4.10.2. Служитель не должень быть таким

Чис.16,15,, 1цар.12,3.4,, 4цар.5,20-27 Прит.3,14 Ис.56,11.12 Иер.6,13,, 8,10 Мих.3,5.[11] Мат.23,14 Деян.8,20,, 1Пет.5,2,, 2Пет.2,3.14 Иуд.11 Рим.2,22.24.27,, 16,18,, 1Тим.3,3.8 Тит.1,11 Отк.18,3.11-13 

4.10.2 ღვთისმსახურს არ შეშვენის

არ უნდა იყოს:

- მჩაგვრელი რიცხ.16,15,, 1მფ.12,3.4

- ანგარი, ვერცხლისმოყვარე, მომხვეჭელი 4მფ.5,20-27 ეს.56,11 იერ.6,13; 8,10 მიქ.3,5.[11] მათ.23,14 საქ.8,20; 1პეტ.5,2; 2პეტ.2,3 ტიტ.1,11 გმცხ.18,3.11-13

- ლოთი ეს.56,12,, 1ტიმ.3,3.8

- ურჩი იუდ.1,11

- მპარავი რომ.2,22.24

- მრუში 2პეტ.2,14

- რჯულის დამრღვევი რომ.2,27

- მაცდური რომ.16,18

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 16

15 და ძალიან ეწყინა მოსეს, და უთხრა უფალს: “ნუ მიხედავ მათ ძღვენს. არც ერთი მათგანისათვის არ წამირთმევია სახედარი, და არც ერთი მათგანისათვის არ გამიკეთებია ბოროტი.”

1მეფეთა 12

3. აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.

4. უთხრეს: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრივართ, არც ვინმესაგან რამე აგიღია.

4მეფეთა 5

20. თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მათი მორთმეული ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.

21. დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა და წინ შეეგება, ჰკითხა: ხომ მშვიდობაა?

22. მიუგო: მშვიდობა. ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან. იქნებ ერთი ქანქარი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინა მათთვის.

23. უთხრა ნაყამანმა: ორი ქანქარი აიღე ბარემ ეხვეწა და მერე ჩაუწყო ორი ქანქარი ვერცხლი ორ ქისაში და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად გაატანა თავის ორ მსახურს.

24. როცა მივიდნენ ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც.

25. მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. ჰკითხა ელისემ: საიდან მოდისარ, გეხაზი? მიუგო: არსად არ წასულა შენი მორჩილი.

26. უთხრა: არსად არ წასულა ჩემი გული, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება. დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთსა და ყურძენს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს?

27. შენ და შენს შთამომავლობას გადაედოს ნაყამანის კეთრი სამარადისოდ. და წავიდა მისგან გეხაზი კეთროვანი, როგორც თოვლი.

ესაია 56

11. ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს.

12. მოდით, ვიშოვი ღვინოს და დავთვრეთო სასმელით; დღესაც გვეყოფა და ხვალისთვისაც ბევრი დარჩებაო!

იერემია 6

13. რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი.

იერემია 8

10. ამიტომ მათი ცოლები სხვებს უნდა მივცე, მათი ყანები - ახალ პატრონებს, რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელია.

მიქა 3

5. ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდვა პირში, ომს უცხადებენ.

5. ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდვა პირში, ომს უცხადებენ.

მათე 23

14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.

საქმენი მოციქულთა 8

20. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი.

1პეტრე 5

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

2პეტრე 2

3. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.

14. მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.

იუდა 1

11. ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.

რომაელთა 2

22. ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?

24. ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.

27. ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?

რომაელთა 16

18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.

1ტიმოთე 3

3. არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე,

8. დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი,

ტიტე 1

11. რომელთაც უნდა ავუკრათ პირი, რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით.

გამოცხადება 18

3. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.

11. ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს,

12. ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს,

13. დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს.

__თემაზე წერდნენ__

***

ქრისტიანობა ისე აირია, აიბურდა და ჩაიხლართა მიწიერ წარმავალ ამაოებებთან, რომ მილიონობით ხალხი ვერც კი ხვდება, თუ რაოდენ რადიკალურად დაშორდნენ ისინი ახალი აღთქმის ნიმუშს. ყველგან კომპრომისია. წუთისოფლის ეგრეთ წოდებული "იმიჯი" გარეგნულად ისეა შეთეთრებული და მისი სახელი გულმოდგინედ რეაბილიტირებული, რომ ბრმების ინსპექციას თუ გაუძლებს მხოლოდ. ხოლო ეს "ბრმები" ქრისტიანობაზე აცხადებენ პრეტენზიას, დიდი მორწმუნეებივით პოზიორობენ და, ამასთანავე, დღენიადაგ ცდილობენ აღიარებულ იქნან წუთისოფლის მიერ. ასეთი პიროვნებები ორმხრივი დათმობით თავს უფლის მსახურებს უწოდებენ და თან მშვენივრად ახერხებენ გულითადი ურთიერთობა იქონიონ ისეთი კატეგორიის ხალხთან, რომელთაც ღმერთის მიმართ ჩუმი ზიზღისა და აბუჩად ამგდები უგულვებელყოფის მეტი არაფერი გააჩნიათ.

__ ეიდონ ტოზერი, ღმერთის სწრაფვა ადამიანისკენ__

***

დედაკაცების უსაქმურობა და მამაკაცების ჩვეულება, მიირბინონ იქ, სადაც ქალები თავს იყრიან, უმსგავს მოქადაგეს სახელს უთქვამს და დახმარებას უწევს მაშინაც, როცა მისი მზე ჩაესვენება.

__ ლაბრუიერი __

***

[თვალთმაქცი მღვდელი] ქუჩაში მიდის, ხედავს მისკენ მოემართება კაცი, ვისაც უეჭველად ღვთისმოსავად უნდა მოაჩვენოს თავი; მისთვის ეს ჩვეული ფანდია. არ უჭირს დახაროს თვალნი, ღრმად ჩაფიქრებული სახით გადაადგას ნელი და მორიდებული ნაბიჯები . . . ფეხს არ შეადგამს გამოცარიელებულ ეკლესიაში, სადაც შეიძლება ერთმანეთის მიყოლებით მოისმინოს ორი წირვა, ქადაგება და მწუხრის ლოცვა, მარტოდმარტო იდგეს ღმერთის პირისპირ და არვინ უშლიდეს ხელს. უყვარს მრავალრიცხოვან მრევლში გამოჩენა, უყვარს ტაძრები, სადაც ზღვა ხალხი ირევა და სადაც შემთხვევას არ გააცდენს, - ყველა დაინახავს.

__ ლაბრუიერი __

***

ოჯახში განხეთქილებაა, ონუფრი [მღვდელი] შუამავალია. იგი ძლიერის მხარეზეა. უნდა მეთქვა, შეძლებულის მხარეზეა-მეთქი. აზრადაც არ მოუვა, დიდი ავლა-დიდების მფლობელი ბატონი ან ქალბატონი თუ შესაძლებელია ოდესმე ცდებოდეს. თუკი მოახერხა და თავი მოაწონა, შეუძვრა და ტკიპასავით მიეკრა მდიდარ კაცს, ვისგანაც დიდ შემწეობას მოელის, მისი ცოლის შეცდენას არ მოიწადინებს . . . ონუფრი შემთხვევას ხელიდან როგორ გაუშვებს და არ ისარგებლებს მეგობრის ბრმა ნდობით; ხან ფულს ესესხება, ხან ისე მოისაწყლებს თავს, რომ მეგობარი თავად შესთავაზებს და უსაყვედურებს კიდეც, დახმარებისთვის ახლობლებს რატომ არ მიმართავო. ზოგჯერ ორიოდ გროშს ისე არ ისესხებს, თუ ხელწერილი არ მისცა და ღრმად დარწმუნებულია ფულს არავინ გამოართმევს. ხანდახან საწყალობლად წარმოსთქვამს, არაფერი მაკლიაო, რაც მიანიშნებს, - მხოლოდ პატარა თანხა სჭირდება. სხვა დროს საქვეყნოდ შეასხამს ხოტბას მეგობრის გულუხვობას, რათა პატივმოყვარული გრძნობები აუშალოს და უხვი საჩუქარი მიაცემინოს. სულაც არ ფიქრობს მის მთელს მემკვიდრეობას დაეპატრონოს, ანდა მთელი მისი ავლა-დიდება ძღვნად მიიღოს, თუკი ამისთვის საჭირო გახდება დავა აუტეხოს მის ვაჟს, კანონიერ მემკვიდრეს. ღვთისმოსავი არ შეიძლება იყოს ძუნწი, უსინდისო, უსამართლო და ანგარებიანი. ონუფრი ღვთისმოსავი არ გახლავთ, მაგრამ სურს ხალხი ასეთად მიიჩნევდეს, რათა მორწმუნე კაცის როლის სრულყოფილი შესრულებით ფარულად მოიკვარახჭინოს თავისი კეთილდღეობა – აკი ამიტომაც განზე დგება და სათოფედ არ ეკარება ისეთ ოჯახს, სადაც ქალიშვილიც გასათხოვარია და ვაჟიც ადგილზეა მოსაწყობი. შვილთა უფლებები წმიდათაწმიდაა და ხელშეუხები. მათ ისე ვერ შელახავ, თუ ერთი ვაი-უშველებელი არ ატყდა. ონუფრის კი სულაც არ ნებავს ეს, ვინაიდან . . . არ გამჟღავნდეს მისი ხრიკები. მაშინ კი ნიღაბი ჩამოეხსნება და გამოჩნდება ონუფრის ჭეშმარიტი სახე. ამიტომაც შორეული ნათესავებისკენ იღებს გეზს, რამეთუ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დიდად სახიფათოდ არ მიაჩნია. მძვინვარე მტერია ბიძაშვილების, ძმისწულ-დისწულების და ერთგული მეგობარი და თაყვანისმცემელი მდიდარი ძიების. თავისი თავი კანონიერი მემკვიდრე ჰგონია ყველა მდიდარი და უშვილო ბერიკაცისა, რომელსაც თუ სურს ნათესავებს დარჩეთ მისი ქონება, ჯერ ონუფრის უნდა დააყრევინოს ფარ-ხმალი. ბოლოს და ბოლოს, მთელ მემკვიდრეობას რომც ვერ დაეპატრონოს, ონუფრის მოზრდილი ნაწილი მაინც განაღდებული აქვს. ამ ფრიად ღირსეული მიზნების მისაღწევად საკმარისია პაწაწინა ცილისწამება, უფრო ნაკლებიც, ოდნავი კბილის გაკვრაც კი, ხოლო ამ ხელოვნების უბადლო ოსტატი გახლავთ ონუფრი. ასეთი ნიჭის მიჩქმავლას სულაც არ აპირებს, პირიქით, სიქველედაც კი მიაჩნია და აცხადებს, თუ სინდის-ნამუსი გაქვს, ზოგიერთი კაცი სააშკარაოზე უნდა გამოიყვანოო. ამგვარ ადამიანებად იგი თვლის იმათ, ვინც არ უყვარს, ვისი დაღუპვაც უნდა და ვისი გაძარცვაც გადაუწყვეტია. მიზანს ხშირად ისე აღწევს, რომ კრინტსაც არა ძრავს. სიტყვა თუ ჩამოვარდა ევდოქსზე, გაიღიმებს, ან ამოიოხრებს. ჩააცივდებიან, ჰკითხავენ, პასუხს არ იძლევა, კარგადაც იქცევა; უკვე საკმაოდ თქვა.

__ ლაბრუიერი __

***

სახით მღვდელიო – საქმით- მგელიო.

__ ქართული ხალხური __

***

წმიდა ბერი წმიდად წაწყმდაო.

__ ქართული ხალხური __

***

დიაკვანი ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა-ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: “ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო”, დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.

__ გიორგი ლეონიძე __