1.3.2 Дух (душа) всякой плоти принадлежит Богу

Дух - руах (евр.), пневма (греч.), сули (по грузинский), шунч (по армянский), рух (по азербаиджанский) в св. писании наблюдается разними значенями, таких как: дуновение, ветер, движение воздуха, дыхание жизни, дух, Дух Святой, ангелы, мысл, темперамент, настроение

 

Душа - нефеш (евр.), психе (греч), мшвинва или сули (груз.), hoqi (арм.), урек (по азербаиджанский) - живое сушество, личность, труп, мертвое тело, горло, шея, дыхание, человек, жизнь, желание, настроение, вкус, воля

 

1. Бог дал жизнь всякой плоти Быт.1,20.21.24.30,, 2,7 Иов.33,4 Пс.103,30 Ис.57,16 Иер.38,16 Зах.12,1 Деян.17,25

 

2. Душа всякой плоти принадлежит Богу Чис.16,22,, 27,16 Иов.12,10,, 27,3,, 32,8 Иез.18,[4] Дан.5,23 Ин.1,4

 

3. Дух возврашается к Богу Иов.30,23,, 34,14.15 Пс.89,3,, 103,29,, 145,4 Екк.3,18-21,, 9,2-6,, 12,[7] Иез.18,[4]

 

4. Духи убытих праведников до судного дня Быт.4,10 Еф.2,6 Евр.12,23 Отк.6,9-11

 

5. Духи праведних и нечестивих после воскресения из мертвых Дан.12,2 Лук.16,22.23 Ин.1,4,, 2Кор.5,1-8 Флп.1,22.23 Евр.12,9.23 Отк.6,9,, 20,4

1.3.2. სული (სამშვინველი) ყოველი ხორციელისა ღმერთს ეკუთვნის

სული - რუახ (ებრ.), პნევმა (ბერძ.), შუნჩ (სომხ.), რუხ (აზერბ.) წმ.წერილში სხვადასხვა მნიშვნელობითაა, ისეთებით როგორიცაა:

შებერვა, ქარი, ჰაერის მოძრაობა, სიცოცხლის სუნთქვა, სული,სული წმიდა, ანგელოზები, აზრი, ტემპერამენტი, განწყობილება

 

მშვინვა - ნეფეშ (ებრ.), ფსიხეა (ბერძ.), ჰოქი (სომხ.), ურეკ (აზერბ) -ცოცხალი არსება, სულიერი, პიროვნება გვამი, მკვდარი სხეული, ყელი, კისერი, სუნთქვა, ადამიანი, სიცოცხლე, სურვილი,

განწყობილება, გემო, ნება

1. ღმერთმა მისცა სიცოცხლის სუნთქვა (სული) ყოველ სიცოცხლეს დაბ. 1,20.21.24.30; 2,7; იობ. 33,4; ფს. 103,30; ეს. 57,16; იერ. 38,16; ზაქ. 12,1; საქ. 17,25

 

2. ყოველი ხორციელის სული (სამშვინველი) ეკუთვნის ღმერთს რიცხ. 16,22; 27,16; იობ. 12,10; 27,3; 32,8; ეზ. 18,[4]; დან. 5,23; ინ. 1,4

 

3. სული უბრუნდება ღმერთს იობ. 30,23;34,14.15; ფს. 89,3; 103,29; 145,4; ეკლ. 3,18-21; 9,2-6; 12,[7]; ეზ. 18,[4]

 

4. მოკლულ მართალთა სულები სამსჯავრო დღემდე დაბ. 4,10; ეფ. 2,6; ებრ. 12,23; გმცხ. 6,9-11

 

5. მართალთა და უკეთურთა სულები მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დან. 12,2; ლუკ. 16,22.23; ინ. 1,4; 2კორ. 5,1-8; ფლპ. 1,22.23; ებრ.12,9.23; ინ. 1,4; 2კორ. 5,1-8; ფლპ. 1,22.23; ებრ. 12,9.23; გმცხ. 6,9;

20,4

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 1

 

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.

 21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

დაბადება 2

 7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.

დაბადება 4

 10. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.

რიცხვთა 16

 22 და პირქვე დაემხნენ ისინი, და თქვეს: “ღმერთო, ყოველი ხორციელის სულების ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე რად მრისხანებ?”

რიცხვთა 27

 16. დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ საზოგადოებას,

იობი 12

 10. ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?

იობი 27

 3. ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,

იობი 30

 23. ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;

იობი 32

 8. ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას.

იობი 33

 4. ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.

იობი 34

 14. თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,

 15. ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;

ფსალმუნნი 89

 

3. კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!

ფსალმუნნი 103

 29. დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.

 30. გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.

ფსალმუნნი 145

 

4. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.

ეკლესიასტე 3

 

18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.

 

19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

 

20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.

 

21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?

 

22. ვხედავ, კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა, თუ არ იხარა თავის ნაღვაწით, რადგან ესაა მისი წილი ამ მზისქვეშეთში, ვინ დაანახვებს, რა მოხდება შემდგომად მისა?

ეკლესიასტე 9

 

2. ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალს და უკუღმართს, კეთილს და ბოროტს, სუფთას და მირეულს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის არშემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის მოშიშს.

 

3. უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ.

 

4. რადგან ცოცხლებში შერაცხილს კიდევ აქვს იმედი; რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია.

 

5. რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.

 

6. წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ, აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება.

ეკლესიასტე 12

 7. მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.

ესაია 57

 

16. რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი.

იერემია 38

 

16 საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ.

ეზეკიელი 18

 

4. აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.

დანიელი 5

 

23. შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.

დანიელი 12

 

2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

ზაქარია 12

 

1. განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი; რომელმაც გადაფინა ცა და დაამყარა მიწა, რომელმაც გამოსახა ადამის სული მის წიაღში.

ლუკა 16

 

22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.

 

23. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.

იოანე 1

 

4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.

საქმე მოციქულთა 17

 

25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.

არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.

2კორინთელთა 5

 

1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.

 

2. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი.

 

3. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი.

 

4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს,

 

უფალთან დავესახლოთ.

5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.

 

6. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ.

 

7. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.

 

8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავსახლდეთ.

ეფესელთა 2

 

6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,

ფილიპელთა 1

 

22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.

 

23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.

ებრაელთა 12

 9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?

23. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,

გამოცხადება 6

 

9. და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ.

 

10. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?

 

11. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ.

გამოცხადება 20

 4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.1,20 - სულდგმული (სამშვინველი, ცხოველი). ებრაულ სიტყვა "სამშვინველს" ფართო გაგება აქვს და ხშირად ცოცხალი არსების მნიშვნელობით გამოიყენება; ასევე სამშვინველი შეიძლება "სიცოცხლის" მნიშვნელობით იქნეს გამოყენებული.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__