3.1.8 Суть молитвы

3.1.8 ლოცვის არსი

__თემაზე წერდნენ__

***

ლოცვა არის გონებითა ღვთისა მიმართ აღსვლა ანუ თხოვა ჯეროვანი ღვთისაგან; ლოცვა არს ვედრება, არამედ ესენიცა განიყოფებიან; რამეთუ ლოცვა არს ლიტონითა სიტყვითა ღვთისა შემწედ მოწოდება, ხოლო ვედრება ცრემლიანითა თვალთა და სიტყვითა.

__ სულხან-საბა ლექსიკონი ქართული __

***

ლოცვიდა – ლოცვას უყოფდა.

__ სულხან-საბა ლექსიკონი ქართული __

***

ლოცვილი – ლოცვა ნაქმარი.

__ სულხან-საბა ლექსიკონი ქართული __

***

მოციქულ პავლეს ლოცვის მაგალითზე

კოლასელთა 1

9. ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,

10. რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;

11. მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.

.

კოლ.1,9-11 ძალიან სასიამოვნოა მოისმინო ქრისტიანის ლოცვა თავისი სულიერი და-ძმებისთვის და სწორედ ასეთი ლოცვაა წარმოდგენილი აქ, ამ მონაკვეთში, თუმცა ის კარგად აჩენს ლოცვის არსს საერთოდ და ყველაზე უფრო მეტადაც კი ახალი აღთქმის სხვა მსგავსი მონაკვეთებისგან განსხვავებით. მისგან ვიგებთ, რომ ლოცვაში აშკარადაა გამოკვეთილი ორგვარი სათხოვარი: შეცნობილ იქნეს აღსასრულებელი ღვთის ნება და რომ მან მოგვცეს ძალა მისი ნების აღსასრულებლად.

1. ლოცვა იწყება სათხოვრით, რომ აღვივსოთ ღვთის ნების შეცნობით. ესაა ლოცვის მიზანი. ჩვენ უნდა ვეცადოთ მოვისმინოთ ღმერთის და იმას კი არ უნდა ვცდილობდეთ, რომ მან ჩვენ მოგვისმინოს; კი არ უნდა ვესწრაფოდეთ ღმერთმა გააკეთოს ის, რაც გვჭირდება, არამედ შევიტყოთ ის, რა სურს რომ გავაკეთოთ. ჩვენს ლოცვაში ხომ სინამდვილეში ხშირად ვამბობთ: "დაე შეიცვალოს შენი ნება", მაშინ როცა უნდა გვეთქვა: "იყოს ნება შენი". ლოცვის უპირველესი მიზანი იმდენად იმაში არ მდგომარეობს, რომ ველაპარაკოთ ღმერთს, არამედ მოვუსმინოთ მას.

2. ეს ღვთის ნების შემეცნება უნდა შეგვეძლოს გადავიყვანოთ საკუთარ ადამიანურ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ვლოცულობთ სულიერი სიბრძნისთვის. სულიერი სიბრძნე, ბერძნულად - სოფია, რაც შესაძლებელია განვსაზღვროთ როგორც საფუძველთა, პირველმიზეზთა ცოდნა. შემეცნება, ბერძნულად - სუნესისი, რასაც ბერძნები განსაზღვრავდნენ როგორც კრიტიკულ ცოდნას, რის ქვემოთაც მოიაზრებდნენ პირველმიზეზთა გამოყენების შემძლეობას ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ამგვარად, ლოცულობს რა იმისთვის, რომ მისი მეგობრები აღივსნენ სიბრძნის შემეცნებითა და განსჯის უნარით, პავლე ლოცულობს, რომ მათ შეიმეცნონ ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოებანი და იყვნენ შემძლენი გამოიყენონ ყოველდღიურ ამოცანებსა და გადაწყვეტილებებში. კაცს შეიძლება ჰქონდეს ღვთისმეტყველის სამეცნიერო ხარისხი და იყოს წარუმატებელი ცხოვრებაში; შეეძლოს წეროს და ილაპარაკოს ცნობილი ჭეშმარიტებების შესახებ და აღმოჩნდეს, რომ არ შეუძლია გამოიყენოს ისინი თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რა არის ქრისტიანობა და რას ნიშნავს ის ყოველდღიურობაში.

3. ეს ღვთის ნების ცოდნა, ეს სიბრძნე და განსჯის უნარი უნდა ვლინდებოდეს სწორ საქციელებში. პავლე ლოცულობს იმისთვის, რომ მისი მეგობრები მოიქცნენ ღვთის ღირსად, ანუ ისე, რომ შეძლონ მისი გახარება. ქვრყნიერებაზე არ არსებობს იმაზე უფრო პრაქტიკილი რამ, ვიდრე ლოცვაა. ეს არაა რეალობიდან გაქცევა. ლოცვა და მოქმედება ხელიხელჩაჭიდებული დადიან. ვლოცულობთ არა იმიტომ, რომ გავექცეთ ცხოვრებას, არამედ იმისთვის, რომ ვიყოთ მზად უკეთ ვეუფლებოდეთ მას.

4. ამისათვის ჩვენ გვესაჭიროება ძალა, და პავლე იმიტომაც ლოცულობს, რომ მისი მეგობრები მტკიცდებოდნენ ღვთის ყოველგვარი ძალით. ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში არა ვიცოდეთ ის, თუ რა გავაკეთოთ, არამედ ვაკეთოთ რაც საჭიროა. ჩვენ, მნიშვნელოვან ნაწილში, თითოეულ მოცემულ სიტუაციაში კარგად ვიცით, რაცაა გასაკეთებელი, და უნდა მივმართავდეთ ჩვენს ამ ცოდნას მოქმედებაში. გვესაჭიროება ძალა, და მას ვიღებთ ლოცვაში. თუ ღმერთი უბრალოდ გვაუწყებდა თავის ნებას, მაშინ შეიქმნებოდა შეუძლებლობის მდგომარეობა; მაგრამ იგი არა უბრალოდ გვაუწყებს თავის ნებას, ამასთანავე გვაძლევს მისი აღსრულების შემძლეობას. ლოცვის მეშვეობით ჩვენ ვიღებთ ამქვეყნად ყველაზე დიდ საჩუქარს - ცოდნას და ძალას. მადლობა ღმერთს ამისთვის, რისი გამოცდილებაც მრავალ ქრისტიანს აქვს.