4.18.22 Давать ответ - не давать

4.18.22 პასუხის მიგება - მიუგებლობა

- მიგება ალალად, გულიდან წამოსული სიტყვების დაბ.23,5

- პასუხი ღმერთთან დაკითხების შემდეგ რიცხ.22,8; 23,12

- პასუხი ღმერთის მოწოდებაზე 1მფ.3,4

- პასუხად კითხვის მიგება 1მფ.10,12

- კითხვებზე პასუხის გაცემა 3მფ.10,3

- წინასწარ მოფიქრებული იერ.38,27

- პასუხი რწმენით დან.3,15-18 მათ.15,23-28

- მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა იგავ.18,13

.

- პასუხის ვერ გაცემა შიშის გამო დაბ.45,3; 1მფ.15,39

- პასუხის მიუგებლობა უგრძნობლობის გამო მსაჯ.19,28; 1მფ.4,20

- განზრახ პასუხგაუცემლობა 4მფ.18,36

- პასუხის უქონლობა გამ.3,13 იობ.32,5 ფს.37,14

- ღმერთთან მოკამათე ათასში ერთზე თუ გასცემდა პასუხს იობ.9,3 მათ.22,46 ლუკ.14,6; 20,26

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 23

5 . და მიუგეს ხეთელებმა აბრაამს:

დაბადება 45

3. უთხრა თავის ძმებს: "იოსები ვარ. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?” და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა, რადგან შეცბნენ მის წინაშე.

გამოსვლა 3

13. უთხრა მოსემ ღმერთს: "აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?”

რიცხვნი 22

8. მიუგო მათ: აქ გაათიეთ ეს ღამე და გეტყვით პასუხს, რასაც უფალი გამომიცხადებს. დარჩნენ მოაბის თავკაცები ბალაამთან.

რიცხვნი 23

12. მიუგო პასუხად: განა რაც უფალმა ჩამიდო ბაგეებში, ზუსტად ის არ უნდა ვილაპარაკო?

მსაჯულნი 19

28. უთხრა: ადექი, წავიდეთო. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა.

1მეფეთა 3

4. დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: აქა ვარ.

1მეფეთა 4

20. როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ მასთან მყოფი ქალები: "ნუ გეშინია, რადგან ვაჟი შეგეძინა”. მაგრამ ქალი არ პასუხობდა, რადგან უგრძნობი იყო მისი გული;

1მეფეთა 10

12. თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: ვინ არის მათი მამა? ასე წარმოიშვა ანდაზა: ნუთუ საულიც გაქადაგდაო?

1მეფეთა 14

39. ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.

3მეფეთა 10

3. ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა; არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი.

4მეფეთა 18

36. დადუმებული იყო ხალხი, სიტყვა არავის უთქვამს, რადგან ნაბრძანები ჰქონდა მეფეს: "არ უპასუხოთ”.

იობი 9

3. ვინმეს რომ ღმერთთან კამათი მოენდომებინა, ათასში ერთზეც ვერ გასცემდა პასუხს.

იობი 32

5. რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის ბაგეს პასუხი არ გააჩნდა, რისხვით აღენთო.

ფსალმუნი 37

14. და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.

იგავნი 18

13. მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.

იერემია 38

27. მოვიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მანაც ყველაფერი იმ სიტყვების თანახმად უპასუხა, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები. შეწყვიტეს მასთან ლაპარაკი, რადგან ვერაფერი შეიტყვეს.

დანიელი 3

15. ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?”

16. მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: "არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

17. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ,

18. მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”

მათე 15

23. მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: "გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”.

24. მან კი უთხრა პასუხად: "მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”.

25. მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: "მიშველე, უფალო!”

26. ხოლო მან მიუგო: "არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.

27. უთხრა დედაკაცმა: "დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”.

28. მაშინ მიუგო იესომ პასუხად: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.

მათე 22

46. და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე.

ლუკა 14

6. და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის გაცემა.

ლუკა 20

26. და ვერ შეძლეს მისი სიტყვაზე დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.