1.7.12 Ребро

Быт.2,21.22

1.7.12 ნეკნი, ფერცხალი გუერდისა

ფერცხალი

1. „გუერდი“, გვერდის წიბო

2. ნეკნი

__ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი__

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 2

21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.

22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

 

მცხეთურ ხელნაწერში:

21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.

22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:

 

__თემაზე წერდნენ__

***

თარჯიმანის შეცდომა. tsela ებრაული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა გააჩნია - "ნეკნი" და "გამოსახულება". ამიტომ, უნდა ყოფილიყო ნათარგმნი, რომ ღმერთმა ევა შექმნა ადამის გამოსახულების მიხედვით.

 

***

ძვ. ებრაულ צְלָעֹת-ს (იკითხება როგორც “ცელ’ა”) რომელიც ბიბლიის პირველწყაროში აღნიშნავს “გვერდს”. ეს სიტყვა „გამოსვლაში“ გვხვდება თხუთმეტჯერ, სადაც ზოგან კიდობნის გვერდია, ზოგან ოთახის გვერდი (ანუ კედელი), ზოგან მთის გვერდია (ანუ ფერდობი), ზოგან კუთხეა, ზოგან საყრდენი და როგორც ბიბლიის კომენტატორები წერენ საზოგადოდ მთლიანის არაუმნიშვნელო ნაწილს აღნიშნავსო. საინტერესო ისაა, რომ დაბადებაში ეს სიტყვა გვხვდება სულ ორჯერ და ორივეჯერ აღნიშნავს “ნეკნს”, ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერში ნეკნის ნაცვლად ერთგან “ფერცხალი” წერია და მეორეგან – “გუერდი”. ჰოდა, ეს “ნეკნი” საიდან გაჩნდა არავინ იცის. ზოგი ამას წმ. იერონიმეს მიაწერს, რომელმაც ბიბლიის ლათინურ თარგმანში, ვულგატაში ფრაზა: “უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო” თარგმნა როგორც “tulit unam de costis eius et replevit carnem pro ea”, სადაც costa (ბრუნვაში costis) ლათინურად “გვერდიცაა” და “ნეკნიც”.

__ლინგვისტუსი__

 

***

ქალი, როგორც ადამიანის ნეკნიდან აღებული, ახლოსაა მის გულთან და ქმრის გულში უპირველესი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი.

__წიგნიდან – "სულიერი მდელო”__

 

-------------------

პაოლო ვერონეზეს ნახატი