1.3.20.Дух славолюбия в душе человека

Быт.11,[4]-6 Пс.16,[10],, 48,12.13 Лук.1,51 Ин.5,44

И сказали они: построим себе город и башню, высотою до небес, и сделаем себе имя, прежде нежели рассеемся по лицу всей земли.
5 И сошел Господь посмотреть город и башню, которые строили сыны человеческие.
6 И сказал Господь: вот, один народ, и один у всех язык; и вот что начали они делать, и не отстанут они от того, что задумали делать; (Быт.11,[4]-6);
 
 они заключились в туке своем, надменно говорят устами своими. (Пс.16,[10]),


 В мыслях у них, что домы их вечны, и что жилища их в род и род, и земли свои они называют своими именами.
13 Но человек в чести не пребудет; он уподобится животным, которые погибают. (Пс. 48,12.13)


 явил силу мышцы Своей; рассеял надменных помышлениями сердца их; (Лук.1,51);


Как вы можете веровать, когда друг от друга принимаете славу, а славы, которая от Единого Бога, не ищете? (Ин.5,44).

1.3.20. ამპარტავნებით, ქედმაღლობით, ზესთამჩენობით, განდიდების მოყვარეობით გამსჭვალული სამშვინველი კაცისა

დაბ.11,[4]-6  ფს.16,[10],, 48,12.13 ლუკ.1,51 ინ.5,44

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11

4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.

5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.

6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.

ფსალმუნნი 16

10. ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,

ფსალმუნნი 48

12. გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.

13. ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.

ლუკა 1

51. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.

იოანე 5

44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის?

თემაზე წერდნენ

 რას სჩადიან კაცნი? ყოველნაირად ეწინააღმდეგებიან თანამედროვეთა განდიდებას, თვითონ კი სულ იმის ცდაში არიან როგორ მოიხვეჭონ დიდება შთამომავალთა თვალში, რომელნიც არასოდეს უნახავთ და ვერც ნახავენ. ეს დაახლოებით იგივეა, რაც დრტვინვა იმის გამო, რატომ ჯერ კიდევ წინაპრები არ გვაქებდნენ და გვადიდებდნენ ჩვენ.

მარკუს ავრელიუსი

ყველა მანკიერებას მხოლოდ ურჯულოების საქმეებში აქვს თავისი ძალა, ამპარტავნებას კი თვით სათნოებათა შორისაც უნდა ვუფრთხოდეთ.

ნეტარი ავგუსტინე

სჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.

ნეტარი ავგუსტინე

ყველა მანკიერებას მხოლოდ ურჯულოების საქმეებში აქვს თავისი ძალა, ამპარტავნებას კი თვით სათნოებათა შორისაც უნდა ვუფრთხოდეთ.

ნეტარი ავგუსტინე

ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.

ნეტარი ავგუსტინე

ყველაზე დიდი სენი ადამიანის სულისთვის ყოვლად დამღუპველი მისთვის, არის შემოქმედი ღმერთის დავიწყება და აქედან გამომდინარე ამპარტავნება. ბოროტის ნდომა სხვა არაფერია, თუ არ მოკლება სიკეთისაგან; სიკეთე კი ჩვენთვის, ადამიანისთვის, იმაში მდგომარეობს, რომ ხალისით ვიქმოდეთ ყოველივე იმას, რაც ღმერთს ნებავს სათნოეყოფა.

წმ.ანტონი დიდი

 განრღვეულთა შორის ჯდომა სჯობს ამპარტავანთა შორის ჯდომას.

წმ.ისააკ ასური

დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.

წმ.ეფრემ ასური

ამპარტავნება მაღალი და გამხმარი ხის მსგავსია, რომელსაც ადვილად ემტვრევა ტოტი, და თუკი ვინმე ავა მასზე, უმალ ქვე დაენარცხება.

წმ.ეფრემ ასური

დიდი უბედურებაა გლახა იყო და ამპარტავანი.

კალდერონი

ქედმაღლობა ყალიბდება თავის თავზე მეტიმეტად მაღალი და სხვაზე მეტისმეტად დაბალი წარმოდგენისგან.

მონტენი

უკუდო ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცაო.

ქართული ხალხური

ამპარტავანი ესე არს თვისისა ნაქმარისა მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე. უდიდესობის უმსგავსოდ მდომი და სწავლის მოთაკილე, გულმაღალი, მზვაობარი დაზესთამჩენი, რომელს ენებოს თავი თვისი სხვისა უმაღლესად და უკეთესად გამოჩენა.

სულხან-საბა

რას წარბ მაღლოი, ჰოი კაცო?

რასა ზვაობ, ჰოი მიწაო?

რომელსა ზედა მდგომარე ხარ და სტკეპნი! -

იგი ხარ და მისგან გამოსრული!

სულხან-საბა

ქედმაღლობა მეფეების უმაღლესი უბედურებაა.

კ. გამსახურდია

საკუთარი ჭკუა ჩვენს თავზე იმ წარმოდგენებს უნდა გვაკარგვინებდეს რასაც უჭკუობა უხვად იძლევა ამპარტავნობის სახით.

შოთა ორველაშვილი

უგუნურობას და უვიცობას თან ახლავს ამპარტავნობა, როგორც ჭაობს ბაყაყების ყიყინი.

შოთა ორველაშვილი

ამპარტავნობა თავმოყვარეობის უმსგავსო შვილია, რომელსაც ეგოიზმს აზრდევინენებს, სხვაზე ზედმხედობას აკვებინებს და თავისი კიდევ ერთი უგუნურებით, მლიქვნელთა სარკეში აკოხტავებინებს თავს.

თუ თავი მართლა უყვარს მაგას, სჯობს არ ჰყავდეს ეგ არგასაზრდელი!..

უნდა დაიყენოს ის დღე, უფალს რომ შეხვდება და მტვერი მიწისა თავმდაბლად შეხედავს სხვებს.

მირზა ბადიაური