4.19.32 Гость

4.19.32 სტუმარი

სხვადასხვაგვარი:

- შეშინებული 3მფ.1,49

- მკვდარი იგავ.9,18

- მობეზრებული იგავ.25,17

- რჩეული სოფ.1,7

- მოუმზადებელი მათ.22,11

- განკითხული ლუკ.7,39-50

- მეგობარი ლუკ.11,6

- რომელსაც გაეხსნა ღვთის სასუფევლის საიდუმლო ლუკ.14,15

- ქრისტე ლუკ.22,11

- მოციქული საქ.10,6

- უცხოელი საქ.17,21

- საერთო ინტერესის მქონე საქ.18,3

- დამყოლი 1კორ.10,27

- ანგელოზი დაბ.19,12 ებრ.13,2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

2. აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.

დაბადება 19

12. ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.

3მეფეთა 1

49. შიშის ზარი დაეცათ ადონიას სტუმრებს, ადგნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ.

იგავნი 9

18. არც კი იციან, რომ მკვდრები არიან იქ, შავეთის ჯურღმულებში - მის მიერ ხმობილნი.

იგავნი 25

17. ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.

სოფონია 1

7. დადუმდი უფლის, ღმერთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს უფალს მსხვერპლი, ამორჩეული ჰყავს სტუმრები.

მათე 22

11. შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა.

ლუკა 7

39. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე გაიფიქრა: "ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი”.

ლუკა 11

6. რადგან ნამგზავრი მეგობარი მესტუმრა და არაფერი გამაჩნიაო, რომ შევთავაზო!

ლუკა 14

15. ეს რომ გაიგონა, ერთმა სტუმარმა უთხრა მას: "ნეტარია, ვინც ღმერთის სამეფოში ჭამს პურს”.

ლუკა 22

11. უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარი გეკითხება-თქო: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?

საქმეები 10

6. იგი, მეტყავე სიმონს სტუმრობს, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას”.

საქმეები 17

21. ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.

საქმეები 18

3. და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.

1კორინთელთა 10

27. ხოლო თუ მიგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან მისვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.

ებრაელთა 13

2. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ.