2.12.26 Исполнился - из Египта воззвал Я Сына Моего

Чис.24,8 Ос.11,1 Матф.2,13-[15].19-21 Лук.24,44

2.12.26 აღსრულდა თქმული - ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს

რიცხ.24,8 ოს.11,1 მათ.2,13-15.19-21 ლუკ.24,44

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 24

8. ღმერთმა გამოიყვანა იგი ეგვიპტიდან, მარტორქის ძლიერება აქვს მას, თქვლეფს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით განგმირავს.

ოსია 11

1. შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.

მათე 2

13. მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.

14 ისიც ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და წავიდა ეგვიპტეში.

15. და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: "ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”.

19. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში.

20. უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ ისინი, ვინც მაგ ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ”.

21. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.

ლუკა 24

44. უთხრა მათ: "ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: რომ უნდა აღსრულდეს ყოველივე, რაც მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებსა და ფსალმუნებშია დაწერილი ჩემზე”.