3.15.17 Печаль мою открою Ему

3.15.17 ჩემს გასაჭირზე მოვუყვები მას

დაბ.15,[3]; 1მფ.1,16 იობ.10,2; 34,32 ფს.9,22; 24,17; 42,4.5; 101,2;141,[2] ეს.26,16 იერ.12,1 აბაკ.3,2 ეფ.3,12 ფლპ.4,6.7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

3. თქვა აბრამმა: "შთამომავალი არ მომეცი და ჩემს სახლში შობილი მსახური გამიხდება მემკვიდრე”.

1მეფეთა 1

16. უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.

იობი 10

2. ვეტყვი უფალს: ‘ნუ მამტყუნებ, მაცოდინე, რისთვის მედავები?

იობი 34

32. შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ. თუ უკეთურება ჩამიდენია, მეტს აღარ ვიზამ.

ფსალმუნი 9

22. რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.

ფსალმუნი 24

17. განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.

ფსალმუნი 42

4. მაშინ მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და ქნარით განგადიდებ ღმერთო, ჩემო ღმერთო!

5. რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რას დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.

ფსალმუნი 101

2. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.

ფსალმუნი 141

2. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირზე მოვუყვები.

ესაია 26

16. უფალო! შენ გეძებდნენ გასაჭირის დროს; ჩურჩულით ლოცულობდნენ, როცა სჯიდი მათ.

იერემია 12

1. მართალი ხარ, უფალო, თუნდაც შეგედავო. მაგრამ მაინც დაგელაპარაკები სამართლის შესახებ. რატომ ემართება ხელი ბოროტმოქმედს? რატომ არიან მშვიდად მოღალატეები?

აბაკუმი 3

2. უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუაძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი გახსოვს შეწყალება.

ეფესელთა 3

12. რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.

ფილიპელთა 4

6. არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,

7. და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.