი ბეთშიტამდე ცერარასკენ, აბელ-მექოლას საზღვრამდე, ტაბათის მახლობლად.

1მეფეთა 4

5. როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში შევიდა, მაღალი ხმით გამართა ყიჟინი მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.

6. როცა მოესმათ ფილისტიმელებს შეძახილის ყიჟინი, თქვეს: "ეს რა ყიჟინია ებრაელთა ბანაკში?” და შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.

1მეფეთა 7

10. როცა სრულადდასაწველს აღავლენდა სამუელი, ფილისტიმელნიც მიუახლოვდნენ ისრაელს საომრად; დიადი ქუხილით დაიქუხა უფალმა ფილისტიმელებზე იმ დღეს, შეაძრწუნა ისინი და დამარცხდნენ ისრაელიანთა წინაშე.

1მეფეთა 17

1. შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.

2. საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.

1მეფეთა 28

5. დაეკითხა უფალს საული, მაგრამ არ უპასუხა უფალმა, არც სიზმრით, არც ურიმით, არც წინასწარმეტყველთა პირით.

1მეფეთა 30

6. უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: "გთხოვ, მომიტანე ეფოდი”. და მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი.

7. დაეკითხა დავითი უფალს: "დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?” მიუგო: "დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და სრულად წაართმევ ნადავლს”.

2მეფეთა 8

2. დაამარცხა მოაბელნი, მიწაზე დააწვინა ისინი და საბლით გაზომა; საბლის ორი ზომა დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი კი - ცოცხლად დასატოვებლად. მონებად და მოხარკეებად გაუხდნენ დავითს მოაბელნი.

2მეფეთა 10

9. დაინახა იოაბმა, რომ მტრის ჯარი წინიდან და ზურგიდან იყო განლაგებული, გამოაცალკევა მებრძოლნი ისრაელის რჩეულთაგან და არამელთა წინააღმდეგ განალაგა ისინი.

10. დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავისი ძმის ხელს გადასცა; მან კი, ყამონელთა პირისპირ განალაგა ისინი.

11. უთხრა იოაბმა აბიშაის: "თუ არამელნი გვძლევენ, შენ მომეშველები, ხოლო თუ ყამონელები გაძლიერდებიან შენზე, მე მოვალ შენს დასახმარებლად.

2მეფეთა 12

10. ამიერიდან მახვილი აღარ მოშორდება შენს სახლს, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი დაისვი ცოლად.

3მეფეთა 22

11. რკინის რქები გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ და თქვა: "ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამელთ, სანამ ბოლომდე არ მოსპობ”.

12. ყოველი წინასწარმეტყველი ასე წინასწარმეტყველებდა: "გაილაშქრე გილყადის რამოთზე, გაიმარჯვებ და ხელში ჩაუგდებს მეფეს უფალი”.

13. მოციქულმა, რომელიც მიქას მოსახმობად წავიდა, უთხრა: "აჰა, წინასწარმეტყველნი, როგორც ერთი ისე წინასწარმეტყველებენ, ყველანი გამარჯვებას და კეთილს უქადიან მეფეს; შენი სიტყვაც მათი სიტყვისამებრ იყოს, შენც სასიკეთოდ ელაპარაკე”.

14. მიუგო მიქამ: "ცოცხალია უფალი, რასაც მეტყვის უფალი, იმას ვილაპარაკებ!”

31. ასე უბრძანა არამის მეფემ თავისი ეტლების ოცდათორმეტ მხედართმთავარს: "ნურც დიდს შეებრძოლებით და ნურც პატარას, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეუტიეთ”.

4მეფეთა 17

6. ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელს დაიპყრო სამარია აშურის მეფემ; აშურში გადაასახლა ისრაელი და დაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, გოზანის მდინარესთან და მიდიელთა ქალაქებში.

2ნეშტთა 20

20. დილაადრიანად ადგნენ და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ”.

21. მოეთათბირა ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთ მეომრების წინ, ექოთ მისი სიწმიდის დიდებულება და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!”

იერემია 4

19. ვაიმე, მუცელი, ჩემი მუცელი! ვიტანჯები! გული მტკივა! ლამის ამომივარდეს! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საომარი ყიჟინა.

იაკობი 4

1. საიდან მომდინარეობს ბრძ­ო­ლები და შეხლა-შემოხლანი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქ­ვენ ასოებს შორის იბრძვიან?

2. გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.