4.15.70 Дядя - брат отца или матеры

4.15.70 ბიძა, ძია - დედის ან მამის ძმა

როგორც ბიძა

- აბრაამი იყო გულუხვი დაბ.13,8.9

- ლაბანი - ცბიერი დაბ.29,13-26

- იონათანი, დავითის ბიძა - მრჩეველი 1ნეშ.27,32

- მორდექაი - ერთგული ესთ.2,7

- პავლე - მზრუნველი საქ.23,16-22

ბიბლიის მუხლები

დაბადება13

8. და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.

9. განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.

დაბადება 29

13. როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა. და უამბო ლაბანს ყველაფერი.

14. უთხრა ლაბანმა: "მართლა ჩემი ძვალთაგანი და ხორცთაგანი ხარ!” და ცხოვრობდა მასთან იაკობი ერთი თვე.

15. უთხრა ლაბანმა იაკობს: "ნუთუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი? მითხარი, რა არის შენი საზღაური”.

16. ორი ქალიშვილი ჰყავდა ლაბანს, უფროსს ლეა ერქვა, ხოლო უმცროსს - რახელი.

17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი მშვენიერი იყო ტანად და ლამაზი - სახით.

18. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: "შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის”.

19. უთხრა ლაბანმა: "უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვას. იცხოვრე ჩემთან”.

20. შვიდი წელი იმსახურა იაკობმა რახელისათვის და მისი სიყვარულით რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.

21. უთხრა იაკობმა ლაბანს: "მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან”.

22. შეკრიბა ლაბანმა იქაური კაცები და ნადიმი გამართა.

23. საღამოჟამს ლაბანმა ლეა, თავისი ასული, მიიყვანა იაკობთან; და შევიდა იაკობი ლეასთან.

24. მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას მხევლად.

25. დაინახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან და უთხრა ლაბანს: "ეს რა მიყავი! განა რახელისათვის არ გემსახურე? რატომ მომატყუე?”

26. უთხრა ლაბანმა: "ჩვენში არ ხდება ასე, რომ უმცროსი უფროსზე ადრე გათხოვდეს.

1ნეშტთა 27

32. იონათანი, დავითის ბიძა - მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელ ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო.

ესთერი 2

7. მან უპატრონა თავისი ბიძის ასულ ჰადასას, იმავე ესთერს, რადგან არც მამა ჰყავდა მას და არც დედა. ტანადი და მშვენიერი იყო ეს ყმაწვილქალი. დედ-მამა რომ დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა.

საქმეები 23

16. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ციხე-სიმაგრეში და პავლეს უთხრა.

17. პავლემ კი ერთი ასისთავთაგანი იხმო და უთხრა: "ეს ჭაბუკი ათასისთავთან მიიყვანე, რაღაც აქვს მისთვის სათქმელი”.

18. მანაც წაიყვანა, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: "პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის”.

19. ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: "რა არის, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?”

20. მან უთხრა: "იუდევლები შეთანხმდნენ გთხოვონ, რომ ხვალ პავლე სინედრიონში წაიყვანო, თითქოს მისი საქმის უფრო დაწვრილებით გამოკვლევა სურდეთ.

21. მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”.

22. გაუშვა ათასისთავმა ჭაბუკი, თან უბრძანა, არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.

------------------------

სურათზე: იან ვიქტორსი - აბრაამი ემშვიდობება ლოტის ოჯახს