3.25.3. Ответ на молитву устами пророка

Суд.6,7.8

3.25.3. პასუხი ლოცვაზე წინასწარმეტყველის ბაგით

მსაჯ.4,3-5; 6,[7.8] ეს.49,14.15

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 4

3. შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს, რადგან იაბინს ცხრაასი დარკინული ეტლი ჰქონდა და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელიანებს ოცი წელი.

4. იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი.

5. დებორას ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა იგი, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე.

6. კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი, აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და ზებულონიანთაგან,

7. ხოლო მე კიშონის ხევთან მოგგვრი იაბინის მხედართმთავარს სისარას თავისი ეტლებითა და ურიცხვი ლაშქრითურთ და ხელში ჩაგაგდებინებ.

მსაჯულნი 6

7. და როცა შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს მიდიანის გამო,

8. მოუვლინა უფალმა ისრაელიანებს წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან,

ესაია 49

14. თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო.

15. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.