3.47.16. Утомленному от жизни быть лучше со Христом

но если не исполнил повеления Господа и люды нуждаются в него, отправится в небо еше рано Флп.1,20-[23.24].25

3.47.16. ცხოვრებისგან დაღლილისთვის ქრისტესთან გადასვლა უმჯობესია

მაგრამ თუ არ შეუსრულებია უფლის ნაბრძანები და ადამიანებს ჯერაც ესაჭიროებათ იგი, ზეცაში გამგზავრება ნაადრევია მისთვის

ფლპ.1,20-[21-24].25

ფილიპელთა 1

20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.

21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.

22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.

23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.

24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის.

25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის,

__თემაზე წერდნენ__

***

წმინდა მარკოზ ფრანჩესკელთან აღსასრულის წინ, ღვთის ნებით, მამა სერაპიონი მისულა. ლოცვის შემდეგ მამა მარკოზს უთქვამს: "ოდეს სული ჩემი სხეულს გაეყრება, გთხოვ, ამ მღვიმეში დამასვენო, ხოლო მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოქოლე, შენ კი შენს სენაკს დაუბრუნდიო". სერაპიონი ღირს მარკოზს შეევედრა, ისიც თან წეყვანა, მაგრამ პასუხად მიიღო: "არ ეგების, რომ აქ აღესრულო, რამეთუ სიკვდილს შენსავე სამყოფში უნდა შეხვდე. დიდია დღეი ესე. იგი უმჯობეს არს იმ დღეთა შორის, რომელნიც ამა ქვეყანასა ზედა გამიტარებია, უმჯობესია იმადაც, რომ ამ დღეს სული ჩემი ხორციელ სატანჯველებს განეშორება და ზეციური სავანის განსასვენებელს მიაშურებს; დღეს სხეული ჩემი თავს დააღწევს უამრავ სიძნელეს და სნეულებას და განსვენების ნათელი მიმირქვამს მკერდზე"

__ მარკოზ ფრანჩესკელი __