1.1.108 Незначительное

Быт.19,20.22; 1цар.15,9 Иов.8,7 Деян.21,39; 1Кор.14,10; 2Кор.10,10

1.1.108 უმნიშვნელო

- უმნიშვნელო (პატარა) ქალაქი დაბ.19,20.22

- უმნიშვნელოს (უვარგისის, შეურაცხის) მოსპობა 1მფ.15,9

- უმნიშვნელო (მცირე) დასაწყისი იობ.8,7

- არცთუ უმნიშვნელო (უცნობი) ქალაქი საქ.21,39

- უმნიშვნელო (უხმო) ბგერა არ არსებობს 1კორ.14,10

- ზოგს პავლეს სიტყვა უმნიშვნელოდ (არარაობად, უფასურად, შეურაცხად) მიაჩნდა 2კორ.10,10

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

20. აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.

22. იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.

1მეფეთა 15

9. მაგრამ დაზოგეს საულმა და ხალხმა აგაგი, აგრეთვე საუკეთესო ცხვარი და საქონელი, ნასუქი ვერძები და ყოველივე საუკეთესო. არ ისურვეს მათი მოსპობა, ხოლო ყოველივე უმნიშვნელო და ცუდი მოსპეს.

იობი 8

7. და თუ შენი დასაწყისი უმნიშვნელო იყო, შენი დასასრული ძლიერ გამრავლდებოდა.

საქმეები 21

39. უთხრა პავლემ: "მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე; გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო”.

1კორინთელთა 14

10. რამდენგვარი ბგერაა წუთისოფელში და მათგან უმნიშვნელო არცერთი არ არის.

2კორინთელთა 10

10. ზოგიერთი ამბობს, წერილებში მკაცრიაო და ძლიერი, პირისპირ ყოფნისას კი - უძლური და მისი სიტყვაც უმნიშვნელოაო.

-------------------------

სურათზე: ტარსუსი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქი, სადაც დაიბადა მოციქული პავლე