3.29.4. Контролируюшая (вляюшая на воле) молитва

Пс.36,4 Пр.26,2 Матф.12,37; 16,19 Иак.5,16

3.29.4. მაკონტროლებელი (სხვის ნებაზე ზეგავლენის მომხდენი) ლოცვა

ფს.36,4 იგავ.26,2 მათ.12,37; 16,19 იაკ.5,16

__მაკონტროლებელი ლოცვები (შელოცვები)__

ქრისტიანებს შეუძლიათ ილოცონ მაკონტროლებელი ლოცვებით, მაგრამ არასწორი გამოყენების შემთხვევაში ასეთი ლოცვები წარმოადგენენ ჯადოქრობის ერთ-ერთ ფორმას!

ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენი სიტყვები ჰგავს "მახვილებს" და თავის თავში შეიცავენ ძალას. დაიმახსოვრეთ: სიტყვა - სულიერი იარაღია.

მაკონტროლებელი ლოცვა შედგება სულიერი ძალის შემცველი სიტყვებისგან და წარმოითქმებიან ადამიანის ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ერთადერთი შემთხვევა, როცა მაკონტროლებელ ლოცვას უნდა წარმოთქვამდეს ქრისტიანი არის ის, როცა სიტყვა და ღვთის სული საჭიროა გამოყენებულ იქნას მტერზე შეტევისთვის. იესო გვიხსნის ლოცვის ამ ხერხს, როდესაც გვესაუბრება ღვთის გეგმის მიმართების შესახებ ეშმაკის ნების წინააღმდეგ (მათ. 16,19).

კონტროლის ბოროტად გამომყენებელი კაცი ლოცულობს თავისი საკუთარი ადამიანური სურვილის ან ნების სხვა ადამიანის თავზე მოსახვევად თავისი ადამიანური გულიდან. იგი ცდილობს აიძულოს სხვა ადამიანი დაემორჩილოს მის ეგოისტურ სურვილებს და არა ღვთის ნებას, რომელიც აქვს ღმერთს ამ ადამიანის მიმართ.

ასეთ მლოცველ კაცს შეიძლება ესმოდეს, ან არ ესმოდეს, რომ ამით იგი ათავისუფლებს ბოროტის ზეგავლენას სულიერ სამყაროში. მაკონტროლებელ ლოცვას შეუძლია ზიანის მიყენება და გამოიყენება არადანიშნულიბისამებრ, როდესაც ერევა სხვა ადამიანის ნებაში ან ბატონდება მასზე. ამ დროს ის იქცევა ჯადოქრობად.

მათეს სახარების მე-12 თავში ადამიანებმა ვერ შესძლეს რა მათ თვალწინ მომხდარი სასწაულის დაჯერება, იესომ დაუწყო სწავლება მათ სიტყვის ძალაზე (37 მუხლი). აქ ჩანს, რომ საკუთარი სიტყვებით ჩვენ შეგვიძლია ვაკურთხოთ ან დავწყევლოთ. მაკონტროლებელი ლოცვები წყევლის კატეგორიას განეკუთვნება, რადგან წარმოითქმებიან სხვა ადამიანის წინააღმდეგ საკუთარი ეგოისტური ადამიანური სურვილების დაკმაყოფილების მცდელობით.

მაკონტროლებელი ლოცვის მაგალითი: ქალი, რომელსაც არ მოსწონს რომ ვაჟი ხვდება სხვა ქალს, ლოცულობს მათი რომანის ჩასაშლელად, თანაც იმ მიზნით, რომ ამ ვაჟმა აირჩიოს საცოლედ თავად იგი.

ვიცი ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც ამას ჰგავს. ქორწინება, რომლის წინააღმდეგიც არის სიდედრი, მისმა ლოცვებმა წყალი შეუყენა წყვილის ურთიერთობას, ქალ-ვაჟმა, რომლებმაც ეს გაიგეს დაიწყეს ბრძოლა სულიერ სამყაროში ამ სიტყვების წინააღმდეგ. მათმა ლოცვებმა ძალა დაუკარგეს სიდედრის ლოცვას და მათ შორის კარგი ურთიერთობა აღდგა.

მაკონტროლებელ ლოცვებს შეიძლება ჰქონდეთ ადგილი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სადაც ადამიანური სურვილები დაყენებული იქნება ღვთის ნებაზე მაღლა.

ერთერთი ყველაზე არასწორად გაგებული მუხლია ფსალმუნის 36,4, რომელსაც ხშირად იყენებენ ლოცვისას. აქ ნათქვამია: "ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს".

ქრისტიანები ხშირად იმეორებენ ამ მუხლს და აყენებენ თავიანთ ცხოვრებაში პირად სურვილს ღვთის ნებაზე მაღლა და მოელიან თავიანთი ეგოისტური სურვილების ასრულების ხილვას.

თუ ჩავუღრმავდებით ამ მუხლის ჭეშმარიტ კონტექსტს, დავინახავთ ერთ საინტერესო ასპექტს, რომელიც მთლიანად სცვლის იმ მნიშვნელობას, რომელსაც ანიჭებს მას მორწმუნეთა უმრავლესობა. ებრაული სიტყვა, რომელიც აქ თარგმნილია "ისიამოვნე" (რუსულ ბიბლიაში "утешайся: - ინუგეშე) სტრონგის სიმფონიაში იკითხება: "იქმენ რბილი ანუ მოქნილი". აქ მეფსალმუნეს სურს გვითხრას, რომ თუ ადამიანი იქნება მორჩილი უფლის ხელში, ნებას დართავს ღმერთს აქციოს რბილად და მოქნილად ღვთვის ნებისა და მიზნისთვის. ხოლო თუ ეს ასე იქნება, მაშინ ჩვენი ნება იქნება მზად უფლის სურვილების და არა ჩვენს საკუთართა აღსასრულებლად. ასეთ სირბილესა და მორჩილებას მიწეულნი ვსწავლობთ მისადმი მინდობას ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მინდობილნი ვართ გვატაროს იმ გზით, რომელიც მას სურს. ჩვენი სურვილი იქცევა მის სურვილად და მხოლოდ ამის შემდეგაა აღთქმული ამ მუხლში, რომ ის აგვისრულებს გულის წადილს.

სულიერი მანიპიულიატორები აღიქვამენ წმ. წერილს ისე, რომ ის ემთხვეოდეს მათს მაკონტროლებელ ლოცვებს. არცერთ სიტუაციაში არ უწევენ ანგარიშს ღმერთს. სწადიათ დაიკავონ ღმერთის ადგილი და განახორციელონ ცხოვრებაში პირადი გეგმები. მაკონტროლებელნი ფიქრობენ, რომ მათ იციან ყველაზე საუკეთესო რამეები სხვებისთვის, რა სიტუაციაშიც არ უნდა იყვნენ აღმოჩენილნი. მაგრამ არ გრძნობენ ღმერთის ნებას და არც შეუძლიათ იცოდნენ.

__ნუ გეშინიათ მათი__

თუმცა მაკონტროლებელ ლოცვებს შეუძლიათ ააფორიაქონ ჩვენი ცხოვრება, საჭირო არაა ამ დროს შიში, ჩვენ მხოლოდ უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ და მათ ხელი არ ექნებათ ჩვენს ცხოვრებაზე თუ მთლიანად მიძღვნილია ღმერთს, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას (იაკ. 5,16).

მათეს სახარების 12,25-ში იესო ამბობს, რომ თუ ქალაქი დაიყოფა, თავის თავის წინააღმდეგ, ის ვერ გასძლებს.

ჩვენ როგორც პიროვნებანი წარმოვადგენთ ქალაქს, შემდგარს სამი ნაწილისგან: სული, მშვინვა და სხეული. ასე რომ ჩვენ წარმოვადგენთ არა მხოლოდ გონებასა და სურვილს, ასევე სულს, რომელიც ფლობს გონიერებას და სახლობს სხეულში. ჩვენი გონება და სხეული "შეიარაღების" ის აუცილებელი ელემენტებია, რითაც სულს შეუძლია აღასრულოს ღვთის გეგმა დედამიწაზე. თუ ჩვენ ისე არ ვიყენებთ ჩვენთვის ბოძებულ "შეიარაღებას", მაშინ ვერ შევძლებთ ეფექტურ ლოცვას. ლოცვის ჟამს ღმერთი არ ელაპარაკება ჩვენი შეიარაღების ელემენტს - გონებას! უფალი ესაუბრება ჩვენს გულს - სულიერ კაცს, ჩვენს ჭეშმარიტ "მეს". ზეციურ გეგმებს იღებს სული და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ იგებს მათს შესახებ გონება და თარგმნის მას, რაც მიიღო სულმა. ამიტომაა ზოგჯერ, რომ ჩვენმა სულმა იცის რაღაც ისეთი, რაც არ შეგვიძლია აღვწეროთ სიტყვებით, იმიტომ რომ გონებას ჯერ კიდევ არ დაუჭერია ის. ხოლო თუ ჩვენი "სამეფო" დაყოფილია, მაშინ ვერ შევძლებთ ვერაფერს. თუ ჩვენი სული არ წარგვმართავს ჩვენ, მაშინ ჩვენ დაყოფილნი ვართ.

გაძლიერებული ლოცვის ჟამს ჩვენი სული, მშვინვა და სხეული ერთად გამოდიან არენაზე ლოცვითა და თაყვანისცემით. გაერთიანებული სული, მშვინვა და სხეული მზადაა ღვთის ნების დასანახად და აღსასრულებლად. ჩვენი სული, ლოცვის წყაროა, ხოლო მშვინვა (სურვილი, ემოცია, წარმოსახვა და მეხსიერება) და სხეული (მოქმედება) მოქმედებენ ერთად და ემორჩილებიან სულს.

მაკონტროლებელი ლოცვით მლოცველი არაა "ერთად". არა აქვს მნიშვნელობა რამდენად სულიერია მისი ქცევები. თუ ის ლოცულობს საკუთარი სურვილების და არა იმის საფუძველზე, როდესაც რასაც ეუბნება მას სული, იგი ვერ შესძლებს წარმატების მიღწევას. სულიერი მანიპულიატორები მოქმედებენ მშვინვიერ სამყაროში და მოიწევენ მშვინვიერ შედეგებს.

მაკონტროლებელი იყურება სამი სხვადასხვა მიმართულებით. მას შეუძლია სვლა სხეულისა თავის გზით, მაგრამ ჩვეულებრივ გაურბის სულის გზას, იმიტომ რომ ამისათვის მას ესაჭიროება გარკვეული საფასურის გადახდა - მთლიანად დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას.

მაკონტროლებელი ლოცვები იშვება მღელვარებაში, ფსიქიურ აშლილობაში და ხორცში. ბიბლია გვიჩვენებს, რომ რამდნედაც სურვილია და არა სრული მისი ჭეშმარიტი მოტივი, ასეთი ლოცვა წარმოადგენს გაყოფილ სახლს, რომელიც ვერ გაძლებს. სოლომონის იგავების 26,2-ში ვკითხულობთ:

"როგორც ჩიტი შეინავარდებს, როგორც მერცხალი გაფრინდება, ასევე უმიზეზო წყევლა-კრულვაც არ შესრულდება."

ისევ მივმართოთ სტრუნგის სიმფონიას, ებრაული სიტყვა თარგმნილი როგორც "უმიზეზო" (რუს. "незаслуженное" - დაუმსახურებელი), ნიშნავს - "ფასს მოკლებულს".

თქვენ, როგორც ძლიერ მორწმუნეს არ უნდა გაშინებდეთ მაკონტროლებელი ლოცვები, თუკი მიჰყვებით ღვთის ნებას და აღასრულებთ მის გეგმას, თუკი ისწორებთ თავს ღვთის სიტყვის შესაბამისად და იმუშავებთ კეთილგონიერ ხასიათს. ბიბლია გვიჩვენებს, რომ თუ თქვენი გული ღებულობს ღვთის ნებას თქვენს ცხოვრებაზე, მაშინ თქვენ იხდით ფასს. იგავების 26,2-ში ნათქვამია, რომ ნებისმიერი თქვენს საწინააღმდეგოდ ნათქვამი სიტყვა წარმოთქმული ვინმეს მიერ, ვისაც არ "გადაუხდია ფასი" ღვთის გზებისა და ხასიათის შესაცნობად, არ შეუძლია ვნება მოგაყენოთ თქვენ.

თქვენ, როგორც მორწმუნეს, შეგიძლიათ წინ აღუდქეთ ლოცვებს, რომლებიც ხელს უშლის თქვენს მოქმედებას. პრაქტიკულად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა საკუთარ ცხოვრებაში. განივითარეთ ძლიერი მგრძნობელობა სული წმიდის მიმართ და ის მოგცემთ შემძლეობას წახვიდეთ იქით, საითაც იგი წარგიძღვებათ.

__ რობერტ ლიარდონი __